ბლოგი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ

ფეისბუქზე გაზიარება

ვინ არის აქ მთავარი?...

ამ სტატიაში წარმოდგენილი ზოდიაქოს ოთხი ნიშანი ყოველთვის თვლის, რომ მთავარი არიან ყველგან და ყოველთვის. ყოევლთვის, როცა კამპანია იკრიბება, ეს ნიშნები მაშინვე ლიდერის როლის დაკავებას იწყებენ, თან მბრძანებლად საკუთარ თავს თავადვე ნიშნავენ, ყოყმანის გარეშე - გასცემენ მითითებებს, შენიშვნებს აძლევენ ყველას და ერევიან ყველაფერში, ეხება მათ ეს, თუ არა.

ვერძი

თუ ბუნებაში წასვლა გადაწყვიტეთ ვერძთან ერთად, დარწმუნებული იყავით, რომ ბანაკის დირექტორი სწორედ ის იქნება და რაიმე მცდელობას ამ ყველაფრის შეცვლისთვის, უბრალოდ აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა თქვენი აზრის გამოთქმის უფლება გექნებათ, ვერძი მოგისმენთ კიდეც, თუმცა, როგორც კი დაასრულებთ საუბარს, სწრაფად გაგცემთ პასუხს და დაგიმტკიცებთ, რომ მათი იდეა და მიდგომა უფრო მისაღებია, ვიდრე თქვენი. ნურც ეცდებით, რომ ვერძს გადააფიქრებინოთ ის, რისი გაკეთებაც სურს - ეს დროის ფლანგვაა. საქმე იმაშია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები აღიარებენ მხოლოდ ერთ გეგმას - თავისას. ისინი მიყვებიან მას და არ დაგიდევენ არაფერს და არავის. თუმცა, აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერძი ენერგიული ლიდერია, რომელიც მიზანს ყოველთვის აღწევს. რაც არ უნდა მოხდეს - ის არ ჩამოყრის ხელებს და პანიკაში არ ჩავარდება. მაშინაც კი, როცა ყველა დანებებულია, ვერძი განაგრძობს მიზნისკენ სვლას და იმდენს იზავს, რომ ყველა აიყოლიოს. ეს კი, დაგვეთანხმეთ, რომ ძალიან კარგი თვისებაა.

ლომი

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ლომს მოსწონს იყოს მთავარი, მდგომარეობს იმაში, რომ მას ყუარდღება სწყურია. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გარშემო ყველას და ყველაფრის ყურადღება მიმართული იყოს მისკენ. აპლოდისმენტებისა და აღფრთოვანებული მზერის გარეშე მათ უბრალოდ არ შეუძლიათ. ლომებს მოსწონთ, როცა მათ რჩევებისთვის ან რაიმეს ახსნა-განმარტებისთვის მიმართავენ. ასეთ დროს, ისინი თვლიან, რომ ნამდვილად საჭირო ადამიანები არიან. მსგავს მდგომარეობაში ლომებს ემატება სურვილი გახდნენ უფრო საჭირო და დაიხვეწონ. ყველაფერთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ლომებს ბუნებრივად ახასიათებთ ლიდერული თვისებები, შორსმჭვრეტელნი და დაკვირვებული არიან. შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება და წარმატების მიღწევა მაშინ, როცა სხვები ხშირად ყოყმანობენ და არ იციან რა ქნან.

თხის რქა

თხის რქებს არ უჭირთ პასუხისმგებლობის აღება, რადგან მათ ყოველთვის სხვებზე მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ ხოლმე. როგორც წესი, ისინი ყველაზე კარგად აფასებენ სიტუაციას და იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც უშვებენ შეცდომებს, როგორც სხვები, თუმცა ეს იშვიათად ხდება. შესაბამისად, ვერძის მხრიდან თხის რქას თანდასწრებით საკუთარი თავის ლიდერად წარმოჩენა ცოტა მაღალფარდოვანი იქნება. ყველაზე ხშირად, ზეეფექტური თხის რქები, როგორც წესი, ინიციატივას საკუთარ ხელში იღებენ და საქმის კეთებას მანამდე იწყებენ, სანამ სხვები გაიაზრებენ რეალობას და გაერკვევიან იმაში, თუ რა უნდა გააკეთონ.

კურო

კუროებმა იციან ის, რაც იციან და მათი იძულება, რომ აზრი შეიცვალონ, პრაქტიკულად შეუძლებელია. სამაგიეროდ, ისინი უყვებიან სხვა ადამიანებს რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რა არის სწორი და რა არასწორი. ამასთან, კურო - ეს არის ენერგიის წყარო. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან პრაქტიკული ხალხია, არასოდეს ნებდებიან და იქცევიან ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. მათთვის არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელია“ და სწორედ ამაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა.
 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
20 ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იშვიათად არის მზად ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რატომ?
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!