კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

10 უცნაური ფაქტი კუროების შესახებ

10 უცნაური ფაქტი კუროების შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

მოემზადეთ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებზე იმის გასაგებად, რაც აქამდე ნამდვილად არ იცოდით!

 

ზოდიაქოს ყველა ნიშანს გააჩნია თავისებური იდუმალი და განსაკუთრებული ნიშან-თვისება. თორმეტივე თანავარსკვლავედს აქვს თავისი ენერგეტიკა და ხასიათი, რაც შესაბამისი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ქცევაში აისახება. არც კუროა გამონაკლისი. 

 

კუროების ხასიათი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ნათელი გონების მქონე და კეთილი ადამიანები არიან. ისინი ყოველთვის ეხმარებიან მეგობრებს დაუზარელად. ყოველთვის გამონახავენ დროს თქვენთვის, მაგრამ ეს მანამ, სანამ მეორე ნახევარს იპოვნიან, რადგან ამ მომენტიდან მეგობრები და ყველაფერი დანარჩენი გადადის მეორე ადგილზე და კუროების პრიორიტეტები იცვლება. მოემზადეთ ამისთვის. 

ამ ადამიანებს უყვართ ყველაფერი ლამაზი. ისინი ჭეშმარიტი ესთეტები არიან. მათ იზიდავთ პრაქტიკული სილამაზე - სახლში, მანქანაში, სამოსში. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძირითადად მოდის სამყაროში იყრიან თავს.
დედამიწა დიდ ზეგავლენას ახდენს ამ ადამიანებზე, ამიტომ, ისინი ეკონომიურები არიან და არასოდეს ფლანგავენ ფინანსებს, თუმცა ლამაზ ნივთებში არ ენანებათ.

 

ახლა კი ვისაუბროთ იმ უცნაურ ფაქტებზე, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ, და რაც სავარუდოდ თქვენთვის ნაკლებად ცნობილია. 

 

  • ფაქტი 1: კუროები უბრალოდ ვერ იტანენ დროებითობას. თუ მეგობარს ეძებენ, ეს სამუდამოდ უნდა იყოს. იგივე ეხება საყვარელ ადამიანსაც. უძრავ-მოძრავ ქონებასაც ისე ყიდულობენ, რომ კარგა ხანს არ შეცვალონ. დროებითი ურთიერთბა კუროსთვის მისაღები შეიძლება იყოს მაშინ, თუ მას უკვე ჰყავს საყვარელი ადამიანი. კუროები ღალატობენ, მაგრამ ამას პარტნიორი ვერასოდეს გაიგებს.

 

  • ფაქტი 2: ამ ადამიანების ფილოსოფია ჰგავს თავში მძიმე საგნის ჩარტყმას. უმთავრესი ეს არის - სახლი. კუროები ჭკუას კარგავენ ოჯახურ კერაზე, თუმცა იქ შეიძლება ძალიან მცირე დროის გატარება უწევდეთ, რადგან სულ შრომობენ. სახლში მოსულ კუროს სჭირდება კომფორტი. მას არ ადარდებს როგორი ხედია ფანჯრიდან - უმჯობესია აბაზანა იყოს დიდი და მოხერხებული. მათი ცდუნება მარტივია კომფორტის შექმნით და მაღალტექნოლოგიური ნივთებით.
     
  • ფაქტი 3: კურო ერთი შეხედვით ჯმუხი და მძიმე ხასიათის ჩანს, თუმცა ბევრმა მათგანმა თავადაც არ იცის, რა საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, რამდენად არტისტული და მომხიბვლელები არიან. უბრალოდ დააკვირდით მათ სახეს, როცა რაიმე ამბავს ყვებიან. კუროებს შეუძლიათ ხასიათზე მოიყვანონ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას.
     
  • ფაქტი 4: მოთმინება — კუროების დამახასიათებელი უძლიერესი ნიშანია. მათ უსასრულობამდე ლოდინი შეუძლიათ, სანამ არ დადგება მოხერხებული და შესაფერისი დრო. სწორედ ამიტომ, კუროს ნიშანი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულია აზარტულ თამაშებში, ისინი წარმატებული არიან სასიყვარულო ურთიერთობებში და ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ. ამ ნიშნის ადამიანებიდან, მხოლოდ ყველაზე ზარმაცებს შეუძლიათ უფლება მისცენ საკუთარ თავს არაფერი აკეთონ, თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ ბევრი მათგანი სიზარმაცის უკან მალავს ლოდინის უნარს.
     
  • ფაქტი 5: კუროები იმსახურებენ ნდობას. ისინი არასოდეს გაგიცრუებენ იმედს და უმიზეზოდ არ დააიგნორებენ იმას, რასაც დაგპირდნენ - მათ ეს უბრალოდ არ სჭირდებათ. ისინი შემოქმედი ადამიანები არიან, შესაბამისად, არ ანგრევენ მათ გარშემო არაფერს, პირიქით - ქმნიან. კუროს ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ. მათ არ უყვართ ტყუილების თქმა, თუმცა შეუძლიათ.
     
  • ფაქტი 6: კუროები ძალიან ეჭვიანები არიან, გამონაკლისი მხოლოდ ფულია. მათ სიძუნწე შეუძლიათ ძალიან რთულ ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, აი საყვარელ ადამიანებზე ნივთების მიმართაც კი  ეჭვიანობენ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კუროებს სურთ საყვარელი ადამიანის ფიქრებიც კი იცოდნენ, რათა სრულად აკონტროლონ ის. კუროებს უყვართ როცა ემორჩილებიან, მაგრამ მბრძანებლის კომპლექსი არ აქვთ, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მათი რჩევების და სწავლების მოსმენისა და გათვალისწინების.
     
  • ფაქტი 7: კუროები, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერის და უშიშარის შთაბეჭდილებას ახდენენ, საკმაოდ მშიშრები არიან, თუმცა, მათ შესწევთ უნარი არამარტო აკონტროლონ თავისი შიში, არამედ კარგად შენიღბონ კიდეც და წარმოაჩინონ როგორც გამბედაობა. როგორ ახერხებენ ამას, ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი.
     
  • ფაქტი 8: თუ თქვენ კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს რამე კარგი გაუკეთეთ, ის არასოდეს დაივიწყებთ ამას. ამიტომ, კუროსთან კარგი დამოკიდებულება უკან ორმაგად და სამმაგად კარგად დაგიბრუნდებათ.
     
  • ფაქტი 9: ზემოთ ჩამოთვლილ დადებით თვისებებთან ერთად, კუროს ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს. არასოდეს ააფრიალოთ წითელი ნაჭერი მის ცხვირწინ და არ მიიყვანოთ ნერვულ აფეთქებამდე, თორემ ნამდვილი აპოკალიფსის წინაშე აღმოჩნდებით. თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსება, თუ კუროს რაიმე ცუდს გაუკეთებთ. ავი მეხსიერების მქონე კუროები აუცილებლად გადაგიხდიან სამაგიეროს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ. ლოდინი კი მათ უსასრულოდ შეუძლიათ - ამაზე უკვე ვისაუბრეთ...

 

  • ფაქტი 10: კუროს თვისებებიდან, ნეგატიურიდან კიდევ ერთი რამ შეიძლება შეფასდეს: ბევრი კურო, თითქმის მათი 90%, არასოდეს დაიწყებს თქვენთან ურთიერთობას თუ მოხდენილად არ გაცვიათ, თუ ლამაზად და მოვლილად არ გამოიყურებით, თუ არ ემთხვევა თქვენი სექსუალური შეხედულებები, თუ სასიამოვნო სურნელი არ გაქვთ. მოკლედ, ესთეტიკურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კუროსთვის. ისინი ამჩნევენ ნებისმიერ წვრილმანს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ურთიერთობებს. თუმცა, როცა კუროს უკვე აქვს თქვენთან ურთიერთობა, ის ძალიან დელიკატურად და რბილად მიგანიშნებთ ხარვეზებსა და პრობლემებზე. 

 

როგორ ფიქრობთ, არის კურო იდეალური ნიშანი სამომავლო ურთიერთობისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
4 წყვილი, რომლებიც არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?
ზოდიაქოს 3 ყველაზე მიმზიდველი ნიშანი
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
გლამურული ჰოროსკოპი: ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის ქალები არიან სტილის დედოფლები
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი