ბლოგი

ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი

ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი

ფეისბუქზე გაზიარება

მოემზადეთ, ყველაზე საინტერესო ინფორმაციის წასაკითხად!

 

ახალი მთვარე ფართოდ ხსნის კარს ახალი, ძლიერი და დიდი ზეგავლენის მქონე ენერგიისთვის. მათთვის, ვინც დაიღალა წინა წლიდს ბოლო დღეებიდან გადმოყოლილი უძრაობით, უმოქმედობით და უშედეგობით, იწყება ახალი რეალობა და მოვლენები.

 

ხოლო მათთვის, ვისთვისაც ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ დისკომფორტს იწვევს, რა თქმა უნდა სასიამოვნო სიტუაცია ვერ იქნება.

 

ახალმთვარეობა დგება მაშინვე, როცა მარსი და მერკური გამოდიან რეტროგრადული მოძრაობიდან. ახალმთვარეობასთან ერთად ძალებს იკრებს ურანიც, რომლის გააქტიურების შემდეგ ცაში არცერთი რეტროგრადული სხეული აღარ იქნება. მას მოაქვს წინსვლის, აქტიოვბის, მოქმედების ძალა, რომელიც მუდმივად ახალი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

 

ეს ენერგია დიდი ხნის მანძილზე გროვდებოდა, კონცენტრირდებოდა დაძაბულ დღეებში, რომლებიც წინ უძღვოდა ახალმთვარეობას. ამიტომ, უდიდეს მუხტს შეიცავს და შეიძლება აფეთქებას გავდეს თავისი სიმკვეთრით, მოულოდნელობით და ძალით.

 

მასში დაგროვილია ყველა შეფერხება 2022 წლის შემოდგომიდან მოყოლებული დღემდე და ახლა, ეს საკითხები უნდა მოგვარდეს ან შეიცვალოს. ამ პერიოდში, საკმარისზე მეტი დრო იყო იმისათვის, რომ დავფიქრებულიყავით, ძალები მოგვეკრიბა და ამ დღეს მზად შევხვედრილიყავით, რათა ძირეული ცვლილებებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა შეგვძლებოდა, რთულ სიტუაციასთან გამკლავება შეგვძლებოდა, რამე შეგვეცვალა საკუთარ ცხოვრებაში და მიგვეღო სწროი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ვისაც ეს ყველაფერი გაანალიზებული აქვს და გააჩნია სრული მზაობა სიტუაციასთან შესახვედრად, მას უდიდესი პერსპექტივები და შესაძლებლობები მიეცემა...

 

რით გამოირჩევა 2023-ის იანვრის ახალმთვარეობა?

 

ენერგეტიკულად, ახალმთვარეობა ნებისმიერ თვეში ძალიან გავს ახალ წელს: კარგია გეგმების შედგენა და სურვილების ჩაფიქრება, რადგან მათი განხორციელების შანსები ამ პერიოდში დიდია. წლევანდელი იანვრის ახალმთვარეობა გამორჩეულია იმითაც, რომ ჩინური ახალი წლის დადგომას ემთხვევა, რის გამოც, ამ დღის ენერგეტიკა ორმაგად ძლიერია და მისი მოქმედებაც ორმაგდება.

 

რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს?
 

ახალმთვარეობის მიზანი და აზრი არის ის, რომ მოგვცეს საშუალება საკუთარ ხელში ავიღოთ ჩვენი ცხოვრების მართვის სადავეები და მივაღწიოთ სასურველს. ქვემოთ ჩამოთვლილია რა შეიძლება და რა უნდა გავაკეთოთ 2023-ის 21 იანვარს:

  • სამომავლო გეგმების შედგენა;
  • სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების გადაჭრა;
  • საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა;
  • მივლინებაში და სამოგზაუროდ წასვლა;
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
  • მავნე ჩვევების მოშორება;
  • პატიება - ეს დააჩქარებს თქვენი გეგმების განხორციელებას.

 

და არ დაგავიწყდეთ, რომ ახალმთვარეობა იდეალური დროა სურვილის ასასრულებლად.

 

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს?

 

ახალმთვარეობას ნეგატიური ასპექტებიც აქვს. ამიტომ:

  • არ იჩხუბოთ - ნებისმიერი კამათი შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ კონფლიქტში;
  • არ ისესხოთ და არ გაასესხოთ ფული - ზოგადად სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • არ უნდა დაიჭიროთ საქმე სამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებთან;
  • არ უნდა ჩაიციკლოთ ცუდ ფიქრებზე - მათი გავლენა დიდია იმაზე, რომ გაგიფუჭონ განწყობა და დეპრესიის მიზეზიც კი გახდნენ;
  • არ გარისკოთ საკუთარი ჯანმრთლობით და სიცოცხლით - გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ამ პერიოდში დიდია ტრავმის მიღების შანსი, ასევე იზრდება ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.

 

გაითვალისწინეთ - ახალმთვარეობის პერიოდში, იმუნიტეტი სუსტდება, რადგან ორგანიზმი ხელახლა იწყებს ენერგიის დაგროვებას. ამიტომ, ამ დღეს არ გადაიღალოთ, თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და მძიმე საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისგან. დაისვენეთ, მოდუნდით და მოიკრიბეთ ძალები - ეს ყველაფერი მალე დაგჭირდებათ მიზნების და სურვილების მისარწევად!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
2020 წლის ჰოროსკოპი
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც აგვისტოში შემოსავალი გაეზრდებათ
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში