ბლოგი

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კურო

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კურო

ფეისბუქზე გაზიარება

თუ კი შენ 21 აპრილსა და 21 მაისს შორის დაიბადე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის კურო.  ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მშვიდი და გაწონასწორებული ბუნების მიუხედავად, შესანიშნავად ახერხებენ, საზოგადოებაში საკუთარი გამოკვეთილი ადგილის დაკავებაა და ბევრისთვის, ისინი პატივისცემისა და ნდობის ეტალონად ითვლებიან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...

აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს კურო:

  1. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ზოდიაქოს ნიშანი. კუროები იმდენად მშვიდები და თავდაჯერებულები არიან მათთან ერთად ყოფნა სრული ჰარმონიაა.
  2. უერთგულესი პარტნიორები არიან. ისინი ყოველთვის სტაბილურ, გრძელვადიან და საიმედო ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. არ არსებობს კურომ გიღალატოს ან იყოს რაიმე ინტრიგის მონაწილე. ასე, რომ შეგიძლია ამ მხრივ მისი იმედი სულ გქონდეს.
  3. ყველაფრის მიუხედავად ისინი არაჩვეულებრივი პარტნიორები არიან. მერე რა, რომ მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება აქვთ. მათთან ერთად არც ერთი პარტნიორი იგრძნობს მოწყენილობას ან უინტერესოებას. პირიქით, მათ უყვართ სიახლეები და ყველაფერი განსხვავებული.
  4. ყოველთვის აღწევენ მიზანს. თუ კი კურომ რაიმე მიზანი დაისახა ის არასოდეს დაიხევს უკან. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
  5. მას შეუძლია პატივს სცემდეს, როგორც სხვის, ასევე საკუთარ აზრსაც. შეიძლება ბევრი ვინმე უყვარდეს და ბევრის აზრიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თავის პოზიციას მაინც ყოველთვის დააფიქსირებს.
  6. რეალობას უსწორებენ თვალს. რეალურად კუროები პრაგმატულები არიან, იღებენ და ხედავენ სამყაროს ისეთ, როგორიცაა. არც ალამაზებენ და  არც აუბედურებენ მას, უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ რეალური სურათი.
  7. ისინი აფასებენ იმას, რაც აქვთ. არ არიან უმადურები და ტკბებიან თითოეული დეტალით. მოსწონთ, როდესაც ცხოვრებაში რაიმე კარგი ხდება და აფასებენ თითოეულ ასეთ წუთს.
  8. არიან შემოქმედებითები. საკუთარ თავს ავლენენ: სიმღერა, ხატვით, ცეკვით... მოკლედ ნიჭიერი ხალხია.
  9. არიან ძალიან მგრძნობიარეები. ყველაფერი ახლოს მიაქვთ გულთან. არიან ძალიან ძალიან ემოციურები. შეიძლება Facebook-ზე არ დაწერონ მსგავსი სენტიმენტალური პოსტები, მაგრამ ნამდვილად შეუძლიათ პირად ურთიერთობაში თავიანთ გრძნობებში „დაგახრჩონ“.
  10. ყველაზე კარგი ამ ზოდიაქოში არის ის, რომ ისინი არიან საიმედოები და ნამდვილები. აი, თუ გქონია მათთან უერთიერთობა კარგად მიხვდები რასაც ვამბობ. თუ არა და აუცილებლად მოძებნე ვინმე კურო, რათა გაიგო, რას ნიშნავს ნამდვილი ადამიანი.

მოკლედ, ერთი კურო ყველას უნდა ჰყავდეს!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
სხეულის ენით გამოვლენლი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
საიდან მოდის გენია? - ზოდიაქოს ყველაზე ნიჭიერი ნიშნები
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცები?
ზოდიაქოს რომელ ნიშანს დაატყდება თავს ბედნიერების ქარიშხალი 2022-ში?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს