ბლოგი

რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?

რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?

ფეისბუქზე გაზიარება

ფინანსური წარმატების რომელ ფაქტორს უგულებელყოფს ადამიანების უმეტესობა? ჩარლზ ტიპსმა, Quora-ს სამეცნიერო რედაქტორმა და TranZact-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, უპასუხა ამ კითხვას: „არავინ გამდიდრებულა თავისი შრომით“. ამას ხშირად ეუბნებოდა ჩარლზს მამამისიც.

 

მაგრამ რას ნიშნავს იმის თქმა, რომ შრომა არ გვამდიდრებს?

 

რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ გამდიდრდე, ბევრს იმუშავებ და რაც უფრო დიდხანს იმუშავებ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მიიღებ იმას, რაც გინდა. როგორც ახლა მამაჩემი იტყოდა, „არაფერია ცუდი იმაში, რომ სხვა ადამიანთან დღეში 8 საათი იმუშაო. იმუშავეთ დღეში 8 საათი საკუთარი თავისთვის და 12 საათი შაბათ-კვირას. ის ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა.

 

მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ პრესტიჟული სამართლის ხარისხი, მუშაობთ თქვენი ინდუსტრიის წამყვან ფირმაში და შეგიძლიათ მიიღოთ კლიენტებისგან საათში რამდენიმე ასეული დოლარი, ყველა ხარჯის გამოკლების შემდეგ, ძალიან გაგიმართლებთ, თუ თანხის მესამედი მაინც დაგრჩებათ.

 

რა უნდა იცოდეთ ფინანსური სიმდიდრის მისაღწევად?

 

პირველ რიგში, თქვენ უბრალოდ უნდა გახდეთ პიროვნეულად და არა ფინანსურად მდიდარი.

 

იცოდეთ რისკენ მიისწრაფვით, იქონიეთ ფინანსური ბერკეტები, პირადი კავშირები, გამოიყენეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ყველა შესაძლებლობა და რაც მთავარია, გახსოვდეთ - ფულმა ფული უნდა გამოიმუშაოს!

 

უნდა შეწყვიტოთ თქვენი ცხოვრების დათმობა გამდიდრების მცდელობის გამო. რისკები და შეცდომები გარდაუვალია. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ სრულყოფილ შედეგს და ერთმანეთის მიყოლებით წარმატებული ნაბიჯები გადადგათ, თუმცა, ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა და ერთ წუთში ყველაფერი შეიძლება შემოტრიალდეს და იმაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ვიდრე იყავით.

 

არცერთი ჩვენგანი არ არის შექმნილი ასეთი სტრესის, დაძაბულობისა და გაურკვევლობისთვის და ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა სტაბილური ხელფასისთვის არჩევანს სხვაზე მუშაობაზე აკეთებს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ფორტუნას რჩეული: ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და ძლიერი ნიშანი
ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავენ
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ
სწორი კვება და დიეტა
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს
მშიშარა ზოდიაქოს ნიშნები
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია