ბლოგი

ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ

ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

ამ ბლოგში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ტიპიურ მშვილდებზე. მინიმუმ 5 პლანეტა უნდა იყოს ამ ზოდიაქოში, რომ ყველა დახასიათება დაემთხვეს. თუ მშვილდოსანი ხართ და თვლით, რომ ეს დახასიათებები თქვენზე არაა, ე.ი. სხვა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში და საჭიროა რუკის შედგენა.ცნობისმოყვარე და მუდამ ახალგაზრდა მშვილდოსანი, ზოდიაქოს მე-9 ნიშანი.

ამ ზოდიაქოს დევიზია:"ვესწრაფი რაღაც ახლის გაგებას! დაპყრობას!".

ყველა კამპანიაში არის ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც ყველა საკითხის შესაწავლას ჰლამობს, ყველა საუბარში გეჩრება და ბევრს "ფილოსოფოსობს". ეს ტიპიური მშვილდოსნის დახასიათებაა, თუ თქვენ თავში ამ თვისებებს აღმოაჩენთ, ე.ი. ამ ნიშნის გავლენა გაქვთ პირად რუკაში. მშვილდოსნები საოცრად ცნობისმოყვარეები, ენერგიულები, თითქმის დაუღლელები არიან. ყველაზე საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მათ ეს ენერგიულობა სიკვდილის ბოლომდე გაჰყვებათ ხოლმე, ხნიერ მშვილდოსანს ნამდვილად დაღლას და ასაკს ვერ შეატყობთ, ის მუდამ ახალგაზრდაა. მას მშვენივრად გამოსდის კომუნიკაცია ახალგაზრდა თაობასთან, მუდამ გეკითხება ახალი ტექნოლოგიების შესახებ, მას სურს დაეწიოს ამ საუკუნეს. მშვილდოსნებს საოცრად უყვართ მოგზაურობა. თუ მას ამის საშუალება აქვს, აუცილებლად მოივლის მთელს მსოფლიოს თუ არა, 20 ქვეყანას მაინც და საოცრად შეერევა იქაურ ელიტას და გარემოს, მას ადაპტაციის საოცარი უნარი აქვს და მუდმივი ცნობისმოყვარეობა მას განვითარებაში ეხმარება. მას ბევრი საქმე ეხერხება, მრავალმხრივ ნიჭიერია, მაგრამ ერთი კონკრეტული სფერო არ აინტერესებს, მისი მსოფლმხედველობა ფილოსოფიასაც კი სწვდება. მშვილდოსანი ნამდვილი "მონადირეა" თავისი ბუნებით. ვერ ვიტყვით, რომ ეს ნიშანი იდეალური მეოჯახეა, თუ მას თხის რქის გავლენა არ აქვს, ეს ნამდვილად არაა ასე. ის არასტაბილურია, მუდამ სიახლეეები სწყურია, მოგზაურია ბუნებით და მას ერთგულებას და მუდამ სახლში ჯდომას ნუ მოსთხოვთ (განსაკუთრებით თუ ეს კაცია). მშვილდოსნებს აქვთ სხარტი გონება და ლომისგან და ვერძისგან განსხვავებით, მშვილდოსნისგან კარგი მეცნიერი და მასწავლებელი დადგებოდა. მშვილდოსანი მართავს მე-9 ასტროლოგიურ სახლს, რომელიც მსოფლმხედველობის, ფილოსოფიის სახლადაა მიჩნეული. მშვილდოსანთან ურთიერთობა თავდაპირველად გმუხტავს პოზიტიური ენერგიით, შემდგომ უკვე იღლები. რატომ? იმიტომ, რომ მშვილდოსნის გაჩუმება, პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ აუდიტორია სჭირდებათ, ისინი საუკეთესო ორატორები არიან, არასოდეს არ იღლებიან პოლემიკით. მშვილდოსანს აქვს საოცარი შარმი, რომელიც იზიდავს საპირისპირო სქესს, მათ თაყვანისმცემლები ნამდვილად არ აკლიათ, თუმცა აუცილებლად ჰკითხეთ, არიან ისინი სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად? ჰმმმ...20 ქვეყნის მოვლის შემდგომ გეტყვით პასუხს, თუ არ დაავიწყდა. სასიყვარული ურთიერთობები მათ მალე ბეზრდებათ, ისინი მუდმივ სიახლეს ელიან პარტნიორისგან. მშვილდოსნების პრობლემა იმაშია, რომ მათ თავადაც არ იციან, თუ რა ტიპაჟია მათთვის შესაფერისი. ისინი მუდამ შეყვარებულები არიან, მაგრამ არსებობს სიმპატია, რომელიც მთლად სიყვარული არაა. მათი გატაცებები საკმაოდ მალე იცვლება, როგორც ცხოვრებისეული, ასევე სასიყვარულო. კაცი მშვილდოსანი ნამდვილი მექალთანეა, რომელიც ჯერ შარმით დაგატყვევებს, შემდგომში უბრალოდ გაქრება და რომ ჰკითხოთ რაშია საქმე, ვერც აგიხსნით, უბრალოდ მიხვდა, რომ თურმე თქვენ ის ერთადერთი არ ხართ, რომელსაც ის ეძებდა.

 

მშვილდოსნები და კარიერა:
მშვილდოსანი, როგორც "ყველაფრის და არაფრის პროფესორი" მუდამ იდეალური პროფესიის ძიებაშია. მან ყველაფერი იცის არაფერზე და არაეფრი ყველაფერზე. ძალიან ხშირად მშვილდოსნები ირჩევენ იურიდიულ ან მასწავლებლის პროფესიას. რა თქმა უნდა კარიერის არჩევა ვენერაზეა დამოკიდებული და პირადი რუკით განისაზღვრება.

 

მშვილდოსნები და მოდა:
მშვილდოსნებს უყვართ სპორტული, თავისუფალი სტილი. თუ მშვილდოსან ქალს არ აქვს ვენერა თხის რქაში, მას არ უყვარს ფორმალური და კლასიკური სტილი. ტიპიურ მშვილდოსნებს, განსაკუთრებით ქალებს, ვენერით მშვილდოსანში უყვართ კაშკაშა, მყვირალა და ცეცხლოვანი ფერები, ამავდროულად სპორტული და კომფორტული.
რაც შეეხება მამაკაც მშვილდოსანს, მათ ქალი მშვილდისგან განსხვავებით უყვართ შარვალ-კოსტუმი და კლასიკური "სერიოზული მაჩოს" სტილი.

 

სტატიის ავტორია, ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
ზოდიაქოს "ბავშვები"
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
6 ნიშანი იმისა, რომ სხვების ენერგიას გრძნობ
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
10 უცნაური ფაქტი კუროების შესახებ
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი