ბლოგი

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული

ფეისბუქზე გაზიარება

თუ კი შენ 24 აგვისტოსა და 23 სექტემბერს შორის დაიბადე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მზის ზოდიაქოს ნიშანი არის ქალწული. ქალწულის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან უნაკლო ჩაცმულობით, ჩაცმა-დახურვით, გაკრიალებული გარეგნობითა და ზრდილობიანი მანერებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...

 

აი, 10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული:

  1. შეიძლება გარეგნულად ძალიან წყნარები და მშვიდები ჩანან, მაგრამ რეალურად თავში უამრავი აზრი უტრიალებთ. ყველა წვრილმანზე აკეთებენ ანალიზს და აკვირდებიან წვრილმანებსაც კი.
  2. სხვებისგან განსხვავებით ისინი რეალისტები არიან. არ ცხოვრობენ ფანტაზიებით და რელობას უსწორებენ თვალს. არ უყვართ არც გაბუქება და არც მიწასთან გასწორება
  3. უძალიანესა მოწესრიგებულები არიან. აი, შენ მაგალითად შეიძლება რამე სპონტანურად გადაწყვიტო, ქალწული კი ასე ვერ მოიქცევა. მან წინასწარ უნდა იცოდეს ყველაფერი, რათა სათანადოდ დაგეგმოს. რა ქნას, არ უყვარს არეულობა.
  4. თვითონაც სულ სიმართლეს ამბობენ და შენგანაც იმავეს ელიან. ზოგადად, ძალიან რთულია მათი ნდობის მოპოვება და თუ მოიპოვე ე.ი. მართლა ბოლომდე გულწრფელფილხარ მასთან.
  5. თუ კი სადმე ისეთ ადგილას მიდიხარ, სადაც გინდა, რომ მოწესრიგებული და სანათესაოს მოსაწონი გამოჩნდე, გაიყოლე ქალწული. ის ისეთი ჩუმი და მორიდებულია უცხო გარემოში, რომ შენს იმიჯზეც კარგად იმოქმედებს.
  6. ძალიან უყვართ, როცა ვინმეს ეხმარებიან. ნუ, ეს ვინმე აუცილებლად მისთვის მართლა ახლობელი ადამიანი უნდა იყოს.
  7. მათ არ სჭირდებათ შეხსენება, რომ რაღაც აქვთ გასაკეთებელი, რადგან ყველა პუნქტს ზედმიწევნით მიჰყვებიან და არ ჩერდებიან მანამ, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გააკეთებენ. ამიტომაცაა, რომ ისინი საუკეთესო თანამშრომლები არიან.
  8. არ ვიცი ეს დადებითი მხარე თუ უარყოფითი, მაგრამ ქალწულები პერფექციონისტები არიან. უყვართ, როცა ყველაფერი იდეალურადაა.
  9. სხვათა შორის, არ სჭირდებათ ვინმე გვერდით იმისათვის, რომ ბედნიერები იყვნენ. შეუძლიათ მარტოც მშვენივრად იყვნენ. მოკლედ, მათთვის საკუთარი თავიც საკმარისია.
  10. უყვართ დახმარება, არიან მოწესრიგებულები, სულ სიმართლეს გეუბნებიან... ანუ ძალიან კარგი მეგობრები არიან.

მოკლედ, ერთი ქალწული ყველას უნდა ჰყავდეს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჯობია არ ენდოთ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
2025 წლის სამოგზაურო ჰოროსკოპი - ვინ სად უნდა წავიდეს დასასვლენებლად?
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება
დასახელებულია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც იბადებიან მილიონერები
ალკოჰოლის ჰოროსკოპი