ბლოგი

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ

ფეისბუქზე გაზიარება

ნამდვილი ალტრუისტები ახლობლების გულისთვის ნებისმიერ რისკზე წასასვლელად მზად არიან.

სამწუხაროდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ ზომა, საკუთარ სიკეთეშიც კი. სხვა შემთხვევაში, ცბიერი ადამიანები ამ სიკეთეს გამოიყენებენ. ასტროლოგებმა გამოჰყვეს ნიშნები, რომელთა უსაზღვრო სიკეთეს ყველაზე ხშირად იყენებენ.

 

თევზები

 

თევზები არიან ლიდერები ზოდიაქალურ ალტრუისტებს შორის. თევზები არიან ემპათები, ამიტომაც თანაგრძნობისა და მეგობრების დახმარებისთვის ნებისმიერ დროს მზად არიან. თევზების ნიშანი მაშინვე დაეხმარება ახლობლებს, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. ჩანს, თითქოს თევზები არიან დაბადებულები იმისთვის, რომ გარშემომყოფებზე იზრუნონ. მაგრამ ამ კარგ თვისებას დიდი მინუსიც აქვს: თევზების სიკეთეს არაკეთილსინდისიერი ნაცნობები იყენებენ. ხშირად, წყლის ნიშანი თავხედებს მაშინვე  ვერ იშორებს თავიდან, რადგანაც ბოლომდე სჯერა ადამიანების და ეშინია, უხეში უარის თქმით არ აწყენინოს მათ.

 

კურო

 

კუროები ბუნებით კეთილი ადამიანები არიან, რომლებიც მეგობრობას და სიყვარულს აფასებენ. ისინი თავშეკავებულები, სახლის მოყვარულები და გონივრულები არიან, ყოველთვის მზად არიან რჩევის მისაცემად და რთულ სიტუაციაში სხვების დასახმარებლად. ამავდროულად, კუროები საკმაოდ გულუბრყვილოები არიან, ამიტომაც ყველაფრის სჯერათ, რასაც უყვებიან ადამიანები, რომლებიც ცუდ სიტუაციაში მოხვდნენ. როდესაც მიწის ნიშანი იგებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მას ატყუებდნენ, მისი მრისხანება საშიშია, მაგრამ ეს ძალიან გვიან ხდება , როდესაც თავხედმა ადამიანმა თავისი უკვე მიიღო.

 

კირჩხიბი

 

კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები ეჭვიანი ადამიანები არიან, რომლებიც პირველივე შემხვედრს არ ენდობიან. მაგრამ ზედმეტი ეჭვები წყლის ნიშანს ყოველთვის ვერ შველის. ცბიერ მანიპულატორებს კეთილი ზრახვების დამალვა, კირჩხიბის ნდობის მოპოვება და მისი სიკეთის გამოყენება შეუძლიათ. კირჩხიბს არაფერი ენანება ახლობლებისთვის: ის მზადაა, საკუთარი თავი საყვარელ ადამიანებს მიუძღვნას და იზრუნოს მათზე. როდესაც კირჩხიბს ესმის, რომ  მას მოატყუეს, კიდევ უფრო ეჭვიანები ხდებიან- ჩაკეტილი წრე გამოდის.

 

ქალწული

 

ქალწული ახლო ადამიანებს ძალიან აფასებს, ამიტომაც მზადაა, დაუღალავად იშრომოს მათი სიკეთისთვის. ნიშნის წარმომადგენლებს ბოროტ და ეგოისტებს ვერ ვუწოდებთ. ჩვეულებრივ, ისინი კეთილი, გამგები ადამიანები, ასევე  კარგი მსმენელები და მრჩეველები არიან. ქალწულს შეუძლია ტყუილის ამოცნობა, ამიტომაც ის ადვილად გაიგებს, თუ ახლო ადამიანი გათავხედდება. მაგრამ მის ქცევებს მოითმენს, თუ ამას გონივრულად მიიჩნევს.  სწორედაც მოთმენით სარგებლობენ ქალწულის გარშემო მყოფი ადამიანები: მომგებიანი ურთიერთობების შენარჩუნების გულისთვის ეს ნიშანი ჩუმად იქნება.

 

მერწყული

 

მერწყულები კეთილი და ღია ადამიანები არიან. ისინი ყოველთვის დაგეხმარებიან, მხარს დაგიჭერენ და დაგამშვიდებენ. მერწყულები იმდენად აფასებენ სხვებზე ზრუნვას, რომ ძალიან არ გაბრაზდებიან, თუ გაიგებენ, რომ მათ თავხედად იყენებენ. ჰაერის ნიშანი იფიქრებს და გადაწყვეტს, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ადამიანი ასე იქცევა, ალბათ იმიტომ, რომ მას მართლაც სჭირდება დახმარება. მერწყული არ იქნებოდა მერწყული, თუ ასეთ სიტუაციაში ახლობელს მიატოვებდა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-სასწორს?
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
ალკოჰოლის ჰოროსკოპი
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
ენერგეტიკული დღეები 2023 წლის აგვისტოში - გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის!
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
რა აბრაზებს ქალწულებს?
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
2025 წელი — გველის წელი: რა გველის და როგორ უნდა შევხვდეთ?
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები