ბლოგი

12 მომაკვდინებელი ცოდვა

12 მომაკვდინებელი ცოდვა

ფეისბუქზე გაზიარება

შეცდომის დაშვება მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველგან ცდუნებებია... გაიგე, რომელი ცოდვების ჩადენისკენ გიბოძგებს შენი ზოდიაქოს ნიშანი: 

 

 

ვერძი - სიბრაზე

 

ვერძს რომ გაბრაზება შეუძლია მტრისას! თუ კი გაბრაზდა სრულიად არაპროგნოზირებადი და შეურაცხადი ხდება. მისი რისხვა ხშირად წარმოუდგენლად სპონტანურია, თუმცა თითქმის ყოველთვის სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ.

 

 

კურო - გაუმაძღრობა

 

როდესაც ვამბობთ "გაუმაძღრობას", ვგულისხმობ არა მხოლოდ საჭმელს, არამედ აბსოლუტურაფ ყველაფერს. კურო შეყვარებულია საკუთარ თავზე და გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობს. მას ყველაფერში ჭარბი სიამოვნება უყვარს: იქნება ეს ჭამა, სიყვარული თუ ა.შ.

 

 

ტყუპები - ტყუილი

 

ტყუპებს აქვს ერთი საშინელი ჩვევა, დამახინჯოს ინფორმაცია და ფაქტები. მას ყოველთვის განსხვავებული შეხედულება აქვს, თუ რა მოხდა რეალურად. ტყუპები მოქმედებს 1 წესის მიხედვით - თუ გსურთ რაიმე გააფუჭო, მოატყუე!

 

 

კირჩხიბი - აყენებს სხვებს თავის თავზე მაღლა

 

თუ კი კირჩხიბს ვინმე შეუყვარდა და მასთან ერთადაა, მაშინ მსოფლიოში ყველაფერს და ყველას დაივიწყებს, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მის გვერდითაა და სხვა არაფერი აინტერესებს. ის თავის ქცევას ნორმალურად მიიჩნევს, მაგრამ ღირს კი სხვების გამო საკუთარი თავის დავიწყება? 

 

 

ლომი - სიამაყე

 

ნარცისიზმის ზღვარზე ყოფნისას, ლომი, თავისი საქციელით ამტკიცებს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ეგოისტი ადამინია, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. ის ამპარტავანი და თავისთავზე შეყვარებულია, ასე რომ, ზოგჯერ საყვარელი ადამიანებიც იღლება ამ ყველაფრისაგან და გარბიან.

 

 

ქალწული - შური

 

როდესაც ქალწული ფიქრობს იმაზე, თუ რა სჭირდება ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიოზ მას, ყოველთვის უყურებს სხვებს. მას სურთ, რომ მუდმივად შურდეთ მისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. ჩნდება ლოგიკური კითხვა: შეუძლიათ ქალწულებს სიყვარული საერთოდ?

 

 

სასწორი - ამპარტავნება

 

სასწორი თავისი სილამაზის გარდა პრაქტიკულად სხვა არაფერზე ფიქრობს. თუ კი სარკეში იყირება, ე.ი. ცხოვრებას აზრი ჰქონია. გარდა სარკის წინ კვანწვა-გვრეხისა, ის თავისი შინაგანი სამყაროს გალამაზებაზეც მუშაობს.

 

 

მორიელი - მტაცებლობა

 

მორიელი ნებისმიერ ურთიერთობაში თავით ეშვება, მაგრამ სანაცვლოდ ყველა ასე არ პასუხობს. შემდეგ ის იწყებს მანიპულირებას, მას ხომ სიტუაციაზე კონტროლის ილუზიები აწუხებს. 

 

 

მშვილდოსანი - მრუშობა

 

მშვილდოსანს მხოლოდ ფლირტი უყვარს. მისთვის ადვილი არ არის ერთგული და გრძელი ურთიერთობის შენარჩუნება. ურთიერთობაში ყოფნის დროსაც კი, მისი თვალები მუდმივად ეძებს მათ, ვისთანაც იფლირტავებს.

 

 

თხის რქა - სიძუნწე

 

თხის რქას ნებისმიერ დროის ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ მიაღწიოს პროგრესსა და გამოიმუშავოს მეტი ფული. ეს ცუდი არაა, უბრალოდ მან არც კი იცის სად დახარჯოს ეს ფული, მას უბრალოდ საკუთარი წარმატებით სხვა ადამიანების წინაშე თავის მოწონება სიამოვნებს. 

 

 

მერწყული - ქედმაღლობა

 

მერწყულს უყვარს იმაზე ფიქრი, რომ განსაკუთრებულია. ის ყოველთვის იმ აზრზეა, რომ მის პატარა თითს უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ყველა სხვა ადამიანს თავში, ვისთანაც ურთიერთობა უწევს. ადამიანი, რომელიც მსგავს რამეებს ამტკიცებს, მინიმუმ - უცნაურად გამოიყურება.

 

 

თევზები - სიზარმაცე

 

თევზები ღრუბლებში დაფრინავს. აშკარად ჩანს, რომ თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელიც სრულებით არ ემთხვევა სხვა ადამიანების სამყაროს. მაშინ, როდესაც სხვები წინ მიდიან, თევზები იმავე ადგილზე დგას. ასე, რომ კი - ეს თევზები ძალინ ზარმაცი ვინმეა.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა აბრაზებს ქალწულებს?
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი
მზე ჰოროსკოპში
რა აღიზიანებს სასწორს?
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი
2020 წლის ჰოროსკოპი
რა ვაჩუქოთ მორიელს
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
ვენერა ჰოროსკოპში
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე