ბლოგი

საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ქალი კუროები, ქალწულები, სასწორები და თხის რქები - მოწოდებით ძიძა, აღმზრდელი ნატურაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ წესების სრული დაცვით და არათუ ბავშვებთ, თქვენც კი აღგზრდიან.

 

ძიძა - კურო

 

უკვე შეარჩიეთ ვის აიყვანთ ძიძად? თუ ეს ზოდიაქოს ნიშნით კურო არ არის, მასინ სასწრაფოდ შეცვალეთ არჩევანი და მოძებნეთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. მის ხელში თქვენი შვილი ყოველთვის მოვლილი, დაბანილი, მოწესრიგებული, დაპურებული და ნამეცადინები იქნება - კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ძიძას უკვე ათასობით მეთოდი აქვს გავლილი და გამოცდილი, რომელთაგან საუკეთესოები შეარჩია და მათი გამოყენებით ხელმძღვანელობს.



ძიძა - ქალწული

 

თქვენი შვილი, მას შემდეგ, რაც ქალწულის ნიშნით დაბადებულ ძიძასთან დარჩება, ჯერ იკითხავს თუ შეძილება და შემდეგ დასვამს შეკითხვას. ისწავლის მოსმენას, არ დაიწყებს სიბინძურეში ქექვას, მიეჩვევა წესრიგს და დაჯერბას. ძიძა-ქალწულმა ნამდვილად იცის როგორ გაუმკლავდეს საკუთარ მოვალეობებს. მართალია, მას ბევრი წესები აქვს, სამაგიეროდ თქვენ მშვიდად მუშაობთ და არ ფიქრობთ ბავშვი როგორ სიტუაციაშია. დაიმახსოვრეთ - არ დაიწყოთ ძილის საათებში რეკვა სიტუაციის გადასამოწმებლად, ძიძა-ქალწული ამას არ გაპატიებთ!

 

ძიძა - სასწორი

 

სათამაშოები ყოველთვის დალაგებულია, სარეცხი გაფენილია, ფეხსაცმელები სუფთაა - მოკლედ, თქვენი შვილი იდეალური გახდება მის ხელში. შეიძლება ცოტა რობოტსაც კი დაემსგავსოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ აღარ იწუწუნებს, კაპრიზებს ვეღარ მოისმენთ მისგან, არ იცელქებს, არ დაისვრება თამაშისას, თუმცა, ეს ყველაფერი ნამდვილად წაადგება მასაც და თქვენც. ამ ნიშნით დაბადებული ძიძის ყოლის პირობებში, შეგიძლიათ თავისუფლად გაემგზავროთ მივლინებაში და მშვიდად დაუტოვოთ ბავშვი - ყველაფერი სრულ წესრიგში, და უკეთესად დაგხვდებათ. ძიძა-სასწორს შეუძლია იპოვოს იდეალური ბალანსი სიმკაცრესა და ხუმრობას შორის.



ძიძა - თხის რქა

 

„იქ არ წახვიდე, ავი ძაღლია. ტელევიზორის დიდხანს ყურება მავნებელია.“ - და კიდევ უამრავი ნეგატიური ფრაზები აქვს მარაგში ძიძა-თხის რქას. სამაგიეროდ, თქვენი შვილი ისწავლის როგორ აარიდოს თავი უსიამოვნო სიტუაციებს. ამ ნიშნით დაბადებული ძიძები ფაქტიურად მერი პოპინსები არიან კვადრატში. კამერები შეგიძლიათ არც დაამონტაჟოთ სიტუაციის გასაკონტროლებლად, ის ნამდვილად სანდოა და სიტუაციის სამართავად, ყველა მომენტს თავად აკონტროლებს, პირველ რიგში საკუთარი თავის გადასამოწმებლად და შესაფასებლად.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც თებერვალში სასიამოვნო მოვლენები ელით
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის იღებენ სასურველს
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?
ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს
მარსი ჰოროსკოპში