კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები

როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

ფინჯნის დაჭერას მანამდე აქვს აზრი, სანამ ვარდნას დაიწყებს... - გაეცანით როგორ ავლენს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი უკმაყოფილებას და როგორ იღებს დაშორების გადაწყვეტილებას

როდესაც ადამიანები ქორწინდებიან, ნაკლებად ან საერთოდ არ ფიქრობენ განქორწინებაზე, ეს კარგიც არის და სწორიც, თუმცა, დროთა განმავლობაში ურთიერთობები ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა მიმართულებით ხდება ეს. საჭიროა გარკვეული ვიყოთ იმაში, გახდა თუ არა გრძნობა საფუძველი და ბაზისი თუ ნელ-ნელა მინელდა და წყვილის გულების დატოვება დაიწყო? 

ვერძი — არაობიექტურობა
ეს ნიშანი თითქოს იღვიძებს და გაოცებული რჩება, რომ ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ეგონა. ვერძს ახასიათებს ყველაფრის გამოსწორების სურივლი და იმავე ვნებით, როგორითაც ისინი უდგებიან საკუთარი ცხოვრების შეცვლას, რეაგირებენ პარტნიორის ხასიათის უარყოფით მხარეებზეც. შესაბამისად, ვერძის მიერ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ნაკლებად არის გამრთლებული და სწორი ნაბიჯი, ამიტომ მსგავს ვითარებაში ცივი გონება და მეტი დაფიქრება მართებთ.

კურო — სიფთხილე
შედარებისთვის - კურო ვერძზე გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებულია, ამიტომ ხშირად საკუთარი თავით და პარტნიორით კმაყოფილი არის მანამ, სანამ მეორე ნახევარი ყელზე დანას არ მიაბჯენს და ძალას არ დაატანს გააკეთოს ის, რისთვისაც კურო ჯერ მზად არ არის. 

ტყუპები — განაწყენებული
ტყუპები ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ნიშანია. მან, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ტყუპებთან, კარგად იციან ეს და ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი „საფირმო“ გამოხედვაც კარგად ემახსოვრებათ, რომელიც ტყუპებს მაშინ აქვთ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც კარგად არ არის. ყურადღებიანი, მშფოთვარე, მახვილი მზერა - ამ თვისებებით ისინი ცდილობენ გაიგონ რა მდგომარეობა აქვს მათ პარტნიორს, ხომ არ აწუხებს რამე და აქვს თუ არა ყველაფერი წესრიგში. 

კიბო — შეგუებული
კიბო რბილი, მოსიყვარულე, მომთმენი და წყნარი ნიშანია. კიბოს ვერასოდეს ნახავთ არეულობის სათავეში. ყოველივე იმას, რასც კიბომ ურთიერთობებში პარტნიორისგან შეიძლება აიტანოს, სხვა არცერთი ზოდიაქოს ნიშანი არ მოითმენს და როცა სხვები ამ ყველაფერს საშინელებად რაცხავენ, მან შეიძლება თქვას, რომ პარტნიორს ასე ესმის, ასე იცის, მეტი არ შეუძლია, ის უბრალოდ ასეთია და მორჩა. 

ლომი — უდარდელი
ლომები ძალიან არ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს, თუ რამდენად ან რით არის ცუდი მათი პარტნიორი და ეს სიყვარულისა და მოთმინების გამო კი არ ხდება, არამედ გარკვეული უდარდელობის გამო, რადგან ლომი ურთიერთობებში გარკვეულწილად გამოთიშულია, რაც იწვევს საკუთარ თავზე ყურადღების უფრო მეტად გადატანას. 

ქალწული — აღშფოთებული
ქალწულისთვის ყველაფერი შეიძლება იყოს არაფერი, მას შეუძლია დიდხანს იცხოვროს თავის კომფორტულ, სუფთა, სამართლიან სამყაროში და თუკი მაგალითად მისი პარტნიორი რაიმე ნაკლით ხასიათდება, ამაზე იხუმრებს, მხარსაც კი აუბამს და შეეცდება მსუბუქად გაატაროს ეს საკითხი, ვიდრე დაიბოღმოს და ცხვირი აიბზუოს. ამგრამ ქალწული რეალურად აღშფოთებულია მაშინ, როცა თავისი მხრიდან გულახდილად თანადგომისა და საკთხისადმი მსუბუქად მიდგომის სანაცვლოდ პარტნიორი არაფერს ცდილობს საიმისოდ, რომ ნაკლი ან დანაშაული გამოასწოროს. ასეთ დროს, ქალწულის მოთმინების ფიალა შესაძლოა ისე აივსოს, რომ ურთიერთობა დაშორებით დასრულდეს.

სასწორი — ქველმოქმედი
სასწორებს დიდი მოთმინების უნარი აქვთ. როცა ისინი შეყვარებულები არიან, არამარტო მთელი გულით უყვართ, ასევე უდიდეს ყურადღებას იჩენენ საყვარელი ადამიანის მიმართ: რით დაეხმარონ, როგორ ამოიყვანონ ორმოდან, როგორ შეუმსუბუქონ ყოფა და გაუუმჯობესონ ცხოვრება და ა.შ. ხშირად, სასწროები ისეთ პარტნიორებს ირჩევენ, რომელთა ცხოვრების გზაზე ბევრი ორმოებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაუზარლად უწვდიან ყოველ ჯერზე დახმარების ხელს და მაქსიმალურად ცდილობენ ბოლომდე ზევით თუ ვერ ამოიყვანეს, იმის საშუალება მაინც არ მისცენ, რომ ძირზე დაეშვას. 

მორიელი — გაუაზრებელი
როცა მორიელი ხვდება, რომ მის ურთიერთობაში რაღაც კარგად არ არის, მას აზრადაც კი არ მოსდის იცრუოს, გაიპაროს ან მოულოდნელად გაქრეს. ის თავიდან დიდხანს არ იმჩნევს პრობლემებს, შემდეგ კი როცა ფაქტისთვის თავის არიდება უკვე აღარ შეიძლება, ვერ იაზრებს რეალობას, ვერ აკეთებს იმის დაშვებას, რომ შეიძლება რამე ცუდი ხდებოდეს, რადგან დარწმუნებულია რომ მისი, როგორც მორიელის სამყაროში იმდენად კარგად არის მოწყობილი ყველაფერი - ცუდის ადგილი უბრალოდ არ არის. და გრძელდება ასე, მორიელი არ შეიმჩნევს ერთხელ, ორჯერ, ათჯერ... მხოლოდ 90-ე ჯერზე დაჯდება და დაიწყებს ფიქრს... 

მშვილდოსანი — ზედმეტად დაკვირვებული
მშვილდოსანი არის პარტნიორის ნაკლით ძალიან დაინტერესებული და შესაბამისად ზედმიწევნით იცის ყველა პრობლემა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხისადმი მას დიდი მოთმინების უნარი გააჩნია. თუ მაგალითად სახლში ფეხსაცემელებს უწესრიგოდ ალაგებთ, აბაზანაში თავის მოვლის საშუალებებს მუდმივად თავღიას ტოვებთ, ვაშლის ნარჩენებს ყველგან ყრით - ყურადღებას ამაზე არ გაამახვილებს. მაგრამ თუ რამე მართლაც სერიოზული შამჩნია, ადრე თუ გვიან პარტნიორის თვალთვალსაც კი დაიწყებს, მაგრამ ისე, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე შემჩნეულ, მისთვის საეჭვო საკითხს დაიმახსოვრებს და დაალაგებს თავში განსაკუთრებული იურიდიული წყობით, და თუკი დადგება განსჯის დღე, ყველაფერს დეტალურად გადმოალაგებს.

თხის რქა — თავდაჯერებული
მაშ ასე… წარმოვიდგინოთ, რომ თხის რქა უკმაყოფილოა პრტნიორით რაიმე საკთხში, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რით. ის ყოველთვის ცდილობს მიდგომა მონახოს, საკითხი მოაგვაროს, ურთიერთბა დაალაგოს და ამასთან შეინარჩუნოს ინტელიგენტური სახე და არ გადაუხვიოს თავის ხაზს. ამის გამო, მომრიგებლური შესავალის მიუხედავად, ბოლოს თხის რქა ხშირად სრულიად საპირისპირო პოზიციაზე დგება და აცხადებს, რომ მას მოცემული ვითარება არ აწყობს, თან ზუსტად იცის, რომ დამნაშავე თავადაც არის, მაგრამ რამდენადაც მის ხასიათშია მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა და თავისი პრინციპების გატანა - განაჩენიც ასეთი გამოაქვს, თუკი დაშორებაზე მიდგება საკითხი.

მერწყული — განაწყენებული
მერწყულის წყობიდან გამოყვანა რთულია, რადგან ის ძალიან კეთილია. ის დიდხანს გაგიღიმებთ, აიჩეჩავს მხრებს, შეეცდება არ შეიმჩნიოს ის, თუ როგორ ტკენთ გულს. მერწყულის პარტნიორებს ძალიან გაუმართლათ იმიაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი და უბოროტო ზოდიაქოს ნიშანი. მას ურჩევნია მოითმინოს, ვიდრე პარტნიორთან ჩხუბში ჩაერთოს ან თუნდაც წინააღმდეგობა გაუწიოს იმ განუკითხაობას, რომელსაც ის უწყობს. მაგრამ, ეს ყველაფერი გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს, თუკი პარტნიორი მუდმივად ეცდება მერწყულის კეთილი განწყობა ბოროტად გამოიყენოს. ასეთ დროს მერწყულს მოთმინების ფიალა აევსება და მოულოდნელად, უსიტყვოდ გავა და გაიხურავს კარებს სამუდამოდ. 

თევზები — ზედმეტად მგრძნობიარე
თევზები რბილი ნიშანია, მომთმენი და ცდილობს შეუმჩნეველი იყოს. როცა მათ უყვარდებათ, შეუძლიათ ძალიან დიდხანს თვალი დახუჭონ ისეთ რამეზე, რაზეც მაგალითაც კურო და ვერძი მყისიერ რეაგირებას მოახდენდნენ. ამიტომ, როცა თევზები საყვარელ ადამიანში რაიმე ისეთს ხედავენ, რამაც რაელურად უნდა გამოიწვიოს მათი მხრიდან აღშფოთება, პარტნიორისთვის ზურგის შექცევა და ურთიერთობის გაწყვეტა - თევზები პირიქით, თვალებს მაგრად ხუჭავენ, ყურებს იცობენ და პირში წყალს იგუბებენ, ზუსტად ისე, როგორც ჩინური სამი მაიმუნი. ამ მომენტში თევზები გარკვეულ შიშს განიცდიან, მაგრამ არა იმის გამო, რაც პარტნიორმა ჩაიდინა, არამედ საკუთარი უმოქმედობისა და სიბრმავის გამო. 

ასეთები არიან ურთიერთობებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები, თუმცა ურთიერთობა ორმხრივია და ის ფაქტი, თუ რამდენად კარგი, ბედნიერი, წარმატებული და სიყვარულით სავსე იქნება ის - თანაბრად დამოკიდებულია თითეულ მხარეზე. რა თქმა უნდა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პარტნიორებიდან ერთ-ერთი ცდილობს მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენას, მაგრამ თუ აქამდე მივა საქმე, იქ მცდელობას უკვე აზრიც აღარ აქვს, საუკეთესო გამოსავალი სამწუხაროდ არის დაშორება. მაგრამ ეს ტრაგედია ნამდვილად არ უნდა იყოს არავისთვის, რადაგნ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მთავარია ადამიანებმა შეძლონ სახე შეინარჩუნონ ბოლომდე.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ისინი საშიში არიან მრისხანების დროს: ამ ზოდიაქოს ნიშნებს განადგურება შეუძლიათ ღალატის გამო
დრამატიზმის და სკანდალების მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
სამი ყველაზე ამბიციური ნიშანი.
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
პლუტონი ჰოროსკოპში