ბლოგი

3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი

3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი

ფეისბუქზე გაზიარება

მათ სხვებზე უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა, რა გააკეთეს არასწორად, რომ ასეთი ბედი დაიმსახურეს.

ცხოვრების რომელიმე პერიოდში ყველას გვეჩვენება, რომ უიღბლო დავიბადეთ. მაგრამ ამ სანი ნიშნის წარმომადგენლებს სხვებზე უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა, რა გააკეთეს არასწორად, რომ ასეთი ბედი დაიმსახურეს.

ქალწული

ქალწულებს სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრა და რჩევების მიცემა შეუძლიათ, მაგრამ მათ არ იციან, საკუთარ თავს როგორ დაეხმარონ. როდესაც ნერვიულობენ, მაშინ წმენდენ, ხეხავენ, ალაგებენ, რეცხავენ, და მათი ცხოვრებისეული სივრცე იმდენად სტერილურია, რომ სტუმრები უხერხულად და დაძაბულად გრძნობენ თავს.

ქალწულები ყველაფრის უჯრებში ჩალაგებისკენ, მარკირებისკენ, დაწყობისკენ არიან მიდრეკილი, და როდესაც ამის გაკეთების დროს რამე უშლით ხელს, მათ პანიკა ეუფლებათ. ცხოვრება მათ მუდმივად არასასიამოვნოდ აოცებს. როგორც კი ყველაფერზე ზრუნავენ, ვინმე აუცილებლად დააქცევს ყავას იდეალურად გაწმენდილ ხალიჩაზე.

მათი ცხოვრება არასრულყოფილების გამოსწორებისგან შედგება, და ხშირად უჩნდებათ კითხვა, რა გააკეთეს არასწორად, რომ ასეთი რთული ბედი ეწვიათ.

სასწორი

უსამართლობა ამ ნიშნის წარმომადგენელს ყველაზე მეტად აღიზიანებს. ისინი ბალანსის უმცირეს დარღვევასაც კი ამჩნევენ და  საკუთარ თავზე უსამართლობას ხშირად გრძნობენ, ანუ ყოველთვის მოიძებნება ისეთი რაღაც, რაც სასწორის სიმშვიდეს და ბედნიერებას არღვევს.

სასწორი ჯერ მოქმედებს, და მერე... რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქრობს იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა, სხვანაირად რომ მოქცეულიყო.

მათ ლამაზი ადამიანები და ფუფუნების საგნები მოსწონთ. მათთვის გარეგნობა მნიშვნელოვანია, ამიტომაც ისინი სიბერის ნიშნებს ვერ ეგუებიან. მათთვის ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უსამართლობაა.

სასწორს დეტექტივების როლში თამაში, თაღლითების და მატყუარების გამოაშკარავება მოსწონს. პრობლემა ისაა, რომ ის ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს. მისთვის ცუდი ადამიანები პირადი შეურაცხყოფაა. როდესაც სხვის პრობლემებს გადაჭრის, მათ საკუთარ პრობლემებად აღიქვამს.

თევზები

თევზები არც ისე კარგად არიან რეალობასთან დაკავშირებული და მუდმივად უხერხულ სიტუაციებში ხვდებიან. ნეგატიურ ცხოვრებისეულ გარემოებებზე ისინი მკვეთრად და თავისებურად რეაგირებენ.

გონებაში უკვე დახატეს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი ცხოვრება და როგორი უნდა იყოს იდეალური სამყარო. მაგრამ რადგანაც რეალობა ამას მუდმივად ეწინააღმდეგება, თევზები ცდილობენ, რომ აჯობონ მას.

როდესაც თევზებს რთული პრობლემა ხვდებათ, ისინი მის გადაჭრას ცდილობენ თავის ტერიტორიაზე, თავის სამყაროში  მისი გადმოყვანით, რომელიც ფიზიკის, მათემატიკის, სულიერების სხვადასხვა კანონებით იმართება. ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება მაშინ, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ან თავისი ემოციების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
თებერვლის სულიერი მნიშვნელობა: განწმენდის თვე
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
სასწორის მთავარი შეცდომები ურთიერთობის დამყარების დროს
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იშვიათად არის მზად ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022-ში ფინანსური წარმატება ელით
რა ვაჩუქოთ სასწორს