კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი

ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი

ფეისბუქზე გაზიარება

 

სჯობს მათში მხეცი არ გააღვიძოთ!

ვერძი

თქვენ - აქტიური და ქმედითი ადამიანი ხართ, შესაბამისად, ხშირად გიჭირთ საკუთარი ემოცების მართვა. საუკეთესო დღეებში, თქვენ ფაქტიურად „ავირუსებთ“ გარშემო მყოფებს საკუთარი ენთუზიაზმით და ენერგიით, მაგრამ როცა ბრაზდებით, თქვენზე საშიში ადამიანის ნახვა შეუძლებელია. თქვენ დუფიქრებლად ამბობთ რაც თავში პირველად მოგივათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ამის მოსმენა. შესაძლოა, თქვენ ცდილობთ შინაგანი ნეგატიური გრძნობების მოშორებას როცა კედელს მუშტებს ურტყამთ ან ხელების დრამატულად ქნევას იწყებთ. თქვენი ბრაზი, როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება, თუმცა ამ ხანმოკლე აფეთქებებმა, შესაძლოა დამანგრეველი ან სულაც დამღუპველი გავლენა მოახდინოს, განსაკუთრებით თქვენი აგრესიის ობიექტზე.

მორიელი

ბუნებით ვნებიანი, თავგანწირული და ამოუცნობი პიროვნება ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისებები თქვენი დადებითი ემოციების წყაროს წარმოადგენს, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი იმ უსიამოვნე ხასიათზეც, რომელიც გაგაჩნიათ. თქვენ ოსტატურად შეგიძლიათ ბრაზის დამალვა და იმ იდეალური მომენტის დალოდება, როცა მის გამოვლენას მეტად ექნება აზრი. სათქმელს ყოველთვის გააზრებულად ალაგებთ და სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ადამიანს დიდი ტკივილი მიაყენოთ ნათქვამით. როცა ვინმე ცუდს გიკეთებთ, მაშინვე არ პასუხობთ - ასე ვთქვათ, თეატრალურ პაუზას იღებთ იმისათვის, რომ თქვენს მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ზოგადად, არ არსებობს ისეთი რამ, რისი თქმა ან გაკეთება შეუძლებელი იქნება თქვენთვის საიმისოდ, რომ გაათანაბროთ სასწორის პინები და მოწინააღმდეგეს ისეთივე ძლიერი ტკივილი მიაყენოთ, როგორიც მისგან მიიღეთ.

კურო

ბევრს შეიძლება არ სჯეროდეს, რომ ძალიან მძიმე ხასიათი გაქვთ, თუმცა, თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ამის შესახებ. ჩვეულებრივ, მომხიბვლელი და გაწონასწორებული ხართ, მაგრამ, საკმარისია ვინმემ მოთმინების გამოცდა სცადოს ან მტკივნეულ ადგილზე შეგეხოთ, ის მაშინვე გაიცნობს თქვენს ბნელ მხარეს. საკმაოდ მომთმენი ადამიანი ხართ, თუმცა, როგორც იტყვიან, მოთმინებასაც აქვს თავისი საზღვარი და როცა ამ საზღვარს აღწევთ, ვეღარაფერი გაჩერებთ  -ბოლომდე ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ, ან არ ფიქრობთ. აღსანიშნავია, რომ ასეთ რეაქციას არავინ ელის და ყველა იბნევა. თქვენთვის კი სულ ერთია, ხართ მართალი თუ არა - მთავარია, რომ ვერავინ გაბედოს თქვენთვის რამის მითითება ან დადანაშაულება.

ლომი

თქვენი დახასიათება შესაძლებელია, როგორც დემონსტრატიული საქციელის ჩადენის მოყვარული და სცენების მოწყობისკენ მიდრეკილი ადამიანი. როცა წყობიდან გამოდიხართ, ეს თვისებები ძალიან ცუდად და ხშირ შემთხვევაში თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ხართ, ბევრი მტერიც არ გყავთ, თუმცა, ძალიან მკაცრი ხართ მათ მიმართ, ვინც ცდილობს მოგატყუოთ (ან თქვენ გგონიათ, რომ ცდილობენ) და ზიანი მოგაყენოთ. დრამების გათამაშებაც საკმაოდ გხიბლავთ, ამიტომ, საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას აძლევთ, როცა შექმნილ სიტუაციაში საქმე მიდის ვინმესთვის სათქმელის ამომწურავად და მოურიდებლად თქმამდე.

ქალწული

ბუნებით ძალიან თავშეკავებული ადამიანი ხართ, მაგრამ საკუთარი ხასიათი სჯობს უკეთ შეაფასოთ. თქვენ მიეჩვიეთ დიდი ამოცანების დასახვას, რომლებსაც ეტაპობრივად და მეთოდურად ასრულებთ კიდეც. მომთხოვნი ხართ, რაც ნიშნავს, რომ დიდი მოლოდინი გაქვთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მხრიდან. თქვენი წყობიდან გამოყვანა ადვილი, თუმცა მიხვედრილობა, რომელიც გეხმარებათ სწრაფად გააცნობიეროთ გარშემომყოფთა ძლიერი და სუსტი მხარეები, საშუალებას გაძლევთ, ზუსტად განსაზღვროთ როგორ გაანადგუროთ ოპონენტი ისე, რომ თვალიც არ დაახამხამოთ. გარდა ამისა, თქვენ გახასიათებთ ადამიანების ცხოვრებიდან ამოშლა ყოველგვარი სცენების გარეშე - მარტივად. ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაბედავს თქვენს გამოწვევას, აუცილებლად ინანებს საკუთარ გადაწყვეტილებას.

კიბო

ზოდიაქოს ნიშნებს შორის, კიბო ყველაზე გულთბილ ადამიანად ითვლება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდი ხასიათი გაქვთ. ბუნებით ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ნატურა ხართ, რომელიც ყველაფერს არაბუნებრივი ძალით განიცდის. ბრაზი გამონაკლისს არ წარმოადგენს ამ სიაში და გულახდილები თუ ვიქნებით, მის თავშიც კი დგას. ჩვეულებრივ, ბრაზი გიჩნდებათ მაშინ, როცა თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ეხებიან და ნებისმიერი, ვინც ამას გაბედავს, საქმე თქვენთან ექნება. მეორეს მხრივ, თუკი ტკივილს თქვენი საყვარელი ადამიანი გაყენებთ, აუცილებლად გადაუხდით სამაგიეროს. ასევე კარგად იცით თუ როგორ უნდა მოახდინოთ ადამიანის ემოციებით მანიპულირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს თვლით (თუმცა, შესაძლოა სულაც არ იყოთ) მსხვერპლად.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
მერწყულების ძირითადი პრობლემები ურთიერთობებში
რა ელით ჰოროსკოპის ნიშნებს 2024 წლის სექტემბერში?
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება
7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
როგორები არიან პატარა ჰაერის ნიშნები?
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს