ბლოგი

რა არის ნატალური რუკა ?

რა არის ნატალური რუკა ?

ფეისბუქზე გაზიარება


ნატალურ რუკას იყენებს ადამიანი, ვინც საკუთარი თავის გაცნობით, განვითარებით და პროგრესით არის დაინტერესებული.
ნატალური რუკა არის უხეშად რომ ვთქვათ პლანეტების განლაგება იმ მომენტში, როდესაც თქვენ დაიბადეთ.
რას გვაძლევს ნატალური რუკა?

✔ხასიათის ძირითადი თავისებურებები.

✔ცხოვრებისული მოთხოვნები და მოტივები.

✔თვითშეფასება / თავდაჯერებულობა / ცხოვრებისეული ენერგიის მთავარი წყარო

✔ნიჭი და ძლიერი მხარეები (ანუ საით უნდა მივმართოთ ჩვენი ენერგია)

✔მინუსები და მათი აღმოფხვრის ხერხები

✔ცხოვრებისეული მოვლენები და რისკი (რას უნდა ვერიდოთ)

✔პირადი ცხოვრების ყველა სფერო (მეგობრები, სიყვარული, კარიერა , ოჯახი და ა.შ)

 

პირადი რუკა არის ადამიანის ასტროლოგიური პორტრეტი. ყველა ადამიანის რუკა არის უნიკალური.   
რუკის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ რომელი ნიშნების გავლენა გაქვთ. რომელი სფერო არის თქვენთვის პრიორიტეტული, ან თუნდაც მეორე ნახევრად რომელი ნიშანი შეგეფერებათ. თქვენი ცნობიერი ნაწილი, ასევე ქვეცნობიერი. სამყაროდ აღქმა, აზროვნების უნარი, სიყვარული, კარიერა, ოჯახი, ხალხთან ურთიერთობა, კომპლექსები, პრობლემატური საკითხები, კარმა, კარმული ვალი, და კიდევ უამრავი დეტალი, ყველა ზემოთჩამოთვლილ სფეროს შეიძლება სულ სხვადასხვა ნიშანი მართავდეს, ამიტომაც თქვენი ნიშნის ტიპური წარმომადგენელი არ აღმოჩნდეთ. მაგალითად, გიყვარდეთ, როგორც ვერძს, აზროვნებდეთ როგორც თხისრქა, ხალხთან ურთიერთობისას იყოთ კირჩხიბი და ა.შ.

ეს არ არის წინასწარმეტყველება და მკითხაობა. როგორც ბევრი აღიქვამს. ეს არის თქვენი თავის გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი.
რუკის გასაკეთებლად საჭიროა დაბადების რიცხვი, თვე, წელი, საათი და ადგილი.

 

სინასტრია, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ვის შევეწყობი? აქვს თუ არა მომავალი ამ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას?
ამისათვის თქვენი და მისი რუკის შედარება კეთდება და დეტალურად ჩანს რამდენად კარგი წყვილი ხართ.

პროცესი შრომატევადია.
ასტროლოგია ბევრად დიდი სივრცეა, ვიდრე 12 ტიპური ნიშანი და ვარსკვლავები ცაზე.


 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სატურნი ჰოროსკოპში
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?
რჩევები, რომლებიც ამოაყირავებს თქვენს ცხოვრებას
განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჯობია არ ენდოთ
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი