კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ

ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

ამ სტატიაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ტიპიურ სასწორებზე. მინიმუმ 5 პლანეტა უნდა იყოს ამ ზოდიაქოში, რომ ყველა დახასიათება დაემთხვეს. თუ სასწორი ხართ და თვლით, რომ ეს დახასიათებები თქვენზე არაა, ე.ი. სხვა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში და საჭიროა რუკის შედგენა.

სასწორს მართავს სილამაზის და სიყვარულის პლანეტა - ვენერა.
სასწორი, როგორც ვენერას შვილი, საკმაოდ ჰაეროვანი, რომანტიული და არასტაბილურია. ტიპიური სასწორი შეგვიძლია შევადაროთ ორსულ ქალს, რომელსაც განწყობა 10 წუთში ერთხელ ეცვლება. ყველა სასწორს აქვს საკუთარი გარეგნობის კრიტიკისკენ მიდრეკილება. "როგორ გამოვიყურები? ის ასე რატომ მიყურებდა? სულელი ხომ არ ვგონივარ?..." - ეს კითხვები თუ გქონიათ, ე.ი. ტიპიური სასწორი ხართ! ყველა სასწორის მთავარი პრობლემა - ესთეტიური იდელიზმია. ყველა სასწორს აქვს სურვილი იყოს იმაზე ლამაზი ვიდრე ის არის. მას არასოდეს არ ჰყოფნის ის რაც აქვს, სულ აწუხებს დაუოკებელი სურვილი რაღაც ახლის შეძენის (შოპაჰოლიკი). სწორედ მმართველი პლანეტის, ვენერას გავლენის გამო ყველა სასწორს უყვარს ლამაზი ნივთები, კომფორტი და ასევე გლამურული საზოგადოება, მოდა, ცდილობენ ჰქონდეთ თავიანთი სტილი, უვლიან თავს. სწორედ შოპინგი, ბრენდული ლამაზი ნივთები მას ავსებს შინაგანად და სულიერ ჰარმონიას სძენს, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. არსებობს სტერეოტიპი "სასწორის დაბალანსებულობის" შესახებ. მე, როგორც ასტროლოგს, არცერთი დაბალანსებული სასწორი არ მინახავს და ეს ფაქტია. სასწორი მუდამ ქანქარებს, ეძებს წერტილს, რომელზეც უნდა კონცენტრირდეს, პოულობს, ბეზრდება - კარგავს. ისევ ეძებს ბალანსს, პოულობს, ბეზრდება - კარგავს. სასწორი ყველაზე არასტაბილური ნიშანია (თუნდაც მიწის სტიქიის გავლენა იყოს). სასწორი, როგორც რომანტიკოსი ნიშანი, მუდამ გრძნობს შინაგან მოთხოვნილებას კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობების (მე-7 სახლი, ვენერა). ტიპიური სასწორები ვერ იტანენ მარტოობას, ვერ ძლებენ კომუნიკაციის და სხვების კომპლიმენტების გარეშე. კომპლიმენტი კი ტიპიური სასწორისთვის მართლაც ჰაერივითაა, ის სულდგმულობს სხვების ყურადღებით და კომპლიმენტებით ივსება. შეიძლება არ იმჩნევს, მაგრამ დამიჯერეთ, ყველა სასწორს ბავშვივით უხარია ნებისმიერი სახის კომპლიმენტი და თბილი სიტყვა მათ მიმართ. არც ერთმა ტიპიურმა სასწორმა არასოდეს არ იცის, თუ რა უნდა. არ იცის უნდა ყავა თუ ჩაი, წითელი კაბა თუ ლურჯი კაბა, დამატენიანებელი ტუჩის ბალმი თუ წითელი პომადა...."რა მინდა?.." ეს კითხვა ყველა ტიპიური სასწორის თავში დღეში მინიმუმ 3-ჯერ მაინც ჩნდება და სტაბილური პასუხი მაინც არასოდეს არ აქვთ.

სასწორი და მოდა:
ყველა ტიპიურ სასწორს უყვარს მოდა, ხშირად ამოწმებენ სოციალურ ქსელებს, რომ გაიგონ "რა არის ტრენდული". ყველა სასწორ ქალს კარგად გამოსდის ფერების შეხამება. ისინი კარგად იხდენენ როგორც კლასიკურ სტილს, ასევე თანამედროვე სთრით სთაილს. ბევრი ცნობილი დიზაინერი არის სასწორი ან აქვს ვენერა ან მთვარე სასწორის ზოდიაქოში. (ვალენტინ იუდაჩკინი - სასწორი; ტომ ფორდი - მარსი სასწორი;)

სასწორი და "შიმშილის აფსიხებები":
"შიმშილის აფსიხებები", "შიმშილის უხასიათობა" - ეს აფსიხების ტიპი ვენერას შვილებისთვის ნორმაა. (სასწორი და კურო). როცა სასწორს შია, ჯობია არ გაეკაროთ, ამ დროს არიან საოცრად საშიშები და იმის საპირისპირო, რაც ჭამის შემდეგ.

სასწორი და სიყვარული:
სასწორებს როგორც წესი სასიყვრულო დრამები ბავშვობიდანვე ახასიათებთ. მათ ბევრი ქრაში ჰყავთ, ყოველთვის რამდენიმე ადამიანის მიმართ განიცდიან სიმპატიას. აქ პრობლემა ისევ და ისევ არასტაბილურობაა, დღეს მოსწონს, ხვალ რაღაც ნაკლს მოუნახავს და აღარ მოეწონება, მერე ისევ თავიდან შეიყვარებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სასწორს წლების განმავლობაში უყვარს ერთი. მოსწონს ბევრი, უყვარს ერთი.

სასწორი როგორც "ფიქრია":
სასწორებს ახასიათებთ მუდმივი ანალიზი, ფიქრი ყველაფერზე და არაფერზე, მნიშვნელოვანზე და შემდეგ უმნიშვნელოზე. მაგრამ ისინი მეტს ფიქრობენ, ვიდრე აკეთებენ. სწორედ ბევრი ფიქრის გამო ვერ აკეთებენ არჩევანს. კაფეში ბევრ სასწორს შეხვდებით, რომლებიც დგანან და არ იციან რა შეუკვეთონ "ყავა თუ ჩაი?"....

ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?