ბლოგი

20 ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან

20 ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან

ფეისბუქზე გაზიარება

სიბრძნე სიმარტივეშია!

ჩაინიშნეთ ეს რჩევები და გამოიყენეთ ცხოვრებაში...

 

  1. დღის მანძილზე მინიმუმ 10 წუთი გაატარეთ სიმშვიდეში.

  2. იძინეთ არანაკლებ 7 საათი.

  3. წაიკითხეთ რაც შეიძლება ბევრი წიგნი.

  4. მეტი დრო გაატარეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან 70 წელს ზევით და 6 წელს ქვევით.

  5. უფრო მეტად იკვებეთ იმ პროდუქტით, რომელიც ხეზე მოდის და ნაკლებად, რომლებსაც საწარმოებში ამზადებენ.

  6. არ დახარჯოთ ენერგია ჭორების მოსმენა-გავრცელებაზე.

  7. დაივიწყეთ წარსული და იქ არსებული პრობლემები. არ შეახსენოთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს განვლილი წყენა - ეს ხელს შეგიშლით ბედნიერება და ჯანსაღი ურთიერთობა გქონდეთ აწმყოსა და მომავალში.

  8. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ ზიზღზე დაკარგოთ, ნუ შეიძულებთ ნურავის.

  9. ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად.

  10. არ არის აუცილებელი ყველა კამათი თქვენს სასარგებლოდ დასრულდეს.

  11. დაივიწყეთ ან შეეგუეთ წარსულს, რომ სწორად იცხოვროთ აწმყოში.

  12. არასოდეს შეადაროთ საკუთარი ცხოვრება სხვისას, რადგან თქვენ არ იცით რა ხდება იქ.

  13. ისწავლეთ პატიება - რას ფიქრობენ სხვები თქვენს შესახებ, ეს თქვენი სადარდებელი არ არის.

  14. გახსოვდეთ, რამდენად ცუდიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ის ყოველთვის შეიცვლება.

  15. საქმე არასოდეს იზრუნებს თქვენზე, თუ ავად გახდებით - იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ყოველთვის.

  16. გათავისუფლდით და თავიდან მოიშორეთ ყველაფერი, რაც უშნოა, უსიამოვნოა და ბედნიერებას არ განიჭებთ.

  17. შური - ყველაზე გაუმართლებელი რამ არის, რადგან თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ან მალე გექნებათ. არსოდეს შეგშურდეთ სხვების.

  18. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს - ადექით, ჩაიცვით, კონტაქტი დაამყარეთ გარესამყაროსთან.

  19. ხშირად იქონიეთ ურთიერთობა ახლობლებთან.

  20. არასოდეს მოინდომოთ ზედმეტი. დააწესეთ გონივრული საზღვრები - ყველგან და ყველაფერში.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
2026 წლის ჰოროსკოპი - პირველადი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად არიან შეყვარებული
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს: ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ქალების რეიტინგი
ყველაზე განვითარებული ინტიუციის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
2025 წლის ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები