ბლოგი

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი

ფეისბუქზე გაზიარება

თუ კი შენ 21 მარტსა და 20 აპრილს შორის დაიბადე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის ვერძი. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ასევე პირველი ცეცხლის ნიშანია. ის ცნობილია იმით, რომ შეუძლია კონფლიქტური სიტუაციის მართვა და არის ძალიან გულწრფელი და პირდაპირი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...

აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი:

  1. ამ ნიშნის ქვეშ ლიდერები იბადებიან. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა მართოს სიტუაცია და აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა. ვერძის თავდაჯერებულობა არა მხოლოდ მათზე, არამედ გარშემომყოფებზეც დადებითად მოქმედებს.
  2. ის უშიშარი და მამაცია. პრობლემასთან შეჯახებისას ვერძი არასოდეს დაიხევს უკან პირიქით, შეიძლება პროვოცირებაც კი სცადოს. რაც ყველაზე დასაფასებელია ამ ნიშანის არის ის, რომ მათ არ უყვართ კომფორტის ზონის მიღმა ყოფნა, ყოველთვის ახლის ძიებაში არიან.
  3. ის ამოუცნობი, არაპროგნოზირებადი და სპონტანური ზოდიაქოს ნიშანია. ვერასოდეს მიხვდები რას, როდის და როგორ გააკეთებს.
  4. პირდაპირი და სამართლიანია. კი, არავის უყვარს მწარე სიმართლე, თუმცა ყველას სჭირდება. უნდა იცოდე, რომ ვერძი არასოდეს დაიწყებს შენს ზურგს უკან ჭორაობას და ყოველთვის გეტყვის სიმართლეს პირში. ამასთანავე, არ უყვარს უსამართლობა!
  5. ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნიშანია. ზოგადად რთულია მისი ნდობის მოპოვება მაგრამ თუ ეს შეძელი ჩათვალე რომ მისი სახით უერთგულესი ადამიანი შეიძინე, რომელიც არასოდეს გიღალატებს.
  6. მას შეუძლია იყოს ან საყვარელი ან აუტანელი ადამიანი. თუ კი ვერძის მიმართ პატივისცემა და კარგი განწყობა გამოავლინე უპირობოდ საყვარლად მოგექცევა. მაგრამ აი თუ აწყენინე გირჩევნია გარბოდე!
  7. მას არ ეშინია რისკების. ისეთი არანორმალური და სარისკო იდეა გაგიჩნდა, რომ არავინ აგყვება? როგორ თუ არავი, გაუზიარე ის შენს ვერძ მეგობარს. დამიჯერე, არ აგყვება კი არა, აქეთ გაიძულებს გააკეთო.
  8. ვერძი პოზიტიურია. თან მისი პოზიტიურობა გადამდებია. არ უყვართ ნეგატივთან შეგუება და მუდამ სინათლეს ეძებენ ყველგან და ყველაფერში.
  9. ისინი კეთილები და გულუხვები არიან. ის ყოველთვის გაგიყოფს საჭმელი ულუფას, არასოდეს დაეზარება შენთვის საჩუქრების იდვა და თუ კი ეტყვი „აუ ეს სად იყიდე“ ადგება და გაჩუქებს (ნუ იმას მაინც გეტყვის სად იყიდა)
  10. მათთან დროის გატარება ნამდვილად ღირს, რადგან ზუსტად იცი, რომ მასთან არასოდეს მოიწყენ, მუდამ გექნება მისი იმედი, იცი, რომ არ გეპირფერება და შენთან უპირობო გრძნობები აქვს.

მოკლედ, ერთი ვერძი ყველას უნდა ჰყავდეს!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
ფრთხილად იყავით ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის მამაკაცთან!
10 უცნაური ფაქტი კუროების შესახებ
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
აღმოსავლური ჰოროსკოპი 2025
თხის რქების განსაკუთრებულობის 8 ნიშანი
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
2024 წლის ჩინური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?