ბლოგი

თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ყველას აქვს თავისი ნათელი და ბნელი მხარე...

რა თქმა უნდა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად ვიცით, თუ რა პიროვნული მახასიათებლები გვაქვს. თუმცა, არის რაღაც, რაც ამ ცოდნის უკან იმალება - ჩვენი „მე“-ს ბნელი მხარე, რომელსაც არ ვიცნობთ და არაფერი ვიცით მის შესახებ...

ჩრდილოვანი ელემენტების შესწავლა, წარმოადგენს საკუთარი პიროვნების ახალ დონეზე შესწავლის უმთავრეს საშუალებას. ამასთან, თავიდანვე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ბნელი ან ამოუცნობი მხარეები აუცილებლად ცუდია. ჩრდილოვანი ელემენტები, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, გვეხმარება უფრო მეტი გავიგოთ საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ.

მოდი ერთად გავეცნოთ, თუ როგორი ჩრდილოვანი ელემენტები გააჩნიათ თითოეული ზოდიაქოს ნიშანს.

სიბნელე: კურო, ქალწული, თხის რქა

თქვენი ბაზისური ელემენტი არის მიწა, ხოლო ჩრდილოვანი ელემენტი - სიბნელე. ადამიანები, რომლებსაც ეს სტიქია მართავს, იმაზე გაცილებით უფრო ჩაკეტილად და მარტოსულად გრძნობენ თავს, ვიდრე ამას რეალურად აჩვენებენ. თქვენ არასოდეს ეგუებით იმის მიუღწევლობას, რაზეც ოცნებობთ. თქვენ მუდმივ ბრძოლაში ხართ საკუთარი შინაგანი სიბნელის გასაფანტად და ნათელ მხარეს გადასასვლელად.

სიცარიელე: ტყუპები, სასწორი, მერწყული

სიცარიელის მიერ მართული ადამიანების საბაზისო ელემენტს წარმოადგენს ჰაერი. თქვენ შეგიძლიათ იყოთ „ცარიელი“ ძალიან ბევრ საკითხში, მაშინაც კი, თუ ამის აღიარება არ გსურთ. თქვენ ყოველთვის ეძებთ რაიმე უკეთესს და ცდილობთ თქვენში არსებული სიცარიელე სხვადასხვა საშუალებებით შეავსოთ. ყველაფერზე პირდაპირ და გადაკვრის გარეშე საუბარს ცდილობთ და ხშირად გიწევთ უდიდესი ძალისხმევის გაღება იმისათვის, რომ საკუთარ ემოციებს გაუმკლავდეთ.

ქაოსი: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

მათი ჩრდილოვან ელემენტს, ვისი ბაზური სტიქიაც ცეცხილია, წარმოადგენს ქაოსი. აქედან გამომდინარე, თქვენი ნატურა გამოირჩევა ცვალებადი ხასიათით. თქვენ ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხართ და მუდმივად რაღაცას აკეთებთ. სინამდვილეში, ძალიან გიჭირთ დამშვიდება და ადვილად „დუღდებით“, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საჭიროა უბრალოდ მოდუნება და „გაგრილება“.

გარყვნილება: კიბო, მორიელი, თევზები

წყლის სტიქიით მართული ადამიანების ჩრდილოვან ელემენტს წარმოადგენს გარყვნილება. მათი თავი, მუდმივად „სავსეა“ ცუდი აზრებით და იმაზე გაცილებით ჯიუტები არიან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ემოციურები არიან. გარშემომყოფების მიმართ მუდმივ ზრუნვას ავლენენ, ამიტომ, ერთი შეხედვით გარყვნილებად სულაც არ ჩანან. თუმცა, რაც უფრო ახლოს გაიცნობთ მათ, მით უფრო გამოიკვეთება ხასიათის ეს შტრიხი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
6 ნიშანი იმისა, რომ სხვების ენერგიას გრძნობ
დაშორების იდეალური მეთოდები
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
თევზები - ყველაზე რთული ადამიანები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022-ში ფინანსური წარმატება ელით
აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები
რა არის კარმული დაავადებები და რატომ ჩნდება ისინი
რა აბრაზებს ქალწულებს?
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?