ბლოგი

ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ

ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პირველ რიგში ურთიერთობაზე არიან ორიენტირებული. კონტაქტები მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათთვის რთულია წარმატების მიღწევა ან გადაწყვეტილების მიღება , როდესაც მარტო არიან. სასწორს სჭირდება ადამიანები, რომლებიც მას რთულ სიტუაციაში მხარს დაუჭერენ . იმისთვის, რომ მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროთ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან, უნდა იცოდეთ მათი ხასიათის თვისებების შესახებ.

 

სასწორი ყოველთვის წონასწორობისკენ მიისწრაფვის. ეს ადამიანები თავს არიდებენ სკანდალებს . ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ჯერ მოლაპარაკება ურჩევნიათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები გახსნილი ადამიანები არიან. ამიტომაც,  დიპლომატიაში წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ჰარმონიის შენარჩუნებისთვის მზად არიან პირფერობისა და ტყუილისთვის.

 

საინტერესო ფაქტები სასწორის შესახებ

- ისინი დიდსულოვანი არიან. ეგოიზმი არ არის მათთვის დამახასიათებელი თვისება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის გახსნილი არიან. მათ ასეთივე ადამიანები მოსწონთ. იმისთვის, რომ სასწორის ნდობა დაიმსახუროთ, დიდსულოვანი უნდა იყოთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს გარშემომყოფების დახმარება მოსწონთ. მაგრამ ისინი წინასწარ რამდენიმეჯერ შეამოწმებენ, ხომ არ ატყუბს მათ ვინმე.

 

- მათ ურთიერთობა უყვართ. ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან ექსტრავერტები. მათ უჭირთ ერთ ადგილას ჯდომა ურთიერთობების გარეშე. ისინი იქ მოხვედრისკენ მიისწრაფვიან, სადაც ბევრი ხალხია. რეგულარულად ღამის კლუბებში, წვეულებებზე, მეგობრებთან დადიან. შინაყუდებს ვერ გავხდით მათ.

 

- მათ რჩევების მიცემა უყვართ. სასწორს შეუძლია თუნდაც ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. ასეთ მომენტებში ყველა ემოციას უკუაგდებენ. უყვართ დახმარება, ამიტომაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რჩევისთვის მიმართოთ მათ.

 

- ისინი კრიტიკას ვერ იტანენ. სასწორთან ურთიერთობისას სიტყვებს უნდა დააკვირდეთ. მათ არ უყვართ, როდესაც აკრიტიკებენ. მაშინაც კი, როდესაც რამე შეეშალათ და იციან, რომ არ არიან მართალი. თუ მათ გაკრიტიკებას დაიწყებთ, ისინი მაშინვე ჩაიკეტებიან.

 

- ისინი კარგ მეხსიერებას ფლობენ. ჯობია სასწორს არ აწყენინოთ. მათ ძალიან დიდხანს ახსოვთ ყველა წყენის შესახებ . და აუცილებლად ნახავენ დროს შურისძიებისთვის.

 

ფაქტები კაცი-სასწორის შესახებ

ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგად ერკვევიან ადამიანებში. ისინი გრძნობენ, როდის ცდილობენ სხვები მათ მოტყუებას. შეუძლიათ ემოციების შეგრძნება. ამის წყალობით ადვილად ნახულობენ მეგობრებს და იწყებენ ურთიერთობებს. მაგრამ თავის უნარებს ბოროტად არ იყენებენ, რადგან სასწორისთვის პატიოსნება მნიშვნელოვანია.

 

რამდენიმე ფაქტი კაცი-სასწორის შესახებ

 

- ისინი გამბედავი არიან. კაცებმა იციან თავისი სურვილების შესახებ და ყველაფერს შესაძლებელს აკეთებენ, რომ ისინი განახორციელონ. ამ ნიშნის წარმომადგენლები უსაქმოდ არ არიან. ყველაფერს ზუსტად გეგმის მიხედვით აკეთებენ.

 

- მათ ხშირად უყვარდებათ. ურთიერთობებში კაცი შეიძლება ძალიან რომანტიული იყოს. ის წერს ლექსებს, შეყვარებულს საჩუქრებს ჩუქნის, მისთვის სიმღერებს თხზავს. შეიძლება დაჟინებულიც იყოს. კაცი ნებისმიერი გოგოს მიმართ ნახავს მიდგომას. მაგრამ ეს გრძნობა ჩვეულებრივ რამდენიმე თვეში ქრება.

 

- ისინი არასტანდარტულად აზროვნებენ. თუნდაც  ყველაზე ჩვეულებრივ საგნებში საოცარ თვისებებს ამჩნევენ. ეს უნარი მათ პროფესიონალურ სფეროსა და პირად ურთიერთობებში წარმატების მიღწევაში ეხმარება. სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს  შორის ხშირად გვხვდებიან გამომგონებლები.

 

- მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. სასწორი ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს თავისი მნიშვნელობის ხაზგასმას. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა. უყვართ, როდესაც მათ უსმენენ.

 

- არ უყვართ ფიზიკური შრომა. კედელში ლურსმნის ჩაჭიდებაც კი მათთვის სერიოზული გამოცდაა. მათ სხვისთვის ფულის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ამ ამოცანასთან დამოუკიდებლად გამკლავება.

 

ფაქტები ქალი-სასწორის შესახებ

ამ ნიშნის წარმომადგენლები მიმზიდველი არიან. ისინი თვალშისაცემ გარეგნობას ფლობენ. თავის თავს უვლიან. ამიტომაც მაღაზიაში უმაკიაჟოდ იშვიათად ჩადიან. სასწორისთვის ჰარმონია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ისინი მას ყველაფერში ეძებენ.

 

საინტერესო ფაქტები ქალი-სასწორის შესახებ

 

- ისინი კეთილები არიან. 24 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე დაბადებულ გოგონასთან ახლოს ადამიანიები თავს უფრო კეთილებად გრძნობენ. სასწორი ცდილობს, ადამიანში საუკეთესო დაინახოს.

 

- ისინი გაუბედავები არიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები საათების განმავლობაში იღებენ გადაწყვეტილებებს. მუდმივად ეპარებათ ეჭვი არჩევანში, ზედმიწევნით ფიქრობენ ყველა ღირსებასა და ნაკლზე. როდესაც არჩევანი გააკეთეს, მაინც ეპარებათ ეჭვი. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

 

- მათ ურთიერთობა უყვართ. ქალ-სასწორს უყვარს ლაპარაკი. შეუძლიათ საათების განმავლობაში  ილაპარაკონ სხვადასხვა თემაზე.

 

- ფულთან არ მეგობრობენ. ხშირად გვხვდებიან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, რომლებიც სწორად ვერ მართავენ თავის ფინანსებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ფული უნდა დაიხარჯოს. როგორ- არ აქვს მნიშვნელობა.

 

- მათ იციან თავისი ნაკლოვანების შესახებ. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ქალებმა იციან თავისი ღირსებების და ნაკლოვანების შესახებ. თანაც, თავისთვის მომგებიანად დადებით მხარეებს გამოყოფენ და უარყოფითებს მალავენ. დიდ დროს ატარებენ სარკესთან, რადგან უნდათ, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ. ამის გამო, ხშირად აგვიანდებათ შეხვედრებზე.

 

დასკვნის სახით

 

სასწორს მარტოობის ეშინია. ისინი მუდმივად ახალ ადამიანებს იცნობენ, აქვთ ურთოერთობა, მეგობრებს ეძებენ. როდესაც ქორწინდებიან, სჯერათ, რომ ამ ადამიანთან მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებენ. მათ ოჯახში ჩვეულებრივ ბევრი შვილია. ოჯახი- სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების მთავარი ფასეულობაა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
ნეპტუნი ჰოროსკოპში
ურანი ჰოროსკოპში
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
მერკური ჰოროსკოპში
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება
რა ვაჩუქოთ თხის რქას