ბლოგი

თებერვლის სულიერი მნიშვნელობა: განწმენდის თვე

თებერვლის სულიერი მნიშვნელობა: განწმენდის თვე

ფეისბუქზე გაზიარება

თებერვალი გარდამავალი თვეა, როდესაც მივისწრაფვით ცვლილებებისკენ, გარემოცვის განწმენდისა და ჩვენი შინაგანი ცხოვრების გაჯანსაღებისკენ...

 

თებერვალი არის თვე, როდესაც სტაბილურობისა და სიმშვიდისკენ მივისწრაფვით. საახალწლო დღესასწაულებმა და საზრუნავმა უკვე ჩაიარა. ასევე- იმაზე მღელვერებამ , თუ როგორი წელი იქნება. ახლა შესვენების დრო მოვიდა. ძველი რომაელები თებერვალს განსაკუთრებულ პერიოდად თვლიდნენ. მათთვის ეს იყო შინაგანი განწმენდისთვის განკუთვნილი დრო.

 

წელიწადში ამ ყველაზე მოკლე თვის სახელი თებრუუსის მიწისქვეშა სამეფოს ეტრუსის ღმერთისგან წარმოიშვა, და განწმენდის რიტუალთან არის დაკავშირებული, რომელიც ლუპერკალიის ნაყოფიერების ძველრომაულ დღესასწაულს ემთხვეოდა და 15 თებერვალს ტარდებოდა. რომის და რომის იმპერიის დაფუძნების შემდეგ, თებერვალმა თავისი დღევანდელი სახელი მიიღო. სხვათა შორის, იმ დროს ეს წელიწადის ბოლო თვე იყო.

 

გთავაზობთ, მეტი გაიგოთ თებერვლის სულიერი მნიშვნელობის შესახებ.

 

თებერვლის სულიერი მნიშვნელობა

უდავოდ, წელიწადში თუნდაც ერთი თვის მიძღვნა განწმენდისთვის სულაც არ არის ცუდი. ასე რომ, დროა,  ფოკუსი საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე გადაიტანოთ, მოაწესრიგოთ სხეული და გონება. სხვათა შორის, იანვრის დღესასწაულების დროს, ალბათ, ბევრი ადამიანი გაიცანით, რომლებიც დადებით ენერგიას ასხივებენ, მაგრამ , არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ნეგატიური ადამიანებიც იყვნენ. ასე რომ, საკუთარ თავში „რევიზიის“ ჩატარება კარგი იქნება.

 

თებერვალი გარდამავალი თვეა, როდესაც მივისწრაფვით ცვლილებებისკენ, გარემოცვის განწმენდისა და ჩვენი შინაგანი ცხოვრების გაჯანსაღებისკენ... როგორც კი განვიწმინდებით, მაშინვე ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას ვიგრძნობთ, რაც ნიშნავს, რომ სრულფასოვნად შევძლებთ ახალი ენერგიით სიამოვნებას, რომელსაც შემდგომ თვეებში შევხვდებით.

 

თებერვლის სიმბოლური მნიშვნელობა

თებერვლის სიმბოლური მნიშვნელობა ნუმეროლოგიასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ასე რომ, არ უნდა დაგავიწყდეთ ამის შესახებ, როდესაც  საქმეებს გეგმავთ ან გადაწყვეტილებებს იღებთ.

 

ვიბრაციის თვალსაზრისით, თებერვალი  2 რიცხვს შეესაბამება. რას ნიშნავს რიცხვი 2? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ახსნა - ის პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს ქმედებებსა და ქცევასთან.

 

ადამიანები, რომლებიც სხვების დახმარებაში ბევრ დროს ატარებენ, ალბათ ამ რიცხვს რამე ნიშნებში, სიმბოლოებში დაინახავენ. ერთი მხრივ, ეს კარგია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მათი ალტრუიზმი დაფასებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ რიცხვის ზედმეტად ხშირი გამოჩენა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ყველაფერში ზომიერი უნდა იყოთ. ანუ- ზოგჯერ ოდნავ მეტი დრო საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოთ.

 

ეს არ ნიშნავს, რომ სწორედ თებერვალში სხვებს აღარ უნდა დაეხმაროთ. სხვა რამეზეა საუბარი: კარგი იქნებოდა, რომ ცოტა ხნით განმარტოებულიყავით, შეგესვენათ და საკუთარ თავზე გეზრუნათ. ნათელია, რომ რიცხვი 2 ასევე თვითანალიზთან არის დაკავშირებული, რომელიც ზრუნვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. აშკარაა, რომ საკუთარ თავში, სურვილებსა და მოთხოვნებში გარკვევის დრო დადგა. როგორც წესი, ამისთვის იშვიათად გამოვყოფთ დროს.

 

სხვათა შორის, შეიძლება უფრო ხშირადაც შეამჩნიოთ რიცხვი 2, მაშინაც კი, როდესაც გრძნობთ, რომ არ ეხმარებით ადამიანებს იმ დოზით, რომელიც სასიცოცხლო ენერგიის შევსებისთვის არის აუცილებელი. ანგელოზებს შესანიშნავად ესმით, რომ სუფთა, კეთილი და უანგარო ადამიანი ხართ და არ განგსჯიან: უბრალოდ იმათ მიაქციეთ ყურადღება, ვისაც უფრო უჭირს. დაეხმარეთ, რითიც შეგიძლიათ, იმის მიუხედავად, რომ თავადაც გიჭირთ.

 

რიცხვი 2 გახსენებთ, რომ გარკვეულ გზას უნდა მიჰყვეთ. ის ხომ უბრალოდ სიყვარულია: საკუთარი თავის, მეგობრების, ოჯახის და კაცობრიობის მიმართ.

 

თებერვლის ყვავილი: ია

იები ცივ ამინდში, ზამთრის ბოლოს ყვავიან. მათი კაშკაშა, ზეციური სილამაზის მქონე ფოთლების ყურება, როდესაც გარეთ თოვლია- შთაგონების და იმედის სიმბოლოა. ამ ყვავილის სურნელი ტკბილი და დამამშვიდებელია. საუკუნეების განმავლობაში პარფიუმერები იყენებენ მას სუნამოების მთავარი ინგრედიენტის სახით, ის ხომ სიყვარულს და სიხარულს აღვიძებს გულში. გაახარეთ საკუთარი თავი იებით თებერვალში, ეს ყვავილი ხომ ამ თვისაა. იმედისა და სიყვარულის ყვავილი, რომლებიც ამ წელს თან გახლავთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან
10 რამ, რაზეც უარი უნდა თქვათ ბედნიერებისთვის
6 არაჩვეულებრივი, მაგრამ მოქმედი რჩევა ფულის მოზიდვისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი და ნამდვილი სასიყვარულო ქიმია წარმოიშობა
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ
ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით