ბლოგი

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს: ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს: ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში

ფეისბუქზე გაზიარება

დამდეგი წელი საკმაოდ წარმატებული იქნება თითქმის ყველა ნიშნისთვის, მაგრამ მას თავისი საყვარელი ნიშნები ჰყავს, ანუ ისინი, ვისაც განსაკუთრებით გაუმართლებს. შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი მათი ვარსკვლავური საათია!

 

როგორც იქნა ის მთავრდება! 2020 წელი, რომელმაც ამდენი კატაკლიზმი და განცდა მოიტანა. კორონავირუსის ეპიდემია, ხანგრძლივი კარანტინი, ნიღბები, ანტისეპტიკები, ახლობლების, სამსახურის ან ბიზნესის დაკარგვის შიში,- ყველაფერი ეს ამ წლის გამოწვევაა, რაც მთავრდება, წარსულში რჩება.

 

ცვლილებები- მომავალი წლის საკვანძო სიტყვაა. თუმცა არის ერთი პირობა: ცვლილებები არ ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ დივანზე სხედან და „მოუთმენლად“ ელოდებიან, როდის გაუმართლებთ. აუცილებელია ძალისხმევის დატანება: მთელი ძალით ცდა, ახალი გზების ნახვა, მუშაობა, და კიდევ ერთხელ მუშაობა და თავისის მიღწევა.

 

ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში უკვე დიდი ხანია მომწიფდა, და აი მათი საათი პიკიც დადგა. მით უმეტეს, რომ 2021 წელს ვარსკვლავები იღბალს მოასწავებენ!

 

ესე იგი, დამდეგი წელი საკმაოდ წარმატებული იქნება თითქმის ყველა ნიშნისთვის, მაგრამ მას თავისი საყვარელი ნიშნები ჰყავს, ანუ ისინი, ვისაც განსაკუთრებით გაუმართლებს. შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი მათი ვარსკვლავური საათია!

 

ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს ნიშნები ოთხი მათგანი იქნება: ვერძი, ლომი, ქალწული და თხის რქა.

 

ვერძი: დაფიქრდება ქორწინებაზე

ზაფხულიდან დაწყებული და აგვისტომდე ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს გაუჩნდებათ მათი შეხვედრის შანსი, ვისაც დიდი ხანია ეძებდნენ. საუბარია რომანტიულ პარტნიორებზე, რომლებთანაც ურთიერთობები ძლიერი და ხანგრძლივი იქნება.

ისინი, ვინც უკვე ხვდება ვიღაცას, ამავე პერიოდში გააცნობიერებს, რომ აღარ უნდა იყოყმანოს და იეჭვიანოს- დადგა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო. ამიტომაც ისინი დაფიქრდებიან იმაზე, რომ დაქორწინდნენ, ასევე გრძნობების წარმოუდგენელ ამაღლებას და დავიწყებულ ცხარე შეგრძნებებს განიცდიან.

პროფესიული და ფინანსური კუთხით 2021 წელი ასევე წარმატებული იქნება ვერძისთვის. ამიტომაც თამამად იმოქმედეთ, როდესაც გრძნობთ, რომ კარგი იდეა გაქვთ.

 

ლომი: შესანიშნავი დროა კარიერისთვის

ამ ნიშნის წარმომადგენლებს სიყვარულში გაუმართლებთ: იუპიტერის მფარველობის წყალობით მთელი თქვენი ცხოვრების სიყვარულის შეხვედრის უნიკალური შანსი გაგიჩნდებათ. თანაც ეს დაახლოებით ივლისამდე მოხდება.

ლომები, რომლებიც უკვე ურთიერთობებში იმყოფებიან ან დაქორწინებული არიან, დაფიქრდებიან იმაზე, რომ მშობლები გახდნენ. და არ არის გამორიცხული, რომ ბევრი მათგანი უკვე წლის ბოლოსთვის შესანიშნავ სიახლეს გაიგებს, რომ ბავშვს ელოდებიან!

2021 წელი უბრალოდ იდეალურია ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის სამსახურში დაწინაურების ან საკუთარი საქმის აღმოჩენის კუთხით. თანაც მთელი წლის განმავლობაში, და არა მხოლოდ ზაფხულში. ასე რომ გეგმები, კარიერა- ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ ამას ისე, როგორც არასდროს.

 

ქალწული: პირველ ადგილზე- მთელი თქვენი ცხოვრების საქმე

დამდეგი ახალი წელი უკიდურესად იღბლიანია სიყვარულისთვის და ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის. განსაკუთრებით- აგვისტოდან დაწყებული . მშვენიერი შანსი განჩნდება ახალ ადამიანებთან გაცნობისთვის და ურთიერთობების დაწყებისთვის, რომლებიც ძალიან იღბლიანი იქნება. თუ უკვე ხართ დაქორწინებული ან ურთიერთობები გაქვთ, მაშინი ისინი იმდენად გაძლიერდება, რომ პარტნორთან ერთდროულად გაახმოვანებთ იდეას, რომელიც დიდი ხანია მწიფდებოდა და ჰაერში ტრიალებდა: „ ხომ არ დავქორწინდეთ?“

 

პროფესიული კუთხით ამ ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, როგორც ყოველთვის. მაგრამ 2021 წელს მათი ცდები ბოლოს და ბოლოს იქნება ღირსეულად შეფასებული: ზამთარში ისინი თავისი შრომის შედეგებს მოიმკიან, და სასიამოვნოდ იქნებიან გაოცებული.

 

თხის რქა: ბობოქარი სიყვარული ერთი ზაფხულისთვის

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, როგორც ცნობილია, არიან პრაქტიკული და საკმაოდ დინჯი ადამიანები. მაგრამ 2021 წელმა  მათ მოულოდნელი საჩუქარი მოუმზადა: ზაფხულის მშვენიერი სიყვარული. თუ უკვე გაქვთ ურთიერთობები, ელოდეთ თავისი პარტნიორის მიმართ გრძნობების  წარმოუდგენელ ფრქვევას. თუ მარტო ხართ- ელოდეთ ბობოქარ, წარმოუდგენელ რომანს. ახალი ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული პერსპექტივები არ აღინიშნება, მაგრამ ამ ზაფხულს მთელი ცხოვრება თბილი ღიმილით გაიხსენებთ.

 

თუმცა ზაფხული- შვებულებების დროა, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ჯობია ეს თვეები სწავლას და პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნან. ეს პერიოდი ხომ უბრალოდ იდეალურია ახალი ცოდნის და უნარების შეძენისთვის.

 

რომელი ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებს ფინანსებში მომდევნო წელს?

 

ვერძი

წარმატება ფინანსებში პირდაპირი გაგებით „მოგდევთ“ 2021 წლის პირველივე დღეებიდან. თუ ჩაიფიქრეთ ან მსხვილმასშტაბიან პროექტში მონაწილეობთ , ყველაფერი საუკეთესოდ ჩამოყალიბდება. ეს ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, და თქვენ დაფიქრდებით იმაზე, რომ საკუთარ საქმეში ჩადოთ ინვესტიცია, რასაც მუდმივად გადადებდით. რომც გაჩნდეს რაღაც სირთულეები და დაბრკოლებები, ადვილად გადალახავთ მათ, და, ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და მხოლოდ ამრავლებდა წარმატებას.

 

კურო

ჯერ კიდევ არასდროს არ იყავით ასეთი დარწმუნებული თავის ძალებში, ასე რომ თამამი იყავით და წინ წადით! არ არის გამორიცხული, რომ საკუთარ ბიზნესს გახსნით, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. 2021 წელი უნიკალური შანსია ასეთი გადაწყვეტილებისთვის, და ვარსკვლავები თქვენს მხარეს იქნებიან.

ჯერ რთული იქნება, გაგიჩნდებათ აზრები, რომ არაფერი გამოვა და ა.შ. მაგრამ არ დანებდეთ და არ დაიხიოთ უკან! ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დალაგდება და საქმე მოგებას მოგიტანთ. მეტიც, თქვენ შეგამჩნევებ და დაგაფასებენ ინვესტორები, და კიდევ უფრო მეტი წარმოუდგენელი პერსპექტივები გაჩნდება. მთავარია- არ გაჩერდეთ და არ იყოყმანოთ. ამჯერად აუცილებლად გაგიმართლებთ.

 

ლომი

ინტუიცია- აი რა იქნება თქვენი წამყვანი ვარსკვლავი 2021 წელს. ის ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან კარგად აქვს განვითარებული, რაც ნიშნავს, რომ ფინანსებთანაც ყველაფერი წესრიგში ექნებათ. ინვესტიციების გარდა, რომლებიც მოგებას უფრო სწრაფად მოიტანს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თქვენ მოულოდნელად მიიღებთ ფულს, რომელსაც დიდი ხანია დაკარგულად თვლიდით ( შესაძლოა, დაგიბრუნონ ძველი ვალი, ან მოგებას მოიტანს ერთი შეხედვით სრულიად უპერსპექტივო იდეა).

2021 წელ პლანეტები თქვენს მხარესაა.

 

ქალწული

წლის დასაწყისი, ჩანს, ფინანსურ კეთილდღეობას არ მოასწავებს ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის. მაგრამ ნუ გაგიცრუვდებათ იმედი და არ ჩავარდეთ პანიკაში! 2021 წლის მეორე ნახევარში თქვენ იქნებით, რასაც ჰქვია, ძალიან იღბლიანი: ყველაფერი გამოგივათ, ყველაფერში გაგიმართლებთ. ალბათ რამე პროექტში მიიღებთ მონაწილეობას, რომელიც დიდ მოულოდნელ  მოგებას მოგიტანთ.

სხვათაშორის, დააფასეთ ახლობლების და პარტნიორების დახმარება: სწორედ მათი დახმარების და მხარდაჭერის წყალობით თქვენი საქმეები წარმატებული გახდა. სხვათაშორის, შემდგომშიც ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში ამავალი ტრაექტორიით იმოძრავებს.

 

თევზები

მომდევნო წელი ძალიან იღბლიანი და ნაყოფიერი იქნება ფინანსური კუთხით. ინვესტიციები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩადეთ, და რომელთა გამოც ღელავდით, მოგების მოტანას დაიწყებს უკვე 2021 წლის პირველი თვეებიდან. მეტიც, წლის მეორე ნახევარში თქვენ, ალბათ, ფულის მნიშვნელოვან თანხას მიიღებთ, თანაც დღეს- ვერაფრით მიხვდებით, საიდან და ვისგან.

ასე რომ მოემზადეთ პრაქტიკულად იდეალური პერიოდისთვის საქმიან ცხოვრებაში და არ დაგავიწყდეთ ახალი საინვესტიციო გეგმების მომზადება.

 

ბედნიერი რიცხვები 2021 წელს

 

10 ბედნიერი რიცხვი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი: 1, 22, 34, 45, 76, 3, 9, 98, 43, 10

კურო: 7, 9, 8, 55, 63, 32, 67, 89, 46, 69

ტყუპები:  5, 13, 27, 42, 59, 71, 77, 6, 8, 91

კირჩხიბი: 2, 11, 21, 34, 46, 51, 66, 9, 3, 19

ლომი: 45, 63, 42, 10, 11, 1, 33, 87, 9, 14

ქალწული: 16, 24, 15, 25, 45, 5, 30, 47, 93, 3

სასწორი: 6, 14, 43, 29, 64, 9, 6, 8, 53, 7

მორიელი: 11, 19, 33, 75, 52, 51, 27, 86, 4, 2

მშვილდოსანი: 18, 1, 57, 36, 40, 49, 5, 8, 10, 22

თხის რქა: 1, 3, 7, 46, 5, 15, 51, 39, 41, 94

მერწყული: 84, 95, 70, 66, 4, 19, 29, 17, 7, 2

თევზები: 3, 33, 19, 62, 8, 39, 20, 17, 55, 71.

 

ნაკლებად იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ისეთ წარმომადგენლებს, როგორიცაა კირჩხიბი და მშვილდოსანი, ისინი უბრალოდ უნდა მოდუნდნენ და მოეშვან მომავალზე მღელვარებას. არაფერია საშიში, თუ ჯერ არ გიმართლებთ: სამყარო არ იშლება, თუ ვერ მიიღეთ თქვენი ოცნების სამსახური. მით უმეტეს, ყველაფერი გაივლის- ცუდიც, კარგიც. ასე რომ ყველაფერი გექნებათ, და სწორედ ის, რაზეც ოცნებობთ. მაგრამ- ოდნავ მოგვიანებით. ადამიანს მუდმივად ხომ არ გაუმართლებს! ოდნავ გაჩერდით, უბრალოდ იცხოვრეთ, უბრალოდ დატკბით ცხოვრებით. დაიჯერეთ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე კარიერა ან ფინანსები.

კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგი იქნება ამ პერიოდში ზუსტად გარკვევა იმის, თუ რა უნდათ სინამდვილეში ცხოვრებაში. როგორ უნდა ელოდო წარმატებას, თუ ბოლომდე არ იცით, რა გინდათ და როგორია თქვენი მიზნები. და როდესაც გაარკვევთ- აუცილებლად გაგიმართლებთ. არ არის გამორიცხული, რომ უკვე 2021 წელს.

რადგან 2021 წელი- ჰარმონიის და მშვიდობის წელია, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, მთავარია- ცხოვრებაზე ოპტიმისტრუი შეხედულება. თუ თქვენი აზროვნება პოზიტიური იქნება, ხოლო მზერა- ნათელი და კეთილი, მაშინ ცხოვრებაში  კარგი რაღააცები თავისით მოხდება.

 

მშვილდოსნისთვის კარგი იქნებოდა , რომ მოეშვას ასეთ სიჯიუტეს ახალ წელს, ხოლო კირჩხიბისთვის- გაარკვიოს, რა უნდა ცხოვრებაში და საით უჭირავს გეზი. ამ ორ ნიშანს ბევრი ბრძოლა მოუწევთ, რათა ამ წელს ბედნიერები იყვნენ . მაგრამ ნუ თუ ეს ცუდია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი კარგად დამთავრდება? ამას გარდა, რაც უფრო რთულად მოგვეცემა რამე- მით უფრო მეტად ვაფასებთ , ხომ ასეა?

თუ თქვენ არ ეკუთვნით იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც ყველაზე იღბლიანი იქნებიან 2021 წელს, არ გაგიცრუვდეთ იმედი! წინ იმოძრავეთ, გამბედავი და თამამი იყავით, აღიქვით დროებითი დაბრკოლებები როგორც გამოწვევა, რომელიც აუცილებელია ცხოვრებაში, რომ უფრო ძლიერი იყოთ. ნუ ხართ შეპყრობილი იმით, რაც ჯერჯერობით არ გამოდის, არამედ პირიქით- პატარა ნაბიჯებით მიდით დიდი მიზნისკენ. დაიწყეთ იმით, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ, და თანდათან გაართულეთ ამოცანები. ვერც შეამჩნევთ, როგორ გადალახავთ ყველაფერს და „ამოუღრღნით“ ბედს იღბალს და წარმატებას.

წარმოგიდგენიათ, როგორი ტკბილი იქნება ეს გამარჯვება? ასე რომ გაბედეთ- ყველაფერი გამოვა!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
ცუდი ზოდიაქოს ნიშნები
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ეს ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად აკრიტიკებენ ყველას
4 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება და კეთილდღეობა ზაფხულში?
მერწყულის ქვები
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის