ბლოგი

საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის

საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

1. საჩუქარი-შთაბეჭდილება თევზებისთვის

 

რომანტიულ თევზებს ყველაზე მეტად გაახარებს არამატერიალური ხასიათის საჩუქრები- ბილეთები კლუტურულ ღონისძიებებზე, მოგზაურობები, საჰაერო ბუშტზე წარმტაცი ფრენა ან ზღვის ფსკერზე აკვალანგით ჩაყვინთვა.

თუმცა, თევზები არ არიან მომთოხვნები და საჩუქარში ყველაზე მეტად აფსებენ გულწრფელობას, ამიტომ კინოში წასვლაც კი რომანტიულ მელოდრამაზე ან პარკში გასეირნება შეიძლება გახდეს თევზებისთვის კარგი საჩუქარი. ყველაზე კაშკაშა, და რაც მთავარია, სასიამოვნო შთაბეჭდილებებისთვის გირჩევთ თავის შეიკავოთ ექსტრემალური და სარისკო გართობებისგან. ეს თევზებს არ სჭირდებათ!

 

2. წყალთან დაკავშირებული საჩუქარი

 

წყალი- თევზების მშობლიური სტიქიაა, ამიტომ ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც დაკავშირებულია წყალთან, იქნება მიღებული დიდი სიამოვნებით. ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ რამე ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსაცავის ნახვა (აბონემენტი აუზში ან აკვააერობიკაზე, ზღვაზე წასვლა, თბომავალზე გასეირნება ან თევზაობა ტბის სანაპიროზე) ან ინტერიერის რამე ელემენტი, მაგალითად, სახლის შადრევანი, ნახატი ჩანჩქერთან ან სამაგიდო აკვარიუმი ოქროს თევზთან.

თუმცა, მცურავი სანთლების ნაკრები, ნიღაბი ჩაყვნითვისთვის, აბაზანა-ელექტრომასაჟორი ფეხებისთვის, შხაპის რადიო ან აბაზანის ქაფი სასიამოვნო სურნელით ასევე არ იქნება ცუდი ვარიანტი. ოღონდ არ დაგავიწყდეთ კარგად შეფუთოთ სჩუქარი, რათა თევზები ვერ მიხვდნენ, რა არის შიგნით- მათ ძალიან უყვართ გამოცანები.

 

3. საჩუქარი ხელოვნების  სამყაროდან

 

თევზებს გულწრფელად უყვართ ხელოვნება, მაგრამ, როგორც ჭეშმარიტი დამფასებლები, აღიარებენ მხოლოდ ნამდვილ და აღიარებულ ხელოვნებას. ამაში არის სირთულე, რადგან ძალიან ადვილია შეცდომის დაშვება, თუ აირჩევთ, მაგალითად, ხელოვნების საგანს, რომელიც შესრულებულია პოპ-არტის, აბსტრაქციის ან მოდერნიზმის სტილში, რომელთა მიმართ კონკრეტულ თევზებს გული არ მისდით.

ჯობია არ გარისკოთ და უპირატესობა მიანიჭოთ მუდმივ კლასიკას. დავუშვათ, ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის ხარისხიან რეპროდუქცია ან ვივალდის მუსიკის სალიცენზიო დისკი უდავოდ იქნება მიღებული თევზების მიერ მადლიერებით. ხოლო თანამედროვე მუსიკოსების კომპოზიციების ალბომი შეიძლება არ მოეწონოს.

 

4. საჩუქარი კომფორტისთვის და საკუთარი თავის მოვლისთვის

 

თევზებს ძალიან უყვართ სახლის კომფორტი და სიმყუდროვე, უყვართ თავისი საცხოვრებლის კეთილმოწყობა, ცდილობენ შემოიფარგლონ ლამაზი და მოხერხებული ნივთებით. ასე რომ, თუ თქვენ აჩუქებთ რამეს სერიიდან „საჩუქრების სახლისთვის“ ესთეტიური დიზაინით, მათ გაეხარდებათ. ეს შეიძლება იყოს ნაქსოვი პლედი ნატურალური ტყავისგან, აბრეშუმის თეთრეული, ლამაზი გობელენი კედელზე, ანტიკვარული სასანთლე ან ბროლის ვაზა.

არა ნაკლებ თრთოლვით თევზები ეკიდებიან თავის გარეგნობას, აფასებენ რა საკუთარი სხეულის და სახის ესთეტიკას და ახალგაზრდობას. და სიამოვნებით მიიღებენ საჩუქრად „ჯადოსნურ“ კრემებს, სილამაზის სალონში ან მასაჟის სეანსზე სერტიფიკატს. სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი!

 

5. გემრიელობა თევზებისთვის

 

თევზების გახარების ყველაზე უბრალო ხერხი - აჭამოთ მათ რამე გემრიელი. შეუკვეთეთ ვახშამი რესტორანში ან მოუმზადეთ რამე გემრიელი სახლში, თუ იცით. არ დაგავიწყდეთ რომანტიკა- სანთლები, სასიამოვნო მომადუნებელი ატმოსფერო, წყნარი კლასიკური მუსიკა აუცილებელია. ან მიართვით დღესასწაულზე კალათა ხილით და ტკბილეულით ან შოკოლადის თაიგული კანფეტებისგან- ტკბილისმოყვარის ნამდვილი ოცნება. გურმანები და ტკბილისმოყვარე თევზები კმაყოფილი იქნებიან!

 

„ეს უბრალოდ საშინელებაა!“: ყველაზე წარუმატებელი საჩუქრები თევზებისთვის~

 

მავნე რჩევები

არის უამრავი ნივთი, რომლებიტაც შეიძლება გაახარო თევზები. და არსებობს საჩუქრების იდეები, რომლებიც არ ეკუთვნის სასიამოვნოს. ალბათ, პირიქით- მეტყველებს უყურადღებობასა და გულგრულობაზე ადამიანის მიმართ. მაგრამ ყოვლისმპატიებელი და კეთილი თევზები მზად არიან მოგცენ მეორე შანსი. შესაძლოა, ცდით კიდევ ერთხელ? ვიმედოვნებთ, „მავნე“ რჩევების წაკითხვის შემდეგ თქვენს თავში განათდება, და თევზებისთვის საჩუქრის არჩევისას შეცდომას არ დაუშვებთ!

 

ტოპ-4 ყველაზე წარუმატებელი საჩუქარი თევზებისთვის:

 

1. პრაქტიკული, უტილიტარული და საქმიანი საჩუქარი

ყველანაირი ტაფა, მტვერსასრუტი, უსულო საკანცელარიო ნაკრებები და ქანქარების მაგიდაზე, რომელიც მიცემულია საჩუქრის სახით, თევზებს სძულთ მთელი გულით! ამ საგნებისგან მოდის ფორმალური ურთიერთობების სუნი, და საერთოდ არ არსებობს საჩუქრის მიმღები პიროვნების მიმართ ყურადღება. ეს კი უხეშად რომ ვთქვათ, დაუშვებელია და საერთოდ უტაქტოა!

თანაც მოწყვლადმა თევზებმა შეიძლება დაინახონ ფორმალობა და უბრალოდ „მოშორების“ სურვილი იქაც კი, სადაც საერთოდ ვერ წარმოგედგინათ.

 

2. უხარისხო, არაჰარმონიული ნივთები

თევზებს აქვთ უნაკლო გემოვნება. ასე რომ ნებისმიერი სახის უგემოვნება, უნიჭო და გულწრფელად უხარისხო ნივთები იმედს უცრუებენ თევზებს, როგორც ჭრის ყურს ყალბი ბგერა. სწორედ ასე აღიზიანებს თევზებს უადგილო ხუმრობები და გათამაშებები- თუ მაინცდამაინც სიცილი გინდათ, ჯობია იყიდოთ ბილეთი იუმორისტთა კონცერტზე. ჯობია ყველამ იხუმროს, ვისაც ეს პროფესიონალურად გამოსდის!

 

3. ჩქარა ნაყიდი საჩუქარი

სამორიგეო საჩუქრები, ჩინებული და ძვირფასიც კი, თევზებს არ ანიჭებს არანაირ სიამოვნებას. მათში არ არის სული, ინდივიდუალობა- მხოლოდ „რამის“ ჩუქების სურვილი, თორემ „ცარიელი ხელებით უხერხულია“. ამიტომ არ დაგეზაროთ- გამოყავით თქვენი ძვირფასი დრო და შეურჩიეთ ძვირფასი თევზებს რამე ნამდვილად სასიამოვნო, ამაღლებულად-რომანტიული და იდუმალი. საპასუხო რეაქცია მოგეწონებათ!

 

4. ფული თევზებისთვის საჩუქრად

თევზები აღიქვამენ ფულად საჩუქრებს ასევე როგორც „მოშორების“ ერთ-ერთ ვარიანტად. ისინი წარმოუდგენლად მოიწყენენ მხოლოდ იმ აზრისგან, რომ ახლო ადამიანმა გამოიჩინა გულგრილობა და არ ნახა შესაძლებლობა, რომ შეერჩია მათთვის რამე სიასიამოვნო.

მაგრამ თუ ზუსტად გადაწყვიტეთ ფულის ჩუქება, გააკეთეთ ეს ლამაზად- იყიდეთ ფერადი ღია ბარათი, ლამაზი ყვავილების თაიგული, იფიქრეთ, როგორ შეიძლება გაათამაშოთ თქვენი საჩუქარი მოლოცვაში. შეიძლება, მათ გაპატიონ.

 

როგორ მივართვათ საჩუქარი თევზებს

 

ლამაზად და გემოვნებით გააფორმეთ საჩუქარი- თევზებს უყვართ ყველაფერში ჰარმონია. თქვენი საჩუქრის „გარეკანად“ იყოს იყოს ლამაზი ქაღალდი, რომელიც გადაბმული იქნება აბრეშუმის ლენტით ან ყუთი ბანტით- ჯობია მრავალფენიანი, რათა წარმოსახვის უნარმა იმოქმედოს. აჩუქეთ საჩუქარი მშვიდ და სასიამოვნო გარემეობაში- სასტურმო ოთახში, სადაც შეიკრიბნენ ახლო ადამიანები, რათა გამოხატონ მთელი თავისი სიყვარული და ყურადღება ძვირფასი თევზების მიმართ.

საჩუქრის მიცემისას, თავი აარიდეთ პათოსს და სიყალბეს- თევზები ფაქიზი ინტუიციით მომენტალურად იერენ პატარა არაგულწრფელობასაც. და თავი შეიკვაეთ სიურპრიზებისგან- თევზები ფაქისი სულიერი ორგანიზაციით უპირატესობას ანიჭებენ ნებისმიერი მოულოდნელობისგან თავის არიდებას. შეხედეთ თევზებს თვალებში, გაუღიმეთ და დაფარეთ თბილი გულწრფელი მოლოცვებით.

აუცილებლად ჩადეთ საჩუქარში ბარათი რამდენიმე ხელით დაწერილი სასიამოვნო სიტყვებით და დიდებული ყვავილების თაიგული. ყველაფერი ეს ჯამში გახდის თქვენს საჩუქარს მშვენიერს, ხოლო ადამიანს, რომელიც დაიბადა თევზების იდუმალი ნიშნის ქვეშ- ყველაზე ბედნიერს!

ყოველთვის მიართვით თქვენი საჩუქარი პირადად, არ აიძულოთ ეჭვიან თევზებს იფიქრონ, რომ თუ მათზე არ გეყოთ დრო, ეს ნიშნავს... არაფერსაც არ ნიშნავს- თქვენ მოდიხართ დათქმულ დროს და აძლევთ საჩუქარს. პირადად! და თუ რამე მიზეზების გამო თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ (მაგალითად, სხვა ქალაქში იმყოფებით), ეცადეთ, ბოლოსდაბოლოს, გააკონტროლოთ, რომ საჩუქარი დროულად მივიდეს, დათქმულ დროს და საათს. არ აწყენინოთ საყვარელ თევზებს უყურადღებობით!.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
ლომის ქვები
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022-ში ფინანსური წარმატება ელით
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს: ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება
2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?
12 ნიშანი იმისა, რომ სიყვარულისგან ზედმეტს ელით