ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში

ფეისბუქზე გაზიარება

მათ ეშინიათ, რომ ახალგაზრდობა გაქრება და მხოლოდ სინანული დარჩება...

ასაკის მატება, ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის კატასტროფის ტოლფასია...

ასტროლოგებმა დაასახელეს სიბერისადმი ყველაზე დიდი ფობიას მქონე ზოდიაქოს ნიშნები. განაგრძეთ კითხვა და შეამოწმეთ, ხართ თუ არა ამ ჩამონათვალში.

 

მშვილდოსანი



მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ავანტურისტული სულისკვეთება აქვთ: მათ უყვართ მძაფრი შეგრძნებების განცდა გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, არასოდეს ამბობენ უარს რაიმე ახალის დატესტვა-გასინჯვაზე და ყოველთვის ეძებენ ძლიერ ემოციებს. დაბერება მშვილდოსნებისთვის ტაბუირებული თემაა, რადგან გრძნობენ, რომ ერთი ამოსუნთქვით ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ ახალგაზრდობის და მასთან ერთად ახალი გამოცდილებით სიამოვნების მიღების დასრულების. მშვილდოსნები - ეს არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და ვერ იტანენ პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს. თუმცა, დროთა განმავლობაში, როცაამჩნევენ მოახლოებულ სიბერეს, მაშინ იწყებენ ფიქრს მომავალზე. თუ მშვილდოსნებს არ გამოუვიდათ ცხოვრებისეული მწვერვალების დაპყრობა, სიბერის მოახლოებამ მათში შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს ან პირიქით, ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოწვევას უწესებენ დროს, რომელიც დაუნდობლად მიიწევს წინ!

 

ტყუპები

 

ტყუპები არიან ფანტაზიორები და მეოცნებეები. მაგრამ წლები მიდიან, მათ კი არ სურთ იმ ფაქტის მიღება, რომ ბერდებიან და ასაკი ემატებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სურთ ცხოვრება შეზღუდვებისა და პასუხისმგებლობების გარეშე გააგრძელონ, დატკბნენ ყოველი დღით და არ იყურონ წარსულში. მათი უსაზრვრო ვნებები, დიდი გრძნობები, რომლებშიც ისინი ეფლობიან ყოველ ჯერზე, და მრავალრიცხოვანი ოცნებები, რომლებსაც სათუთად ეფერებიან ყოველდღიურად, ცდილობენ ტყუპების თავიდან ამოაგდონ ფიქრები სიბერეზე, თუმცა, ცხოვრება და რეალობა სულ სხვაა და ტყუპებსაც, ისევე როგორც სხვა ნიშნებს, სიბერესთან შეგუება უწევთ...

 

მერწყული

 

ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ეშინიათ სიბერის, ასევე მიეკუთვნება მერწყული. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მუდმივად აქვთ თავგადასავლების წყურვილი. მათ ისევე აშინებს წარსულზე ფიქრი, როგორც მომავალ სიბერეზე. მათ თავში ათასობით ფიქრი და გეგმაა, რომლებიც ყოველდღიურად კიდევ უფრო იმატებს. მერწყულებისთვის ყველაზე ძლიერი შიში არის სინანული იმისა, რომ მათ რაღაც ვერ მოასწრეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად მომავალ პრობლემებზე ფიქრობენ და აწმყოსა და რეალობისთვის ფაქტიურად აღარ რჩებათ დრო. ისინი საკუთარი გონების ხაფანგში იმყოფებიან. მომავალ სიბერეზე ფიქრი იმდენად მძაფრია, რომ შუა ასაკიდან მათ ეს ყველაფერი უკვე სახეზე ეტყობათ...

 

მორიელი

 

მორიელები, მიუხედავად იმისა, რომ სიბერის ფობიით შეპყრობილი არიან, სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან შედარებით უფრო ლამაზად ბერდებიან. ისინი მთელი ძალით ცდილობენ, რომ წლები არ დაეტყოთ სახეზე, კანზე, სხეულზე... მორიელები ყველაზე დიდი შიში მდგომარეობს იმაში, რომ საკმარისი გამოცდილება და მაგალითები არ მიიღეს განვლილი ცხოვრებიდან ან უაზროდ განვლეს ცხოვრება და ფუჭად ბერდებიან. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, არასოდეს იქნებიან მზად მომავლისთვის, იმისთვის, რაც მათ ელით, ამიტომ, მუდმივად ირჩევენ აწმყოთი და მოცემული მომენტით ისიამოვნონ მაქსიმალურად - ეს გარკვეული თავდაცვის მექანიზმია, რადგან ეხმარებათ, ნაკლები იფიქრონ სიბერეზე...

 

კირჩხიბი

 

კირჩხიბებს, სიბერესთან მიმართებაში, შერეული განცდები აქვთ. მათ ეშინიათ, რომ ახალგაზრდობა საპნის ბუშტივით გაქრება და მოხუცებულობის დროს, სინანულის მეტი არაფერი დარჩებათ. მეორეს მხრივ, მათ ყოველთვის საუკეთესო სურთ საკუთარი თავისთვის და იციან, რომ სიბერეშიც კი, უნდა იცხოვრონ სრუფასოვნად და ბედნიერად. მომავალზე ფიქრი, მათში ყოველთვის სტრესს იწვევს. კირჩხიბებს სჭირდებათ დრო იმისათვის, რომ გააცნობიერონ როგორი დაუნდობელია დრო. როგორც კი თავდაჯერებულობა მოემატებათ, შეძლებენ დაძლიონ შიში, უფრო უმტკივნეულოდ და გააზრებულად განაგრძონ ცხოვრება და შეხვდნენ სიბერეს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა უნდათ
რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის მბრძანებლობენ
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
ურანი ჰოროსკოპში
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში