ბლოგი

10 ნიშანი იმისა, რომ  მემკვიდრეობით კუდიანი ხართ

10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ

ფეისბუქზე გაზიარება

«კუდიანების ნიშნები» — ადამიანის გენეტიკურ კოდშია ჩადებული. 


ჩვეულებრივ, ადამიანში თანდაყოლილი ნიჭის აღმოჩენა ბავშვობაშივე შეიძლება. ასევე, არსებობს ბევრი ნიშანი და მახასიათებელი, რომელთა მიხედვით, შეგიძლიათ საკუთარ წარმომავლობაში უძველესი კუდიანების სისხლი აღმოაჩინოთ. 

მემკვიდრეობით კუდიანებში ამ მონაცემების გახსნას პატარაობიდანვე ცდილობენ, თუმცა, ზოგი ამჯობინებს საიდუმლოდ შეინახოს და დაიცვას ბავშვი გარე საფრთხეებისგან.  

 

ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ათ ნიშანს, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, არის თუ არა თქვენს ძარღვებში უძველესი კუდიანების სისხლი.

 

1. თქვენი წინაპრები საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან

 

გამუდმებით ისმენთ წინაპრებისგან მოყოლილ საინტერესო ისტორიებს და ზღაპრებს? მემკვიდრეობითი კუდიანები ხშირად იზრდებიან ასეთი მეთოდით. კუდიანების შთამომავლებისთვის მნიშვნელოვანია ესმოდეთ მსგავსი მონათხრობი, რათა შეძლონ მაგიურ სამყაროსთან გაცნობა. უფრო მეტიც, ამ ისტორიებს, ხშირ შემთხვევაში აღმზრდელობითი მიზანი აქვთ. ახალგაზრდა კუდიანს ისინი ასწავლიან ეზოთერიკულ ტრადიციებს ან უყალიბებენ ინდივიდუალურ მორალურ ხასიათს. 

 

2. თქვენი წინაპრები მუდმივად მიმართავენ სახალხო მედიცინას და გაურკვეველ ხსნარებს

 

თუ თქვენს წინაპრებს შეუძლიათ ბალახეულისგან სხვადასხვა ნაყენის მოხარშვა და დამზადებული ხსნარების მარაგიც აქვთ, დიდი ალბათობით კუდიანების სამყაროსთან მჭიდრო კავშირში ხართ. სხვადასხვა ნაყენის დამზადების საიდუმლო ტექნოლოგიას კუდიანები მემკვიდრეობით გადასცემენ. მაგალითად, ბალახეული ნაყენი მშვიდი ძილისთვის, შფოთვის მოსახსნელად, სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ა.შ. ამ სიას ბოლო არ აქვს... 

 

3. თქვენს წინაპრებს შეუძლიათ სიზმრების ახსნა

 

თუ თქვენს ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეუძლიათ სიზმრების ახსნა, ეს იმის ნიშანია, რომ მემკვიდრეობით კუდიანების წარმომადგენელი ხართ. ასეთი წინაპრები ცდილობენ მომავალ თაობას მათი შესაძლებლობების საიდუმლო მხოლოდ შესაფერის მომენტში გაუმხილონ. მაგალითად, ერთ დღეს, როცა თქვენ ნანახი სიზმრის მოყოლას დაიწყებთ, თქვენი ბებია ან დიდი ბებია შეეცდება აგიხსნათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თან ისიც მოაყოლოს, რომ ძილში ნანახის ახსნის საგვარეულო უნარს ფლობთ.

 

4. თქვენი წინაპრები უცნაურ რჩევებს იძლევიან

 

შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს ოჯახში უფროსი თაობა კრძალავს სახლში სტვენას, ოთახში სპეციალური მცენარეებს აშენებენ, სავარცხელში თმას არ ტოვებენ ან გადაგდებამდე სისხლით დასვრილ ხელსახოცს რეცხავენ? ერთი სიტყვით, ისეთი რამ, რაც უფრო ცრუმორწმუნეობას ჰგავს? - თუ კი, მაშინ თქვენი ფესვები მემკვირდრეობით კუდიანებთან მიდის.  

 

5. თქვენი წინაპრები გასაოცრად ამზადებენ კერძებს

 

თქვენს ოჯახში მომზადებული სადილი ყოველთვის გემრიელი და განსაკუთრებულია? გასაოცარი არაფერია, მემკვიდრეობით კუდიანებს ოსტატურად შეუძლიათ სხვადასხვა სანელებლების გამოყენება და ჯადოსნური გემოს შექმნა. სამზარეულოს ჯადოსნობა ძალიან პოპულარულია, რადგან ის ერთგვარად ფარულიცაა და თან უდიდეს მაგიურ ძალას ფლობს. კუდიანებს უყვართ ბალახები და სანელებლები და მათი ყოველდღიური გამოყენება სხვების გასაოცებლად. სამზარეულოში კი თაროზე ყოველთვის ლამაზად ჩამომწკრივებული შუშის ქილები უდგათ, რომლებიც სავსეა სხვადასხვაგვარი და ნაირფერი ბალახეულით და სანელებლებით. ერთი სიტყვით, კულინარია - მემკვიდრეობითი კუდიანების ერთ-ერთი თავშესაფარია.

 

6. თქვენი წინაპრები ბუნების მოყვარულები არიან

 

თუ ოჯახში ბავშვობიდან გასწავლიდნენ ბუნებასთან სიახლოვეს, რათა მიჩვეულიყავით გარემო პირობებს და შეგეყვარებინათ ის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მემკვიდრეობითი კუდიანების ნიშნები უკვე გამოიკვეთა, რადგან მათ ძალიან უყვართ შთამომავლებისთვის ბუნების საოცრებების სწავლება. ასეთ დროს ბავშვებს ასწავლიან ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების გარჩევას. მემკვიდრეობით კუდიანებს ძალიან უყვართ სხვადასხვა ღონიძიების მოწყობა ღია ცის ქვეშ, ტბებთან, მდინარეებთან, ტყეში და ა.შ. მათი რწმენით, ეს ეხმარება მათ შთამომავლებს ახლო კონტაქტში შევიდნენ ბუნებასთან. 

 

7. თქვენი წინაპრები მარტოსულები არიან

 

თუ თქვენს წინაპრებს მარტოობა უყვართ, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში არიან, თუ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს საკუთარ თავთან დარჩენა და სიმარტოვეს ადვილად უმკლავდებიან - მემკვიდრეობით კუდიანებთან გაქვთ შეხება, რადგან სინამდვილეში, ასეთ დროს განმარტოვებული თქვენი წინაპრები ცდილობენ გარკვეული რიტუალები შეასრულონ. 

 

8. თქვენი წინაპრები ცოცხალ კალენდარს ჰგვანან

 

როცა ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახასიათებთ მთელი წლის კალენდარში არსებული დღესასწაულების, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების ღირსშესანიშნავი დღეების ზეპირად ცოდნა და მზისა და მთვარის ფაზების ზუსტი განსაზღვრა - ეჭვიც კი არ შეგეპაროთ, რომ მემკვიდრეობითი კუდიანის სისხლს ატარებთ. ასეთ ადამიანებს ძალიან აინტერესებთ ზეციური მოვლენები, ზოდიაქო და ადამიანების შესასწავლად ხშირად მიმართავენ ამ მეთოდების გამოყენებას. 

 

9. თქვენი წინაპრები ადამიანის დაბადების ან გარდაცვალებისას უცნაურ რიტუალებს ატარებენ

 

თუ ოდესმე დაგიფიქსირებიათ, რომ თქვენს ოჯახში წინაპრები უცნაურ რიტუალებს ატარებენ ადამიანის დაბადების ან გარდაცვალების დროს, ან თუნდაც მაშინ, როცა საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეთ და ან რაიმე დიდი დღესასწაულია - ესეც მიანიშნებს იმას, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ. მსგავსი ადამიანები ცდილობენ თავისი მონაცემები დაფარონ და პრაქტიკაში ნაკელებ აჩვენონ, მაგრამ როცა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მათ უბრალოდ თავის შეკავება უჭირთ. 

 

10. თქვენ და თქვენს წინაპრებს ერთნაირი ნიშნები გაქვთ

 

თუ სხეულზე თქვენ და თქვენს წინაპრებს ერთნაირი ნიშნები გაქვთ და ბავშვობაში გიხსნიდნენ, რომ ეს მემკვიდრეობით გადმოგეცათ, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანებს ეკუთვნით, რადგან მათ არამხოლოდ მაგიური შესაძლებლობები, არამედ სხეულის ერთი და იგივე ადგილზე გამოსახული სხვადასხვა ნიშნებიც აერთიანებთ. 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები
გლამურული ჰოროსკოპი: ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის ქალები არიან სტილის დედოფლები
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?