ბლოგი

დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში

დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეულ ნიშანს აქვს თავისი უცნაურობები...

თითოეულ ნიშანს აქვს თავისი უცნაურობები და ნაკლოვანები...

 

ვერძი

თქვენ გაიქცევით, როგორც კი გბეზრდებათ ან როდესაც გრძნობთ, რომ ჩიხში შეხვედით. ეს, რა თქმა უნდა, თქვენი ბრალი არაა- ასეთია ვერძი.

კურო

როდესაც ხვდებით საკმაოდ სტაბილურ პარტნიორს, რომელთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობთ, თანდათან იწყებთ ძილის რეჟიმში გადასვლას. არ იტყოდით უარს ასეთ მდგომარეობაში სამუდამოდ დარჩენაზე, ხოლო თქვენი პარტნიორი, ალბათ, მოწყენილია.

ტყუპები

თქვენ თვითონ ანადგურებთ თქვენს ურთიერთობებს, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგადაა, თითქოს გყავთ ბოროტი ტყუპი, რომელიც განზრახ ქმნის პრობლემებს. რატომ? არავინ იცის.

კირჩხიბი

ერთი მხრივ, გჭირდებათ ყურადღება და ვინმე, ვისაც ეყვარებით და კომპლიმენტებით აგავსებთ, მეორე მხრივ- მუდმივად პაუზას იღებთ, რათა იფიქროთ, და ისურვებდით, რომ ყველამ თავი დაგანებოთ. რა თქმა უნდა, გსურთ ყველაფრის მაშინვე მიღება- ესეც და ისიც, რაც საკმაოდ აღიზიანებს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა თქვენთან საქმის ქონა.

ლომი

თქვენ არა მხოლოდ დარწმუნებული ხართ, რომ ყველა თქვენი იდეა არის გენიალური, არამედ კიდევ ძალიან გიყვართ ადამიანებით ბრძანება, რადგან თვლით, რომ არ არსებობს უკეთესი გადაწყვეტილება, იმათ გარდა, რასაც თქვენ სთავაზობთ.

ქალწული

თქვენი დიდი ნაკლია პერფექციონიზმი, თანაც თქვენ ამ თვისებას თვლით თქვენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ. საკუთარ პარტნიორში ნაკლის გამოძებნა უბრალოდ ჰობი კი არა, თქვენი მოწოდებაა.

სასწორი

თქვენ ხართ იმდენად ღია და კომუნიკაბელური ადამიანი, რომ ზოგჯერ გავიწყდებათ ადამიანი, რომელთანაც პაემანზე მიდიხართ.

მორიელი

გეჩვენებათ, რომ თავისი პარტნიორის მიმართ ავლენთ ნამდვილ ერთგულებას და უპირობო სიყვარულს, ხოლო სინამდვილეში ხართ სხვა არავინ, თუ არა ეჭვიანი და ზოგჯერ აგრესიული მესაკუთრე. ასე ამბობს თქვენი ჰოროსკოპი, და არა ჩვენ.

მშვილდოსანი

თქვენი მრავალწახნაგობა პირდაპირი გაგებით ყველა მხარეს გატრიალებთ, აი რატომაც ამბობენ, რომ თქვენს პარტნიორს უკუაგდებთ, ჩვენ არ მივდივართ ჭეშმარიტებისგან შორს. რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ ვერ ხედავთ პრობლემას იმაში, რომ დაკავებული ხართ მხოლოდ იმითი, რაც გაინტერესებთ ამ მომენტში.

თხის რქა

თქვენ მოგწონთ დასახული მიზნების მიღწევაზე გულმოდგინე მუშაობა, მაგრამ თქვენ ხშირად გავიწყდებათ მოდუნება და პარტნიორის მიმართ ელემენტარული ყურადღების გამოჩენა, რომელსაც ზოგჯერ უბრალოდ უნდა სიცოცხლით ტკბობა.

მერწყული

თქვენ მოგწონთ სხვა ადამიანების მოხიბლვა და მათ თქვენი შეყვარების იძულება, რომც იმაზე მეტს არაფერს აპირებდეთ, ვიდრე უბრალო მეგობრული ურთიერთობები. იმედი მაქვს, არ დამჭირდება ახსნა, რატომ არის ასეთი ქცევა არც ისე კორექტული, ასეა ხომ?

თევზები

თქვენ ჩუქნით თქვენს სიყვარულს, არ იკავებთ თავს, და როდესაც საქმე კამათამდე მიდის, გირჩევნიათ გვერდზე დადგომა და ლოდინი, სანამ ყველაფერი თვითონ მოგვარდება. აი რატომაც ხშირად მოიწყენთ პარტნიორთან, ურთიერთობები ხომ არ არის მხოლოდ ყოველდღე დღესასწაული.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
10 ნიშანი იმისა, რომ კარმულ ურთიერთობებში გაეხვიეთ
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
გულახდილი ადამიანების 12 ჩვევა
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
არასოდეს დაიდოთ ეს ყველაფერი საწოლის ქვეშ: ფენ-შუის მიხედვით
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან