ბლოგი

რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს

რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს

ფეისბუქზე გაზიარება

შესაძლოა ეს ჭეშმარიტება უკვე მოსმენილი გაქვთ, რომელიც ასე ჟღერს: «გარშემომყოფები გექცევიან ისე, როგორც თავად ექცევი მათ».

 

არსებობს სხვა, ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ასევე ვმნიშვნელოვანი კანონზომიერება - გარშემომყოფთა მხრიდან დამოკიდებულება იდენტურია საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულების.

 

რატომ ხდება ასე? ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის მიმართ არაკეთილგანწყობილია, ძალაუნებურად ცუდად ექცევა საკუთარ თავს: ცუდად იკვებება, ცუდ პირობებში ცხოვრობს, ნაკლებად ზრუნავს საკუთარ თავზე და ა.შ. გარემოცვასაც ისეთს ირჩევს, ვინც არ იზრუნებს და არანაირ მხარდაჭერას არ გამოუცხადებს.

 

ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი «განწყობილია» ნეგატიურად, თვლის, რომ რაღაც არ ეკუთვნის, არ დაიმსახურა, არ სჭირდება და ქვეცნობიერად ირჩევს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და სათავისოდ იყენებენ. სხვებიც ხვდებიან საკუთარის თავის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს და ზუსტად იმის მიხედვით ეპყრობიან.

 

ის, ვინც უარს ეუბნება საკუთარ თავს სიყვარულსა და აღიარებაზე, წარმოჩნდებიან საყოფაცხოვრებო დონეზე და სხვების მხრიდან მხოლოდ გამოყენებითი დანიშნულება აქვთ.


საკუთარი თავის უპატივცემულობა და მიუღებლობა, ასევე გამიხატება სხვებზე გამუდმებით ჭორაობასა და კრიტიკაში, ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს უკავშირდება, ვინც მორიგ ჯერზე ღალატი სიცრუე გამოიჩინა.  

ადამიანთან, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი, არათუ თანაცხოვრება, ზოგადად ურთიერთობაც კი რთულია. სწორედ ამიტომ, მათ ხშირად ტოვებენ საყვარელი ადამიანები და მეგობრები. ვერ პოულობენ საერთო ენას ვერცერთი წრის წარმომადგენელთან.

 

არის თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან? რა თქმა უნდა! და ის, ერთდროულად მარტივიც არის და რთულიც - საკუთარი თავის მიუღებლობა და სიყვარულის არქონა, იკურნება პატიებით. საკუთარი თავის პატიებით და იმის აღიარებით, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი და თავად სამყაროც კი არ არის იდეალური.

 

შეიყვარეთ და მიიღეთ საკუთარი თავი და სამყაროსგანაც მიიღებთ იგივეს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
ცოტა რამ ტიპიურ ვერძებზე
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ზოდიაქოს 6 ნიშანი, ვისაც მარტოობა ურჩევნია დაშორებას
“იღბლიანი გზა” მარტის მეორე ნახევარში ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ბოსები არიან
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის