ბლოგი

როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი

როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი

ფეისბუქზე გაზიარება

შეიძლება ვინმემ თქვას: -„სიყვარულს რა ცოდნა უნდა“-ო და ნაწილობრივ მართალიც იყოს, მაგრამ ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი 10 ძალიან გააზრებული რჩევის წაკთხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ცოდნა არასოდეს და არაფერში ზედმეტი არ არის, მათ შორის არც იმ საკითხში, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი.

არავინ კამათობს იმაზე, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ქალი - უფრო მეტად ემოციური არსებაა, რომელსაც ლოგიკურ დასკვნამდე მისვლისთვის მეტი დრო სჭირდება. გრძნობასა და გონებას შორის მანძილის დაფარვის დრო მისთვის სრულიად საკმარისია, რომ არასწორად მოიქცეს და გააფუჭოს კომუნიკაცია. ხშირ შემთხვევაში გამოუცდელობის და ასევე აღზრდის თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალი სწორედ დროის ამ შუალედში ცხოვრობს და განსჯისთვის დრო ნაკლებად რჩება, რადგან ამ პროცესში ახალი ემოციები და ფანტაზიები ჩნდება და ციკლი ისევ თავიდან იწყება. მოსაწყენი მამაკაცები ბუნებით არ არიან მიდრეკილნი თავის შინაგან სამყაროში ნაცრის კოშკების აგებისკენ და ცხოვრობენ გეომეტრიულად მარტივ სამყაროში, ხილულ რეალობასთან ერთად. იმისათვის, რომ ქალმა შეძლოს ამ ვითარებიდან გამოსვლა, საჭიროა შეაკავოს თავისი ემოციური პროცესები და მოახდინოს აზრობრივი პროცესის ფორსირება, ან როგორც მინიმუმ გაითვალისწინოს ფსიქოლოგის რჩევები.
 

ქალბატონებო, ქვემოთ ჩამოთვლილია ის 10 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ მამაკაცთან ურთიერთობის დალაგებასა და მოწესრიგებაში, გრძნობის გაღრმავებასა და ხანგრძლივად შენარჩუნებაში.


მაშ ასე, როგორ უნდა გიყვარდეთ მამაკაცი:
 

1. ყოველთვის გახსოვდეთ რაში მდგომარეობს მამაკაცთან თქვენი ურთიერთობის მიზანი. ნორმალურ ადამიანებში ურთიერთობის მიზანს წარმოადგენს მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა ხანგრძლივი პერიოდით, ანუ საკუთარი თავისა და პარტნიორის გაბედნიერება.

ეს არის წესი, რომელიც ყოველთვის უნდა გაიხსენოთ, როცა მოგინდებათ მისთვის ჭკუის სწავლება, გაკრიტიკება, განკურნება, ფეხბურთის მატჩის ყურებისას ან რაიმე სხვა საყვარელი ჰობით გართობისას მასზე თავდასხმა, ეჭვიანობა, მის პირად ნივთებში კირკიტი, მის მეგობრებზე აზრის გამოთქმა, პოლიტიკაზე, რელიგიასა და მისი შარვლის ფერზე კამათი. გაიაზრეთ კარგად - ღირს კი კონკრეტულ სიტუაციაში თქვენი პოზიციისა და ინტერესის დაცვა, თუნდაც თქვენი სიმართლის დამტკიცება იმ ბედნიერებად და სიმშვიდედ, რომელიც ამ ყველაფრის ნაცვლად შეგიძლათ მისცეთ პარტნიორს? ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევებით და სტატისტიკით დგინდება, რომ ურთიერთობების დაძაბვას, არეულობას და დანგრევას უმეტეს შემთხვევაში იწვევს ის, რომ ქალი არაფრისგან პრობლემას ქმნის, ხოლო მამაკაცის ნეიტრალურ რეაქციას მის მიერ გამოგონილ პრობლემაზე ატრაგიკულებს.


2. ხშირად შეაქეთ თქვენი რჩეული

თუ ის შექებას არ იმსახურებს და ყველაფერს არასწორად აკეთებს, საერთოდ რა გინდათ ასეთი მამაკაცის გვერდით? დაშორება ასეთ ვითარებაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ ორვე მხარისთვის დაუსრულებელი აგონია დასრულდეს. ნუ მოექცევით მას შემაწუხებლად ყურადღებიანი დედასავით, მკაცრი ხელმძღვანელი ქალივით ან წუწუნა ქალიშვილივით. ყველა ამ იპოსტასიდან აიღეთ მხოლოდ პოზიტიური და გამოიჩინეთ მის მიმართ მუდმივი, მაგრამ არამომაბეზრებელი ყურადღება, მისი ცხოვრებითა და განვითარებით დაინტერესდით, ნუ დამალავთ აღფრთოვანებას, როცა ის რაიმეს ნამდვილად კარგად გააკეთებს. ცნობილი გამონათქვამი: „შექება წყენს“ - ზრდასრულ მამაკაცთან მიმართებაში არასწორია, რადგან მას თავისი გარკვეული თვითშეფასების მაჩვენებელი აქვს და საყვარელი ადამიანისგან შექება ნამდვილად არ აწყენს. შექებით ის დაინახავს, რომ გიხარიათ როცა კარგ რამეს აკეთებს და წარმატებას აღწევს. შექება ყველას უყვარს, თუ თქვენ არ გააკეთებთ ამას, მოიძებნება ვინმე სხვა და მამაკაციც მასთან ააწყობს ურთიერთობას.


3. არასოდეს დაამციროთ და არ მოუწყოთ სკანდალი სხვების თანდასწრებით

საზოგადო ადგილებში ურთიერთობების გარკვევა — ეს ტაბუა, რადგან მამაკცისთვის იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და როცა მისი მეორე ნახევარი, ნდობით აღჭურვილი ადამიანი იწყებს მამაკაცის ავტორიტეტის შელახვას მეგობრების, კოლეგების ან ზოგადად ქუჩაში გამვლელების წინაშე, მამაკაცი ამას თვლის ზურგში დანის ჩარტყმად. ასეთ რამეს მამაკაცი ხშირად პატიობს ქალს, მაგრამ არასოდეს ივიწყებს. აიძულო მამაკაცი დაკარგოს სახე - ქალის მიერ ჩაფიქრებული ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და სტრატეგიული გათვლაა ურთიერთბებში. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლება დაგიბრუნდეთ. ასე რომ, პრეტენზიების გამოსათქმელად სახლამდე მოიცადეთ, მანამდე დამშვიდდებით კიდეც, უკეთესად გაიაზრებთ სიტუაციას და ცივილიზებულად შეძლებთ საუბარს პირისპირ.
 

4. მაქსიმალურად ეცადეთ ჩვეულებრივი კონტაქტის დროს არ გამოიყენოთ კნინობით-ალერსობითი სახელები მასთან მიმართებაში

ენის მოჩლექით წარმოთქმული მოფერებითი სახელები ნამდვილად არ შეეფერება იმას, რადაც თქვენს მამაკაცს საკუთარი თავი წარმოუდგენია. ამიტომ, მსგავსი მიმართვები შეინახეთ თქვენ ორისთვის განკუთვნლი ადგილისთვის - საძინებელსთვის, და გამოიყენეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სრუფასოვანი სექსი გექნებათ.
 

5. მხარი დაუჭირეთ მის ყველა წამოწყებას

ერთია, როცა მამაკაცს თქვენი ნიშნობის ბეჭდები მიაქვს დასალომბარდებლად იმისათვის, რომ კაზინოში ან სათამაშო აპარატებთან დრო გაატაროს, ხოლო როცა ის გატაცებულია თევზაობით, ნადირობით, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრით ან თუნდაც კოლექციონერობით - ეს სულ სხვა რამეა. მაშინაც კი, თუ ხვდებით, რომ თქვენი მამაკაცი შეპრყობილია რაიმეს კეთების სურვილით და ვერ აცნობიერებს, რომ ეს არაფრის მომცემი, მითუმეტეს ზარალის მომტანი იქნება და ამ საქმისთვის გაღებული თანხა უბრალოდ დაიკარგება - ნუ შეეცდებით რაიმე საწინააღმდეგო უთხრათ, უბრალოდ აგრძნობინეთ, რომ ბოლომდე მის გვერდით ხართ და მხარს უჭერთ, რომ გჯერათ მისი წარმატების. გახსოვდეთ, თუ თქვენ არ შეაფასებთ და არ დაუჭერთ მხარს, გამოჩნდება სხვა, ვინც ამას გააკეთებს.

6. გამოეწყვეთ და გამოიპრანჭეთ მისთვის და არა სხვების დასანახად - მას უნდა მოსწონდეთ, მას უნდა უჩნდებოდეს ვნება თქვენს დანახვაზე და სიამაყით უნდა მიაბიჯებდეს თქვენს გვერდით - გამარჯვებული მონადირის სინდრომი, რომელიც კარგავს ინტერესს ნანადირევის მიმართ, მამაკაცებზე არანაკლებ აქტუალურია ქალებშიც. ამიტომ, ეცადეთ მუდმივად მოახდინოთ მისი თქვენდამი ვნებისა და თქვენი დაუფლების სურვილის სტიმულირება. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ქალი ცხოვრებაში უშვებს, არის ის, რომ მამაკაცზე დაქორწინების შემდეგ თვლის, თითქოს გარანტირებულია, რომ მას მთელი ცხოვრება ეყვარება და მთავარი იყო ქორწინების უღლით დაკავშირებოდნენ ერთმანეთს. მამაკაცების უმრავლესობა სწორედ იმის გამო ღალატობს ცოლს ან უბრალოდ აღარ იზიდავს და აღარ უყვარს ის, რომ ურთიერთობების დასტაბილურებისა და გაოფიციალურების შემდეგ, ქალები ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, ეს მომენტი ძალიან მოქმედებს მამაკაცის ქალისადმი ვნებაზე და რეალურად ანელებს, ან საერთოდ სპობს ლტოლვას მის მიმართ. თუ თქვენ კორპორატიულ საღამოებსა და სხვა დღეებში მაკიაჟსაც იკეთებთ, ახალ კაბასაც ყიდულობთ და თმასაც იწესრიგებთ, ხოლო სახლში ერთი და იმავე პასტელური ფერების სამოსში დადიხართ, რომელსაც მამაკაცის თვალი სრულიად ასექსუალურად აღიქვამს - არანაირად არ არის ვალდებული თქვენი მეორე ნახევარი ისევ ისე ვნებიანად უნდოდეს თქვენთან სიახლოვე და მითუმეტეს უყვარდეთ, ვიდრე სანამ დაქორწინდებოდით ან ერთად ცხოვრების გადაწყვეტილებას მიიღებდით. იმისათვის, რომ მამაკაცს უყვარდეთ, ლტოლვას გრძნობდეს თქვენს მიმართ, თავი უნდა შეიწუხოთ და იზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე.
 

7. ის მთავარია - წერტილი

ხუმრობის გარეშე - ეს ხომ ძალიან მოსახერხებელია რეალურად? ფემინისტების ძირითად პრობლემას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ცდილობენ ფიგურალურად გამოხატონ აზრი და ვაგონები დაცალონ იქ, სადაც შეიძლება გაერთონ და იცეკვონ. ევოლუციის, სოციალური წეს-ჩვეულებების თუ აღზრდის პრინციპების საფუძველზე, მამაკაცი თითქმის ყველა ოჯახში იზრდება იმისათვის, რომ გახდეს ოჯახის უფროსი, გადაჭრას პრობლემები, იყოს ლიდერი, კაპიტანი და ა.შ. ეს არავითარ შემთხვევაში არ გამცირებთ თქვენ, თუ თავად არ გადაწყვეტთ, რომ გინდათ იყოთ დამცირებულის პოზიციაში. ქალების ერთი ნაწილი თვლის, რომ მამაკაცის მიერ მაგალითად ავტობუსიდან ჩასვლისას დასახმარებლად გაწვდილი ხელი გალანტური საქციელია, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ამით მამაკაცი მის უუნარობას და ფიზიკურ სისუსტეს უსვამს ხაზს. თქვენი გადასაწყვეტია, რომელი კატეგორიის ქალების რცხვში იქნებით. აჩუქეთ მამაკაცს იმის ბედნიერება, რომ თავი ძლიერ პიროვნებად იგრძნოს, იმოქმედოს, იფიქროს და პირველი იყოს. შესაძლოა ის ყოველთვის მართალი არ არის, მაგრამ პირდაპირ მწვავე სიტუაციაში დატაკება და სკანდალების გამართვა გონივრული საქციელი ნამდვილად არ იქნება ქალის მხრიდან, გარკვეული დროის შემდეგ თქვენ შეძლებთ მშვიდ გარემოში დაელაპარაკოთ და გამოასწოროთ სიტუაცია: მაშინაც კი, როცა ვითარების გამოსწორების მცდელობის ლომის წილი თქვენზე მოდის, თუკი გიყვართ მამაკაცი - თავშეკავება და გონივრულად მოქცევა სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.
 

8. მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრეთ პირდაპირ, ქარაგმების გარეშე

მამაკაცებს გადაკრული საუბრის რა თქმა უნდა ესმით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სხვა მამაკაცების მხრიდან გამოთქმულია და თან ისეთი, რომლის გაგებაც აწყობთ. მამაკაცებში მიუღებელია მნიშვნელოვან საკითხებზე ეზოპეს ენაზე საუბარი. ამიტომ, ესაუბრეთ პირდაპირ, გასაგებ ენაზე, მაგრამ არა გლობალურად.
 

9. არ დააყენოთ ის თქვენი სამყაროს ცენტრში და არ მოითხოვოთ არც მისგან იგივეს გაკეთება

ამ შემთხვევაში იგულისხმება არა გულახდილი ზრუნვისა და ერთმანეთის მოთხოვნილებების ან საჭიროებების იგნორი, არამედ დაწვრილმანება და შემაწუხებლად ჭარბი საიხლოვე. საათობით ტელეფონით საუბარი, სოციალური ქსელებით მიმოწერა რამოდენიმეჯერ დღის მანძილზე, რასაც არანაირი აზრი არ აქვს, აღიზიანებს თითქმის ყველა მამაკაცს. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მამაკაცისთვი მიუღებელია, ამიტომ, ნუ შეეცდებით რომ მას „ცხოვრება მიუძღვნათ“ - ეს ძალიან აშინებს მათ. მსგავსი დამოკიდებულება ძალიან სწრაფად დაღლის მამაკაცს და ყველანაირად ეცდება თავი დააღწიოს თქვენთან ურთიერთობას, თქვენ კი დარჩებით ცრემლიანი თვალებით და იწუწუნებთ იმაზე, თუ როგორი უმადური მამაკაცი გყავდათ, როგორ მიუძღვენით მას ყველაფერი, მან კი მიგატოვათ. გულახდილად რომ ვთქვათ, სრულად თქვენ საკუთარ თავსაც კი არ სჭირდებით, შესაბამისად, მამაკაცს უნდა შესთავაზოთ თქვენი ყველაზე „გემრიელი ნაწილი“.
 

10. ისწავლეთ კერძების გემრიელად მომზადება

ისწავლეთ და მოამზადეთ - ამას კითხვაც არ უნდა, რომ ქალის კარგი კულინარიული შესაძლებლობები ძალიან უწყობს ხელს იდეალური ურთიერთობების შენარჩუნებას. ამ მხრივ არანაირი ალტერნატიული ვარიანტი არ განიხილება, რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყოთ ფინანსურად და საერთოდაც რომ არ გჭირდებოდეთ სახლში მზადება, გემრიელი კერძების მომზადება მაინც უნდა იცოდეთ და ხშირად გაანებივროთ ამით საყვარელი მამაკაცი. ტყუილად არ არის ნათქვამი, გზა კაცის გულამდე კუჭზე გადისო...
 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ყველაზე გონებამახვილი ადამიანები არიან
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ