ბლოგი

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რატომ?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რატომ?

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანებს ხშირად არ ესმით თუ რატომ არ უმართლებთ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ რთულ სიტუაციებს ეჯახებიან. ასტროლოგმა ალენ შაჰსუმ, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომ ამის ბრალი არის ზოდიაქოს ნიშანი, რომლის ქვეშაც ესა თუ ის ადამიანი დაიბადა.

 

ქვემოთ ჩამონათვალში წარმოდგენილია სწორედ ასეთი ზოდიაქოს ნიშნები.

 

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად არ უმართლებთ. სასწორები შეუპოვარი და შრომისმოყვარენი არიან, თუმცა ეს თვისებებიც არ აძლევთ მიზნის მიღწევის საშუალებას. მათ შეუძლიათ წლობით იშრომონ კარირული წინსვლისთვის და ისე გავიდნენ პენსიაზე, რომ დაწინაურებას ვერ ეღირსონ. ასევე არ უმართლებთ მათ პირად ცხოვრებაში, რადგან შეუძლიათ დიდიხანს აიტანონ დესპოტი პარტნიორი. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ მარტო დარჩენის შიში აქვთ და თვლიან, რომ სხვა, ღირსეულ მეწყვილეს ვერ იპოვიან.

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იციან, რომ წარმატება მათთან ადვილად არ მოდის. ამის გამო, ისინი აკეთებენ დასვკნას, რომ ცხოვრებაში ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო. ნებისმიერი კარიერული დაწინაურება - მათი დამსახურებაა, შესაბამისად, ისინი არასოდეს ეყრდნობიან ვინმეს. როცა გარშემომყოფი ახლობლები იგებენ, რომ კირჩხიბს ფინანსური შემოსავალი გაუჩნდა, მაშინვე ფულის და დახმარების სათხოვნელად აკითხავენ და ამ უკანასკნელსაც უარის თქმა არ შეუძლია, როცა აქვს. კირჩხიბები ვერასოდეს ისვენებენ საყვარელ ადამიანთან ერთად, რადგან გამგზავრების წინ სულ ჩხუბობენ.

ვერძი

ვერძებს არ სჯერათ წარმატების და როცა ის მაინც მოდის მათ ცხოვრებაში, ამას შიშით და ეჭვით უდგებიან. ფულის შოვნა ვერძებისთვის მარტივი არასოდეს არის. ასევე ნაკლებად უმართლებთ პირად ცხოვრებაშიც. სწორი პარტნიორის პოვნამდე, მათმ ბევრი ტკივილის და ცუდი გამოცდილების გადატანა მოუწევთ. ასეთი ადამიანის პოვნის შემდეგაც კი, ვერძების ოჯახში ყველაფერი დალაგებული მაინც არ არის, რადგან პარტნიორთან კამათი და კონფლიქტი ხშირად აქვთ.

მორიელი

მორიელი ითვლება ყველაზე უიღბლო ნიშნად. თავადაც კარგად ესმით, რომ წარმატება ყოველთვის გვერდს უვლით. მათი პოტენციალის, შეუპოვრობისა და დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ არ შეუძლიათ რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა. მათ ცხოვრებაში მუდმივად რაღაც არ ჰყოფნით და ამის მიზეზად თვლიან იმას, რომ არ უმართლებთ. საუკეთესო რჩევა მათთვის არის ცუდზე ნაკლებად ფიქრი და ცხოვრებაში მეტი პოზიტივის შეტანა.

ლომი

ლომები კრიტიკულად აღიქვამენ ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება. მაშინაც კი, როცა ბედი უღიმით, ამ ყველაფერს პესიმისტურად იღებენ და ეშინიათ, რომ წარმატება მალე დატოვებთ. ასეთი დამოკიდებულების გამო, ისინი ვერასოდეს იქნებიან ბედნიერი ცხოვრებაში. ლომებს კარგი პოტენციალი და ანალიტიკური გონება აქვთ, რითაც ისინი არ სარგებლობენ. არავის ენდობიან. ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში. შესაბამისად, არც კი ელიან, რომ ოდესმე გაუმართლებთ.

თხის რქა

გამართლება უმეტესწილად დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. ამ მხრივ, ინტროვერტ თხის რქას არასოდეს უმართლებს. უფრო მეტიც, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შემთხვევას საერთოდაც არ ეყრდნობა. მათ იციან, რომ ბედი მოღალატეა, ამიტომ საკუთარი თავის ჩათვლით, არავის ენდობიან. საჭიროა გაიხსენონ, რომ საკუთარი ძალების რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია. თხის რქებს დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ჩაკეტილი ცხოვრების სტილის გამო, მათ არ შეუძლიათ ბოლომდე რეალიზაცია.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება და კეთილდღეობა ზაფხულში?
როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?
ზოდიაქოს 3 ყველაზე რთული ნიშანი მამაკაცებს შორის
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
მოლაპარაკების წარმოების გამორჩეული უნარის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში