ბლოგი

რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?

რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?

ფეისბუქზე გაზიარება


ვერძი : ვერძებს მუდმივად აქვთ შიში რომ პირველობას ვერ მოიპოვებენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველგან ყველა სფეროში ლიდერები იყვნენ, ამიტომაც იქ, სადაც ვერძი თავის პოზიციას ვერ გაიტანს მისი აგრესია იჩენს თავს .

კურო :  კურო მატერიალისტი ნიშანია, მისი სამყარო ორიენტირებულია ამქვეყნიური სიამოვნების მიღებაზე , მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერი მიიღოს რაც შესაძლებელია , მისი შიშიც ამ ყველაფერს უკავშირდება, მას ვერც კი წარმოუდგენია მისი მყარი პოზიციის  დაკარგვა, რომელსაც უზომოდ დიდი სიჯიუტით იცავს.

ტყუპები: ძნელი გამოსაცნობია რისი შეიძლება ეშინოდეთ ტყუპებს, მაგრამ ერთი რამ ნათელია , მათ სძულთ ერთფეროვნება, რუტინა და სტაბილურობა, სწორედ ამ მრავალფეროვნების დაკარგვა იწვევს მათში ყველაზე დიდ შიშს.

კირჩხიბი: ძალიან ემოციური ნიშანია, რომელსაც ბევრი ფობია შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოჯახი, ნათესავები და საერთოდ ოჯახური გარემო. ის ადგილი, სადაც დაიბადა გაიზარდა , სადაც მისი მოგონებები ცოცხლობენ, ამიტომაც ამ ადგილის  და შეგრძნებების დაკარგვა მისთვის უდიდესი ტრაგედიაა .

ლომი : ლომები იტყვიან ''ჩვენ მეფეებს არაფრის  გვეშინია '', 
ნურას უკაცრავად ყველას აქვს სუსტი წერტილი , აი, ლომისთვის ეს არის უყურადღებობა , პოპულარობის და გავლენის დაკარგვა, 
ლომი იყოს საზოგადოებაში და მას ვერავინ ამჩნევდნენ?! ნამდვილად კოშმარია ...

ქალწული: ქალწულებს  ქაოსი აშინებთ, დასალაგებელი ოთახიდან დაწყებული, წარბების კორექციით დამთავრებული, ამიტომაც იქ, სადაც ქაოსია ქალწული ცუდად ხდება , უნდა რომ ყველა დეტალი მოაწესრიგოს და მთელს თავის დროს დაუთმობს ამ საქმეს,
არა, ნამდვილად არ დაეზარებათ, მერწმუნეთ ...

სასწორი : სასწორებს აგრესია აშინებთ, უფრო სწორედ თავს ძალიან ცუდად გრძნობენ, როდესაც ვიღაც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, სასწორი ხომ თვით ჰარმონია და სიყვარულია, მას სურს ყველაფერი დააბალანსოს ამ საყაროში, ამიტომაც მუდმივად თავს არიდებენ აგრესიას, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში .

მორიელი: მორიელის სიკვდილსაც კი ეშინია!

მშვილდოსანი: ამ პოზიტიურ ხალხსაც აქვს თავისი შიშები , ყველაზე დიდი შიში არის ის, რომ მის აზრს არავინ მოისმენს, არ გაითვალისწინებენ, საზოგადოება გარიყავს და უბრალოდ უსარგებლოდ აგრძნობისნებს თავს.

თხისრქა : თხისრქებს კომპლექსი უფრო მეტი აქვთ ვიდრე შიში, 
თუმცა ფინანსური მდგომარეობის,  კარიერის და უშუალოდ თავისი პოსტის დაკარგვა უზომოდ დიდ დეპრესიაში ჩააგდებს, თუმცა ის ხომ ფენიქსია , არაფრიდან შეუძლია შექმნას ყველაფერი!

მერწყული : ეჰ, ამ ხალხს არაფრის ეშინია, პირიქით, რაღაც საშიში რომ ხდება პირველი მერწყულები მიდიან. ნეტავ, უცხო პლანეტელები ხომ არ ჩამოვიდნენო (თუმცა ჩვენში რომ დარჩეს ყველაზე მეტად, უზომოდ დიდი თავისუფლების შეზღუდვის ეშინიათ )

თევზები: თევზებს თავიანთი პარალელური რეალობა აქვთ, სადაც ყველაფერი კარგად არის, ყველაფერს მიაღწიეს, იდეალური სამყარო, სადაც არავის უშვებენ, მაგრამ სწორედ ამ სამყაროს დაკარგვის ეშინიათ ყველაზე მეტად.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ყველაზე სასურველი აქტივობები ახალი 2023 წლისთვის ფენ-შუის მიხედვით
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზოდიაქოს 3 ყველაზე მიმზიდველი ნიშანი
როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
დაშორების იდეალური მეთოდები
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება