ბლოგი

10 წესი იმისათვის, რომ იყოთ უბედური

10 წესი იმისათვის, რომ იყოთ უბედური

ფეისბუქზე გაზიარება

ალბათ სათაური გეუცნაურათ არა? მასში შეცდომა დაშვებული ნამდვილად არ არის, თუმცა არც პირდაპირი მნიშვნელობა აქვს და ამ სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციები სინამდვილეში განკუთვნილია არა მათთვის, ვისაც უნდა რომ უბედური იყოს, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს და დაინახოს ის ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომელშიც ადამიანი თავად ამწვყდევს საკუთარ თავს და ხდება „უბედური“

ყველას უნდა ბედნიერი და წარმატებული რომ იყოს, მაგრამ რაში სჭირდება ადამიანს იყოს უბედური? - ბუნებრივია ეს კითხვა გაუჩნდება თითოეულ თქვენგანს, მაგრამ მთლად ასეც არ არის, სამწუხაროდ. ადამიანი - ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც უფლება აქვს უბედურება აირჩიოს როგორც ცხოვრების კრედო და მუდმივად თანმდევი მდგომარეობა. ამ სიტუაციაში ცხოვრება ერთგვარ კომფორტსაც კი უქმნის ზოგიერთს, მაგალითად უბედურ ადამიანს უფლება აქვს იტიროს, იწუწუნოს, პრეტენზიები გამოთქვას სამყაროს უსამართლობაზე - რითაც მისდამი ყურადღების მიქცევას და ზრუნვის გამოჩენას აიძულებს გარშემომყოფებს. ადამიანს რამდენადაც წინსვლა და წარმატების მიღწევა შეუძლია, იმდენად მზადაა მთელი ძალები მიმართოს იქეთ, რომ გახდეს უბედური დიდი ხნით, თან ამავდროულად მატერიალურად შესაძლოა სრულიად უზრუნველყოფილი იყოს, ჰყავდეს გვერდით საყვარელი ადამიანი, ჰქონდეს კარგი სამსახური და ა.შ. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, უბედური ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა, სწორედ უზრუნველყოფილი კატეგორიაა, რადგან მათ «უბედურის სინდრომი» აწუხებთ და მუდმივად რაღაც არ აკმაყოფილებთ. 

იმისათვის, რომ იყვნენ უბედური, ისინი სწორედ იმ ათ წესს იყენებენ, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. 

მაშ ასე, როგორ უნდა გახდეთ უბედური?

1. იცხოვრეთ წარსულით
მუდმივად გაიხსენეთ ის რაც იყო, როგორ კარგად იყავით ადრე, რომ მაშინ ადამიანები უფრო კეთილები, ხოლო ბალახი უფრო მწვანე იყო - მოკლედ, ნებისმიერი მიზეზით შეგიძლიათ იჯდეთ და მისტიროდეთ წარსულს. მუდმივად გააკრიტიკეთ საკუთარი თავი წარსულის შეცდომების გამო და ხშირად გამოიყენეთ შემდეგი სახის ფორმულირება: «რატომ ჩავიდინე ეს? დამნაშავე ვარ…».
გახსოვდეთ — თქვენი ბედნიერება მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობის უკუპროპორციულია. ამიტომ, დაადანაშაულეთ საკუთარი თავი ყველაფერში, რაც კი წარსულში ცუდი მოხდა (შეგიძლიათ იმაშიც დასდოთ ბრალი საკუთარ თავს, რაშიც დამნაშავე არ ხართ...). 

2. რაც შეიძლება ხშირად გაიხსენეთ ადამიანი, რომელიც გიყვარდათ
მთავარია გაიხსენოთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენს შორის იყო, ცუდი დაივიწყეთ და არც კი მოიგონოთ როგორ დაუმცირებიხართ უხეშობით და შესაძლოა ღალატითაც კი. პროცესის «გასამარტივებლად» მოკრიბეთ რაც შეიძლება მეტი ნივთი, რომელიც მას მოგაგონებთ, თვალსაწიერზე დაალაგეთ და ხშირად უყურეთ. უსმინეთ «თქვენს» სიმღერას და პარალელურად დაათვალიერეთ თქვენი ერთობლივი ფოტოები. 
თავში მუდმივად იქონიეთ აზრი, რომ მასზე ფიქრის გამო ერთ დღესაც აუცილებლად დაგირეკავთ და ტელეფონს ხშირად დახედეთ ჯადოსნური ზარის მოლოდინში. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდხანს და ხშირად იფიქრებთ ყოფილ ადამიანზე, მით უფრო მეტად უბედური იქნებით. 

3. რაც შეიძლება ხშირად იავადმყოფეთ
მნიშვნელობა არ აქვს ავადმყოფობა ადვილად გადაგაქვთ თუ რთულად - მას ნებისმიერი ადამიანი შეუძლია გახადოს უბედური. ამისათვის საჭირო არ არის დასნეულებულთან კავშირი, საკმარისია ყოველ დღე სარკეში ჩაიხედოთ და საკუთარ თავს უთხრათ, რომ ავად ხართ, ცუდად ხართ, თავი გტკივათ და ა.შ. გარშემო ყველას მოუყევით როგორც გაწუხებთ ყველაფერი, მათაც კი, ვინც არ გისმენთ (სხვათა შორის, ამის გამო შეგიძლიათ უსაყვედუროთ კიდეც).

4. მუდმივად დაეჭვდით
ეჭვი შეიტანეთ ყველა ადამიანში, ვინც თქვენს გარშემოა. ყოველთვის იეჭვიანეთ, რომ თქვენს ზურგსუკან გჭორავენ, რომ ყველას ცუდი უნდა თქვენთვის. ეჭვი შეიტანეთ ექიმის დასკვნაში თქვენი ჯანმრთლობის შესახებ. იეჭვიანეთ საყვარელ ადამიანზე. თუ ეს ეფექტური არ იქნება, შემდეგ შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად სასურველი შვილი იყავით საკუთარი მშობლებისთვის ან ნაშვილები ხომ არ ხართ? და ასე დაუსრულებლად შეგიძლიათ მოიწამლოთ გონება-განწყობა გამუდმებული ეჭვებით.

5. ყველაფერი მიიღეთ საკუთარ თავზე
რაზეც არ უნდა ისაუბროს თქვენმა გარემოცვამ, მიიღეთ ყველა ნეგატიური და ცუდი საკითხი საკუთარ თავზე. ზოგადად ეცადეთ სხვა ადამიანის ნათქვამში ცუდი იპოვოთ. ნებისმიერი სიტყვა შეგიძლიათ თქვენს საწინააღმდეგოდ მიმართულ განზრახ ქმედებად შერაცხოთ და ამის გამო იკამათოთ ადამიანთან, და იჩხუბოთ კიდეც. შეეცადეთ ყველაფერზე გაღიზიანდეთ და თავადაც მაქსიმალურად გამაღიზიანებელი იყოთ. 

6. გამოიყენეთ გამოთქმა - «ეს ყოველთვის მე მემართება»
რაც არ უნდა მოხდეს — თუნდაც ის, რომ ფეხი დაგიცდათ, ბანქოს თამაშისასა წააგეთ, ან ისეთ ვითარებაში, როცა თქვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული სიტუაცია, უთხარით საკუთარ თავს: «აი, როგორც ყოველთვის, ახლაც არ მიმართლებს». დაუკავშირეთ უბედური შემთხვევა წყევლას, უთხარით საკუთარ თავს, რომ ღმერთს არ უყვარხართ და ა.შ. თუ მატერიალისტი ხართ, ხშირად გააკრიტიკეთ საკუთარი თავი ხელმრუდობისთვის. 

7. დაგეგმეთ ყველაფერი, მაგრამ არასოდეს მოახდინოთ მათი რეალიზება
როგორ ფიქრობთ, ტყუილად გვირჩევენ წიგნები თვითგანივთარებასა და წარმატებაზე, რომ საჭიროა ყველაფერი დავგეგმოთ? დაუთმეთ დრო საკუთარ გეგმებს და ოცნებებს - დაგეგმეთ, მაგრამ არასოდეს შეასრულოთ! 
თუ ვინმე გკითხავთ რატომ არ გადადგით პირველი ნაბიჯი, მრავალმნიშვნელოვნად უპასუხეთ, რომ ჯერ არ დამდგარა დრო, თუმცა ის მალე დადგება (მაგალითად როცა მთავრობა შეიცვლება...).

8. ყველაფერი გააკეთეთ «ხვალ»
წესად გაიხადეთ, რომ ყველაფერი მალე გააკეთოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში «დღეს». რაც უფრო მეტ გავლენას მოახდენს რომელიმე მოვლენა თქვენს ცხოვრებაზე, მით უფრო დიდხანს უნდა გაგრძლედეს მისი «ხვალ» შესრულება. მაგალითად, სპორტ-დარბაზში სიარულის დაწყება შესაძლებელია ძალიან, ძალიან «ხვალ», მოწევისთვის თავის დანებება კი — «მალე».

9. საქმე მიატოვეთ შუა გზაზე
თუ რამე არ გამოგივათ, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, რომ გააგრძელოთ მისი კეთბა. მიატოვეთ წიგნის წერა, ვარჯიში, წიგნების კითხვა, შეწყვიტეთ დაწყებული საქმე შუა გზაზე თუკი რამე დაბრკოლებას წააწყდით. მოუძებნეთ მიზეზი თქვენს უმოქმედობას და იწუწუნეთ - ეს არ გაგიჭირდებათ. 

10. იყავით ყველაზე უბედური
ადამიანებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან, უბრალოდ უფლება არ აქვთ თქვენზე მეტად უბედურები ყვნენ! მინიმუმ მანამ, სანამ თქვენზე მეტ და ღრმა მიზეზებს არ მოძებნიან ამისთვის.
თუ ვინმე არაობიექტურობაში დაგადანაშაულებთ ამის გამო, უბრალოდ მოუყევით როგორი გულნატკენი ხართ და როგორ სულიერ სიმძიმეს და გულისტკივილს გრძნობთ. არ დაიზაროთ წუწუნი თქვენი უბედურების შესახებ.

მოუყევით როგორ გაწუხებთ ჯანმრთელობა. როგორ არ გიმართლებთ. როგორ გრცხვენიათ წარსულის შეცდომების და მთლიანობაში, როგორი უბედური ადამიანი ხართ.

ამ მარტივი წესების გამოყენება დაგეხმარებათ გახდეთ ყველაზე უბედური ადამიანი. «წარმატებები»! 
 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?
5 ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
თხის რქის ქვები
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მშვილდოსანი
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე