ბლოგი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა

ფეისბუქზე გაზიარება

მათ ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობების საკითხი ასე წყდება - როცა ვნება ცხრება, მაშინვე იწყებენ ახალი პარტნიორის ძიებას.

 

თუ გაინტერესებთ რომელი სამი ნიშანი იქცევა ასე, განაგრძეთ კითხვა. შესაძლოა ეს სტატია თქვენთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყოს.

 

მაშ ასე, სამეულის სათავეში დგას - ვერძი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წამომადგენლები სიყვარულის გამო მომენტალურად კარგავენ თავს, ნაჩქარევად უკავშირებენ ცხოვრებას ვნების ობიექტს, რასაც გარკვეული დროის შემდეგ ძალიან ნანობენ და გამალებით იწყებენ ურთიერთობის შეწყვეტაზე ფიქრს. გაურკვევლობის ასეთი პერიოდი, ვერძების ცხოვრებაში შეიძლება თვეობით გაგრძელდეს. ამ დროის მანძილზე, მათ ვნების გაღვივების არაერთი მცდელობაც აქვთ, რისი დახმარებითაც, ახერხებენ რეალურ გრძნობებში გარკვევას და სამომავლო გადაწყვეტილების მიღებას.

 

სიის ნომერი ორი არის - მშვილდოსანი

 

ერთი ადამიანისადმი ერთგულების გამოვლენის შეუძლებლობა, მშვილდოსნების ხასიათის ნაწილია. თუ ზოდიაქოს ეს ნიშანი ერთ ადგილას ან ერთი და იგივე ადამიანთან ურთიერთობაში დიდხანს რჩება, მას მოუსვენრობა და შფოთვა ეწყება. ნებისმიერი ტიპის კავშირისას, მშვილდოსნებს ასევე ესაჭირეობათ პირადი სივრცე, რომლის გარეშეც, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის აგება უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ მეწყვილედ სწორედ ეს ნიშანი აირჩიეთ და არ გინდათ მასთან დაშორება, მაშინ მოგიწევთ ხშირად დახუჭოთ თვალი მისი მხრიდან ერთგულების ფიცის დარღვევაზე.

 

და ბოლო წარმომადგენელია - მერწყული

 

ეს არის ზოდიაქოს ყველაზე მოუსვენარი ნიშანი. რამოდენიმე დღეზე მეტი ხნით გაგრძელებული ურთიერთობა, მისთვის რთული ამოცანა ხდება. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მერწყული მრავალფეროვნებას აფასებს. თან სექსუალურად, არც თუ ისე აქტიურია. ხშირად ხდება ისე, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ჯერ ხიბლავს ადამიანს, ხოლო შემდეგ თავადვე, ძალიან სწრაფად კარგავს მისდამი ინტერესს. თუ მერწყულს ინტელექტუალურად დააინტერესებთ, მაშინ მეტი შანსი გაგიჩნდებათ გრძელვადიანი ურთიერთობის ასაგებად.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე
ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია
“იღბლიანი გზა” მარტის მეორე ნახევარში ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის
მზე ჰოროსკოპში
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
დედამთილების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
2023 წლის პირველი ნახევარი უხვად დაასაჩუქრებს ზოდიაქოს მხოლოდ სამ ნიშანს!
სატურნი ჰოროსკოპში
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით