ბლოგი

ღვთაებრივი ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის

ღვთაებრივი ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

ბერძენი ქალღმერთები განაგებდნენ მათთვის გამოყოფილი სამყაროს ნაწილს. თითეულ მათგანს თავისი სახება, ატრიბუტიკა, სამოსი და ხასიათი აქვს. მათი ხასიათის შტრიხები საკმაოდ მძაფრად აისახება ზოდიაქოს ნიშნებზე. გაეცანით ქვემოთ წარმოდგენილ ჩამონათვალს და გაიგეთ, რომელი შეგესაბამებათ თქვენ.

 

1. თხის რქა — ჰესთია

 

ჰესთია — ოჯახური კერის მფარველი. ქალი, რომელმაც ქალწულობის შენარჩუნება არჩია, რის გამოც უარი უთხრა თვით აპოლონს! სიყვარული - კარგი რამ არის, მაგრამ ყოფით საკითხებზეც უნდა იფიქროს ვინმემ, და ეს სწორედ თხის რქა იქნება. ჰესთიას მსგავსად, რომელმაც ცეცხლი გადასცა პრომეთეს დედამიწაზე ადამიანებისთვის ჩასატანად, თხის რქები ჯერ ახლობლებზე, ხოლო შემდეგ საკუთარ თავზე ზრუნავენ. თუმცა, მათ გარშემო ყველაფერი კარგად არის, მათ ეს შეუმჩნევლად გამოსდით.
ჰესთიას რომაული სახელია - ვესტა. მის სეფე-ქალებს ევალებოდათ ქალწულობა შეენარჩუნებინათ მსახურების ბოლომდე, რომლის ვადის გასვლის შემდეგ მიიღებდნენ ჯილდოს და გათავისფულდებოდნენ მამის დიქტატურისგან, უფლებამოსილება ექნებოდათ საკუთარი ქონების განკარგვაზე და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღებაზე. ნებისმიერი თხის რქა ხელაწეული დათანხმდებოდა ამ პირობებს! 

 

2. მერწყული — ნიკე

 

ნიკე — გამარჯვების ქალღმერთი და წარმატების სიმბოლოა. გამოსახულებების უმეტესობაში, ის წარმოდგენილი იყო ფრთებით და ჰაერში ნახტომით. მის მსგავსად, არც მერწყულებს შესწევთ ერთ ადგილას მშვიდად ჯდომის უნარი. ენერგია და ოპტიმიზმი მათი ცხოვრების შადრევანიდან პირდაპირ ჩქეფს და ზუსტად ისე, როგორც ნიკე, მერწყული ყოველთვის იმარჯვებს. თუ ცხოვრებაში გამარჯვებისთვის იბრძვით, ხშირად მიმართეთ ნიკეს! უფრო სწორად, ემეგობრეთ მერწყულს. 

 

3. თევზები — აფროდიტა

 

აფროდიტა ნამდვილად თევზების ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული, რადგან პირველ რიგში ის სიყვარულის, სილამაზისა და თანაგრძნობის ქალღმერთია. აფროდიტა შეყვარებული იყო მშვენიერ ადონისზე, რომელიც ნადირობისას დაიღუპა. ქალღმერთმა ამ მწუხარებას ვერ გაუძლო და კლდიდან გადაეშვა ზღვაში. თევზებიც გადახტებოდნენ, რომ შეეძლოთ, მაგრამ მათ ისედაც იმდენად ძლიერი დარდი შეუძლიათ, რომ გარშემომყოფები ცრემლებამდე და ინფარქტამდეც კი მიჰყავთ. ყველა თანაზიარი ხდება მათი მწუახრებისა და განცდის დიდი უნარის გამო. მოკლედ, თევზების ანკესზე წამოგება ძალიან მარტივია, რაც აფროდიტას, კეთილი ქალღმერთის დამსახურებაა! 

 

4. ვერძი — ათინა

 

ათინა ერთ-ერთ ყველაზე უძლიერეს ქალღმერთად ითვლება. ის სიბრძნის გამომხატველი, მეცნიერების, ხელოვნების, ცოდნისა და გამომგონებლობის მფარველია. თუმცა, მისი მთავარი სფერო არის ომი. ათინა - ერთადერთი ქალღმერთია, რომელიც გამოსახულია მამაკაცის ატრიბუტებით. ბერძნებს ჰყავდათ მამაკაცი ომის ღმერთი - არესი, თუმცა მას ომი მხოლოდ ომისთვის სურდა. ათინა აწარმოებდა მხოლოდ ისეთ ომებს, რომლებშიც ჩართვაც იძულებით უწევდა და სწორედ აქ არის ის ვერძის სახება. ქალი-ვერძი სიამოვნებით გაიყვანს სახრჩობელაზე დამნაშავეებს და უსამართლო ადამიანებს. მხოლოდ დამნაშავეებს და მხოლოდ რეალური დანაშაულისთვის და არა იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. 

 

5. კურო — დემეტრა

 

დემეტრა — ნაყოფიერების ქალღმერთი და მიწათმოქმედების მფარველია. ოფლისმღვრელი შრომა, რომელიც მიწის დამუშავებას უკავშირდება პირდაპირ კავშირშია კუროს ნიშანთან, მისი დევიზი დაახლოებით ასე ჟღერს: ეხლა ყველა ერთად და მეგობრულად ვშრომობთ, ხოლო ბოლოს გემრიელად მივირთმევთ არამარტო პურს, არამედ ღვინოსაც! სწორედ კუროს შეუძლია მცირედი ცხოვრებისეული სიამოვნება, როგორიცაა კეთილსინდისიერი შრომა და შემდეგ მოლხენა, ასეთ მაღალ დონეზე შეაფასოს. 

თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ დემეტრა მხოლოდ შრომაზე ფიქრობს და უსიტყვოდ მშვიდია. ერთხელ, აიდმა მოიტაცა დემეტრას ქალიშვილი - პერსეთონა, რის გამოც დემეტრა მას ფიზიკურად გაუსწორდა და სიძეს დაუწესა, რომ ქალიშვილი დედისეულ სახლში წელიწადში ერთხელ სტუმრად მივიდოდა, ხოლო აიდი მას თვალით არ დაენახვებოდა აღარასოდეს. სწორედ ასეთი რეაქცია ექნებათ კურებსაც მაშინ, თუკი ვინმე შეეხება მათთვის საყვარელ და ძვირფას არსებებს. ეს განურჩევლად ყველას ეხება! 

 

6. ტყუპები — ირიდა

 

ირიდა — ჰერას და ზევსის მოსამსახურე, ცისარტყელას ქალღმერთია. მისი მოვალეობაა ღვთიური ბრძანებების გავრცელება ყველგან. ამ საკითხში კი ტყუპებს ბადალი ნამდვილად არ ჰყავთ და შესაბამისად ირიდასთან მჭიდრო კავშირში არიან. ამ ქალღმერთმა უპრობლემოდ შეაღწია ზევსის საძინებელში და ტყუპებიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებენ გაიცნონ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი, თუკი ეს სურთ. სიმსუბუქე და მომხიბვლელობა - ყველა კარის გასაღებია მათ ხელში. 

 

7. კირჩხიბი — ჰეა

 

ჰეა — მიწის ქალღმერთია, ყველას და ყველაფრის დედა. ეს კი ზედგამოჭრილი კირჩხიბია. მისთვის უფრომ მნიშვნელოვანია შვილის გაჩენა, გაზრდა და ზრუნვა, ვიდრე საკვების მიღება. საზრუნავი ობიექტის ქონა-ყოლა და აღმზრდელობითი საქმიანობა, კიბოსთვის უმთავრესი მოწოდებაა ცხოვრებაში. დანარჩენს მოსაწყენად და სისულელედ თვლის. 

ზოგჯერ ჰეას ქტონიადაც მოიხსენიებდნენ. ის მიწის ბუნებრივი ძალისა და მიწისქვეშა სამეფოს სიმბოლოს წარმოადგენდა. ყველაფერი ეს კი პირდაპირ შეიძლება დავუკავშიროთ კიბოს ნიშანს. ეს ქალები არიან დედების ეტალონი, რომლებიც მზად არიან მიწის ყველაზე ღრმა შრეებში ჩამარხონ ისინი, ვინც მათ შვილებს ან მათი მეურვეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს ოდნავ მაინც შეეხებიან. სავალდებულო არ არის ეს ბავშვი იყოს, ვინც კიბოს უყვარს, ყველაზე ზრუნავს და მფარველობს. ეს არის მისი ბუნება. 

 

8. ლომი — ჰერა

 

ყველამ იცის, რომ ჰერა ზევსის ცოლი და ოლიმპის პირველი ლედია. თუმცა, ცოტას თუ ახსოვს, რომ ის ასევე ქორწინების და მშობიარე ქალების მფარველია. სინამდვილეში, ჰერა ზევსის მესამე ცოლია, თუმცა წინა ორის სახელიც კი არავინ იცის, რადგან ჰერა არავითარ კონკურენციას ან კონკურენტს არ ეგუებოდა, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში. ის ერთადერთი და შეუცვლელი უნდა იყოს, თუ არადა სხვა ოლიმპს მოძებნის თავისთვის. როგორ ჰგავს ეს ყველაფერი ლომის ხასიათს არა? პირველობისთვის და საკუთარი ადგილის დაკავებისთვის მებრძოლ ლომთან წინააღმდეგობაში მოსვლას ყველა ერიდება. თუკი ვინმემ ეს სცადა, ძალიან ცუდად დაამთავრა... 

 

9. ქალწული — თემიდა

 

ეს ქალღმერთი ზევსის ცოლთაგან ერთ-ერთია, რომლის შესახებ არავის ახსოვს, თუმცა ის, რომ თემიდა სამართლიანობის ქალღმერთია - ყველამ კარგად იცის. ის აჟღერებდა ზევსის ნებას, რათა უმაღლესი ღმერთის ძლიერი ხმის გამო არ დაყრუებულიყვნენ. ხვდებით საით მივყავართ ამ ყველაფერს? თუ ქალწული რამეს ამბობს, ეს სრული ჭეშმარიტებაა და თუ ის თქვენთვის მიუღებელია, მაინც მოგიწევთ მოსმენა, რადგან ქალწული არ ცდება იმიტომ, რომ ის მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა. 

 

10. სასწორი — პერსეთონა

 

ოლიმპის ყველაზე სასურველი საქმროები - არესი და აპოლონი ცდილობდნენ პერსეთონას გულის დაპრყობას, მაგრამ ქალღმერთმა არცერთი მათგანი არ აირჩია, რადგან სავარაუდოდ სასწორის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. არჩევანს აკეთებდა მანამ, სანამ ქვესკნელის ღმერთმა - აიდმა არ მოიტაცა. ასე მოეწყო მისი ცხოვრება, თუმცა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეს. მართალია საქმეში მისი დედა, დემეტრა ჩაერია თავისი პირობებით, რის საფუძველზეც ქალიშვილს წელიწადის ორი მესამედი ქმრის გარეშე, დედასთან ერთად, ოლიმპზე უნდა გაეტარებინა, ხოლო დარჩენილი ერთი მესამედი ქმართან ერთად ქვესკნელში. 

სწორედ ასეთები არიან სასწორები - მთავარია ვინმემ აიღოს ინიციატივა მათ ნაცვლად. არჩევანის წინაშე მათი დადგომა კატასტროფაა, ხოლო ორივე კარგი ვარიანტის ქონა საუკეთესო მოცემულობა და მისი ბუნების ორივე პინა მშვენივრად გრძნობს თავს, რადგან გადაწონვა საჭირო არ არის. 

 

11. მორიელი — ჰეკატა

 

ჰეკატა სახალხო შეკრებებს ავსებს სიბრძნით, ამყარებს მშვიდობას ომის დროს და იძლევა კარგ ნადავლს ნადირობის დროს. თუმცა ეს ჰობი არ არის, ეს ქალღმერთის მოვალეობაა, მისი თანამდებობის შემადგენელია. ჰეკატა მომაკვდავებს ჯადოქრობას ასწავლის, გავლენა აქვს კუდიანებზე და შხამიან მცენარეებზე, ეკონტაქტება მკვდარ სულებს. ერთი სიტყვით, ჰეკატას შიში აქვთ მათაც კი, ვისაც აიდასი არ ეშინია.

სწორედ ამიტომ, ეს ქალღმერთი ძალიან ჰგავს მორიელს. უფრო ზუსტად ქალ-მორიელს. ეს ლამაზმანი პირველივე ნახვით უყვარდებათ. რაღაც მეექვსე გრძნობა ეუბნება მსხვერპლს, რომ თაფლის ამ კასრში მომწამვლელი ნივთიერებაცაა, მაგრამ მისთვის თავის დანებება ყველას უჭირს. საინტერესო ფაქტია ის, რომ ცნობილი თავისუფლების ქანდაკება სწორედ ჰეკატაა და ცეცხლიც მას სწორედ იმ ბნელეთის გასანათებლად სჭირდება, სადაც ის დედოფალია. 

 

12. მშვილდოსანი — არტემიდა


არტემიდა — ნადირობის ქალღმერთი და ყოველგვარი ცოცხალი არსების მფარველი. ქალური სიბრძნის მიმნიჭებელი და მშობიარეთა მფარველია. რა თქმა უნდა მისი ინტერესის სფეროები განსხვავებულია და სწორედ აქ გვაგონებს ის მშვილდოსანს, რომელსაც შეუძლია გაიგოს და მიიღოს ნებისმიერი იდეა, რწმენა და აზრი. ზოდიაქოს ეს ნიშანი თვლის, რომ არაფერი ყურადღბის იქეთ არ უნდა დატოვო, რადგან მთელ რიგ საკითხებში გარკვევა მიმდინარე პროცესშიც შეიძლება და ამას ახერხებს კიდეც. ყველაზე საინტერესო და სასაცილო ისაა, რომ კონფლიქტის დროს ორივე მხარე თვლის, რომ მშვილდოსანი მის მხარეს არის, რაც შერიგების პროცესს საფუძველს უყრის კიდეც. მშვილდოსანი კი ახალი შესარიგებელი მხარეების საძებნად მიდის.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
ისინი არ აღიარებენ შემოვლით გზებს - ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება
ზოდიაქოს 4 ქალი-ნიშანი, რომლებიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავენ
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
2023 წლის პირველი ნახევარი უხვად დაასაჩუქრებს ზოდიაქოს მხოლოდ სამ ნიშანს!
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
ყველაზე შარიანი ნიშნები.
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ