ბლოგი

ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის

ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

საახალწლო დღესასწაულების ბოლო ეტაპი იანვარში არის ნათლისღება, რომელიც 19 იანვარს აღინიშნება და მართლმადიდებლური სამყაროსთვის მნიშვნელოვან თარიღად ითვლება. ამ დღის მიმართ არსებობს თავისებური ტრადიციები, ნიშნები და აკრძალვები.

ჩვენს წინაპრებს ბევრი ცრურწმენა და ტრადიცია ჰქონდათ წლის სხვადასხვა დღესასწაულებთან მიმართებაში. ბევრი მათგანი დღემდე შემორჩა. დღეს კონკრეტულად ნათლისღების დღესთან დაკავშირებულ ზოგიერთ მათგანს შემოგთავაზებთ:

 

  • თუ ამ დღეს ძლიერი ქარი ქრის, თაფლის დიდი მოსავალი იქნება;
  • თუ ამ დღეს ბეღურები ხმამაღლა ჭიკჭიკებენ, უახლოეს დღეებში, მოსალოდნელია დათბობა;
  • თუ ამ დღეს ღამით, ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები ჩანს, ყინვა გაძლიერდება;
  • თუ ამ დღეს დილიდანვე ძლიერი ნისლია, ნაყოფიერი წელი და უხვი მოსავალი იქნება;
  • თუ ამ დღეს ძლიერი ყინვაა, მარცვლოვანი კულტურების დიდი მოსავლის მიღების ნიშანია.

 

რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს: მთავარი აკრძალვები

 

ამ დღეს კატეგორიულად მიუღებელია ჩხუბი, ურთიერთობების გარკვევა, გინება ან ვინმესთვის სიავის გაკეთება. ამას გარდა, აკრძალულია:

  • ფულის სესხება და გასესხება, რადგან მთელი წლის მანძილზე ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ;
  • ხელსაქმის კეთება — ცხოვრებაში საქმეები ცუდად წაგივათ;
  • თმის შეჭრა ან ფრჩხილების დაჭრა — სიცოცხლე შეიძლება დაგიმოკლდეთ;
  • სახლის საქმეების კეთება და დალაგება - უბედურებას მოიზიდავთ ცხოვრებაში;
  • თუ აპირებთ სადღესასწაულო სუფრის გაშლას, მასზე ცხრა სახეობის საკვებზე ნაკლების დადება - სიღარიბეს დაიბედებთ;
  • სახლიდან ნაგვის გატანა - მასთან ერთად გაიტანთ ხვავს და ბარაქას.

 

რამდენად გჯერათ ამ ყველაფრის, თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თემასთან დაკავშირებული, საინტერესო მასალები შემოგთავაზოთ და წარმატებული და მშვიდობიანი დღეები გისურვოთ!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
რა ვაჩუქოთ ვერძს?
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
ზოდიაქოს ნიშანი თევზები: 10 ფაქტი თევზების შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ
გლამურული ჰოროსკოპი: ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის ქალები არიან სტილის დედოფლები
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
რა არის სინასტრია
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია