ბლოგი

როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?

როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?

ფეისბუქზე გაზიარება

შესაძლოა გაგეღიმოთ, ან სულაც საკუთარი თავი ამოიცნოთ ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში, სადაც გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებსაც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები რთული სიტუაციების მოსაგვარებლად იყენებენ.
მაშ ასე, თუ სირთულეები შეექმნა, რას აკეთებს:

 

ვერძი

 

თავად, სრულიად დამოუკიდებლად და ჩუმად მოაგვარებს ყველაფერს.

 

კურო

 

თავად მოაგვარებს, მაგრამ შემდეგ ამის შესახებ ყველას გააგებინებს, უკლებლივ ყველას.

 

ტყუპები

 

შეეცდება მოლაპარაკების გზით მიაღწიოს შეთანხმებას და კონფლიქტის გაღრმავების თავიდან აცილებას.

 

კიბო

 

მოთქმა-გოდებას წინასწარ დაიწყებს და იმისათვის, რომ დაწყნარდეს, ვინმე სხვას მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თუკი ასე არ იქნება, მაშინ კიბო თავადაც მშვენივრად მოაგვარებს ყველაფერს. საერთოდ რატომ წუწუნებს ისიც კი გაუგებარია... 

 

ლომი

 

ლომი კრებას მოიწევევს, ყველაფერს მოაგვარებს და დაალაგებს. მიიღებს შექებას, მადლობას მოიხდის, ავტოგრაფსაც გასცემს და წავა.

 

ქალწული

 

თავიდან ძალიან განაწყენდება, განსაკუთრებით თუ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოჩნდება. მაგრამ დამოუკიდებლად გააანალიზებს ვითარებას, მოიფიქრებს გამოსავალს და მშვიდად მოაგვარებს ყველაფერს.

 

სასწორი

 

გადახარშავს სიტუაციას და დაასკვნის, რომ მისთვის ნამეტანია ამდენი რამის მოგვარება, ამიტომ დაიწყებს მათ ძებნას, ვისზეც პასუხისმგებლობის გადანაწილებას შეძლებს. 

 

მორიელი

 

დააკვირდება, გაიღიმებს, იტყვის, რომ ეს რაღაც სისულელეა და დაივიწყებს.

 

მშვილდოსანი

 

დაიბნევა. შემდეგ  გონს მოვა. ბევრს იცინებს საკუთარ თავზე, უსიამოვნებაზე და გაიხსენებს, რომ გაცილებით დიდი სირთულეებიც ჰქონია ცხოვრებაში. ყველას მოუყვება გარშემო ამის თაობაზე და მერე დაივიწყებს. მისი პრობლემების მოგვარებაზე ვინმემ უნდა იზრუნოს. 

 

თხის რქა

 

გამოაცხადებს, რომ მას პრობლმეები არ სჭირდება და წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში ეს მუშაობს. თუ ამ გზით არ მოგვარდა, შემდეგ საუკეთესო გზას ნახავს და საკითხს გადაჭირს.

 

მერწყული

 

საკითხის ხალისიანად შესწავლას დაიწყებს. შემდეგ ისტორიას დაწერს წიგნისთვის, სადაც პრობლემას იუმორს დაუმატებს და სასიამოვნო მოსასმენსა და წასაკითხს გახდის.

 

თევზები

 

თევზები ჩუმად განიცდის და ტირის, ამიტომ მათ პრობლემებს არავინ უგვარებს, თავად უწევთ ამის კეთება და რეალურად დახმარებას არც ელიან ვინმესგან.
 


 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
რა არის ნატალური რუკა ?
რატომ ეუბნებიან კაცებს უარს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალები
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად არიან შეყვარებული
რა ვაჩუქოთ ვერძს?
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
რას ფიქრობს თხისრქა?
ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები 2021 წელს: ვის გაუმართლებს სიყვარულსა და ფინანსებში
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი