ბლოგი

საიდუმლოდ შესანახი საკითხები

საიდუმლოდ შესანახი საკითხები

ფეისბუქზე გაზიარება

არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა შესახებ სხვბთან საუბარი საჭირო არ არის, რათა არ გამოიწყვიოთ შური და ბოღმა, ავი თვალით რომ არ შემოგხედონ ან ნეგატიური ენერგეტიკა არ მომართონ თქვენსკენ.

ცხოვრება - საშიში რამ არის, ხოლო ადამიანისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწორედ სხვა ადამიანები წარმოადგენენ. მათ ყოველთვის ექნებათ საკმარისი მიზეზები იმისათვის, რომ ზიანი მოგაყენონ. სწორედ ამიტომ, თავის დაცვის საუკეთესო საშუალება მდგომარეობს დუმილის ოქროს წესში.

წარმოგიდგენთ იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომლებზეც სხვებთან საუბრისგან განსაკუთრებით უნდა შეიკავოთ თავი. მაშ ასე, ერთად გავარკვიოთ, რაზე არ უნდა ვისაუბორთ სხვებთან და ვეცადოთ მაქსიმალურად დავიცვათ თავი ნეგატივისგან:

1. შორს მიმავალი გეგმები

ჩვენ მივეჩვიეთ ცხოვრებისეული გეგმების გაზიარებას და უსაზღვრო სიამოვნებას ვიღებთ, როცა გარშემომყოფებს ვუყვებით თუ როგორ ვგეგმავთ სხვადასხვა საკითხებს, რა გველის და ა.შ. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკუთარი გეგმებისა და ოცნებების სხვებისთვის გაზიარება კარგი ნამდვილად არ არის, ზოგჯერ ახლობელი ადამიანებისთვისაც კი, რადგან მათ შეუძლიათ სერიოზული დაბრკოლებები შეგიქმნან. ყველასთვის ცნობილა, რომ აზრები მატერიალიზდება, ეს კი გულისხმობს მათი მხრიდან წამოსული შურის, ბოღმის და ნეგატივის ზემოქმედების შესაძლებლობასაც, რაც შესაძლოა საკმაოდ ცუდად აისახოს თქვენს ჩანაფიქრზეც და ზოგადად ცხოვრებაზეც.

2. კამათი და კონფლიქტი

რა ხდება თქვენს ოჯახში, ნამდვილად არ არის საჭირო რომ სხვებმა იცოდნენ. ჯერ ერთი პარტნიორთან ან მეუღლესთან კონფლიქტზე საუბარი ულამაზოა და პირადის გასაჯაროვებაა, რაც მიუღებელია და ფაქტიურად ღალატის ტოლფასია. თუ ადამიანთან ცუდად გრძნობთ თავს, უმჯობესია ცალ-ცალკე გზებით წახვიდეთ. გარდა ამისა, სხვებს შესაძლოა სულაც ახარებდეს თქვენი უთანხმოება, ეს კი კონფლიქტებს მხოლოდ გაზრდის და კიდევ მეტ პრობლემებს შეგიქმნით. ამას ის ფაქტიც დაამატეთ, რომ სხვებისთვის ცუდ ქმარზე ან ცოლზე მოყოლილი ამბებით ამ ადამიანებს უნებლიედ თქვენი მეორე ნახევრის წინააღმდეგ განაწყობთ, რაც სამომავლოდ შეიძლება ძალიან ცუდად მოგიბრუნდეთ.

3. დახმარება და ქველმოქმედება

იმის თაობაზე მოყოლა, თუ როგორ ეხმარებით სხვებს, თვისთავად ულამაზოა და უბრალოდ ტრაბახში ჩაგითვლებათ. მგონი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა დამოკიდებულება გაუჩნდებათ თქვენს მიმართ სხვებს, როცა იფიქრებენ, რომ ტრაბახობთ. ეს გააჩენს დიდი ნეგატივს, რაც პირველ რიგში ავნებს თქვენს რეპუტაციას. ამიტომ, თუ რამე სიკეთე გააკეთეთ და ამაზე საუბარი ძალიან გსურთ, დადექით სარკის წინ და მოუყევით საკუთარ თავს. ასეთი მიდგომა დაგიცავთ ავის მსურველებისა და უარყოფითი ენერგეტიკისგან.

4. წარმატება

სხვებისთვის საკუთარი წარმატებების მოყოლით სიამოვნებას იღებთ მხოლოდ თქვენ, თუმცა ამით ძალიან ვნებთ საკუთარ თავს. ადამიანები თქვენს სიტყვებს სიამაყის გამოვლინებად ჩათლვიან და თან შურით აივსებიან. მათი ნეგატივი კი პირდაპირ მომართული იქნება თქვენს წარმატებაზე და დიდ ზიანსაც მოგიტანთ - ის შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ! დაიმახსოვრეთ, საკუთარ მიღწევებსა და წარმატებებზე საუბარი სხვებთან რეკომენდირებული არ არის.

5. ქილიკი და ჭორაობა

სხვებზე ჭორაობისას პირველ რიგში საკუთარ რეპუტაციას აზიანებთ, რადგან ადრე თუ გვიან, თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები აუცილებლად მივა განხილვის ადრესატამდე და ეს ფაქტი სერიოზულად გააფუჭებს ურთიერთობებს. გარდა ამისა, ჭორიკნები არავის არ უყვარს, განსაკუთრებით თუ ისინი უგონებენ ადამიანებს რამეს ან აქილიკებენ. ასეთი სუბიექტებისგან ყველა ცდილობს დისტანცირებას. მსგავსი ქცევით, თქვენ ძალიან აბინძურებთ საკუთარ შინაგან სამყაროს და იქმნით არაჯანსაღ აურას, რომელიც არასოდეს მისცემს სიკეთეს და პოზიტივს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის საშუალებას.

6. ფული

ფულს უყვარს დათვლა, მაგრამ ვერ იტანს მის შესახებ სხვებთან საუბარს. საკუთარ შემოსავლებზე ტრაბახით, როგორც მინიმუმ ქურდების და თაღლითების ყურადღებას მიიქცევთ. გარშემო უამრავი შურიანი ადამიანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ღია საუბარმა შეიძლება დიდი ზიანი მოგაყენოთ, რასაც კრიმინალი სულაც არ სჭირდება. ნეგატიურ აურას, რომელსაც თქვენ მსგავსი ქცევით მოიზიდავთ, მარტივად შეუძლია ფინანსური კეთილდღეობა დაგაკარგვინოთ. ტყუილად არ უთქვამთ ბრძენ ადამიანებს: «ფულს უყვარს სიჩუმე!».

7. ბავშვები და ჯანმრთელობა

ცხოვრებისეულ თემებზე, როგორიცაა ბავშვები და ჯანმრთელობა, ადამიანი საუბრობს ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა, ერთი საკითხია საკუთარი შვილების პოზიტიურ ჭრილში განხილვა და მათი მიღწევებით მიღებული სიხარულის გამოხატვა, ხოლო მეორე მათი წარუმატებლობების სხვებთან განხილვა. ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ბავშვს ნაზი ფსიქიკა აქვს და ნებისმიერი კრიტიკა უფროსების, მითუმეტეს სხვა ადამიანების მხრიდან, ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. ხოლო თუ სხვებთან მუდმივად იწუწუნებთ საკუთარი ჯანმრთელობაზე, ავადმყოფობას და უბედურებას კიდევ უფრო მეტად მოიზიდავთ.


გახსოვდეთ, სამყაროს ესმის ჩვენი და გვიგზავნის იმას, რაც გვსურს და რაზეც ვსაუბრობთ. ამიტომ, ყოველთვის დაფიქრდით და სიფთხილე გამოიჩინეთ საკუთარი სიტყვების მიმართ. არ დაგავიწყდეთ, რომ «დუმილს ოქროს ფასი აქვს!».

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
რა არ უყვართ ტყუპებს?
ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები
ზოდიაქოს ნიშანი თევზები: 10 ფაქტი თევზების შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
ზოდიაქოს 6 ნიშანი, ვისაც მარტოობა ურჩევნია დაშორებას
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები