ბლოგი

რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები

რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

ფრთხილად იყავით, თუ გინდათ, რომ ურთიერთობები არ გააფუჭოთ!


ვერძი

ეს ნიშნები დამოუკიდებლები, აქტიურები და ცნობისმოყვარეები არიან. მათ უყვართ მწვავე შეგრძნებები, ამიტომ, ზარმაცი და დამოკიდებული პარტნიორი მათთვის სრულიად აუტანელი იქნება.


კურო

კუროები აფასებენ სტაბილურობას და წესრიგს. ისინი ძალიან აკურატულები არიან და ქმედება უყვართ გააზრებულად. ამიტომ, იმპულსური პარტნიორი, რომელიც ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს, სრულიად მიუღებელი და აუტანელია მისთვის.


ტყუპები

ტყუპები - გართობის და ურთიერთობის მოყვარული ნიშანია. ისინი ამჯობინებენ აქტიურ და ხმაურიან კამპანიაში დროის გატარებას, ამიტომ, მოსაწყენი, ჩაკეტილი და მკაცრი პარტნიორი, მათთვის სრულიად აუტანელი იქნება.

 

კრიჩხიბი

კირჩხიბი - ეს არის საიმედო, ერთგული ადამიანი და აფასებს იგივე თვისებებს სხვებშიც. ის აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს. თუ პარტნიორისგან ვერ იგრძნო პატივისცემა, თანასწორი მიდგომა, მისი ოჯახის და მეგობრების დაფასება, მაშინ ურთიერთობა მისთვის სრულიად მიუღებელი და მტანჯველი გახდება.
 

ლომი

ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის ჭკუას კარგავს, როცა მისით აღფრთოვანდებიან. შესაბამისად, თუკი პარტნიორისგან მუდმივი კომპლიმენტები არ ექნება, მისთვის ურთიერთობა აზრს დაკარგავს და შესაბამისად, ინტერესიც ნაკლები ექნება ასეთ ადამიანთან ყოფნის.

 

ქალწული

ეს არის ყველაზე პრაქტიკული ნიშანი, უდიდესი პასუხისმგებლობით და აკურატულობის გრძნობით. მათ ყველაფერი აზრიანი მოსწონთ. შესაბამისად, მსგავსი თვისებების არმქონე პარტნიორი სრული კოშმარი იქნება მის ცხოვრებაში.

 

სასწორი

სასწორი - სოციალური არსებაა. მათ უყვართ ადამიანები ზოგადად და ადვილად ამყარებენ კონტაქტს უცხოებთანაც კი. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც არ ან შეზღუდული აქვს საკომუნიკაციო უნარები, პარტნიორად მისაღები არ იქნება.

 

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ მორიელი შეიძლება იყოს საეჭვო ქცევების მატარებელი, არაპროგნოზირებადი და ხშირ შემთხვევაში უხეში, ეს ხელს არ უშლის დადებითი თვისებების გამოვლენაში. მაგალითად, ამავდროულად, მორიელს შეუძლია იყოს ერთგული, კეთილი, მხიარული. ერთი სიტყვით, მრავალმხრივი თვისებების ადამიანი იდეალური პარტნიორი იქნება ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები აფასებენ თავისუფლებას და თავგადასავლები იტაცებთ, ამიტომ, სულ მოძრაობაში არიან. მათ სურთ, რომ პარტნიორიც აქტიურად იყოს ჩართული ამ ყველაფერში და ფეხი აუწყოს მათი ცხოვრების სტილსა და რითმს. სხვა შემთხვევაში ურთიერთობა მიუღებელი და უპერსპექტივო იქნება.
 

თხის რქა

ყველაზე პასუხისმგებლიანი და პრაქტიკული ნიშანია თხის რქა. ძალიან დამოუკიდებელია და უყვარს ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთება. თხის რქა არასოდეს შეეგუება უპასუხისმგებლო პარტნიორთან კავშირს. მას სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც იდეალურ კამპანიას შეუქმნის ყოველთვის. ანტისოციალური ადამიანები ავტომატურად ვარდებიან ამ სიიდან.

 

მერწყული

დამოუკიდებელი მერწყული გამოირჩევა ბობოქარი ხასიათით და ხშირად სარკასტულია. ასეთ ადამიანს სჭირდება პარტნიორი, რომელიც ზუსტად ისეთივე მახასიათებლების მატარებელი იქნება, როგორც ისინი არიან. პარტნიორს არ უნდა სწყინდეს შენიშვნები მერწყულისგან და იყოს გამგები. სხვა შემთხვევაში ურთიერთობა განწირულია.
 

თევზები

თევზები - ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი ზოდიაქოში. მათ სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა, გამხნევება და თანაგრძნობის გამოხატვა. კრიტიკული, ხისტი და მომთხოვნი პარტნიორი სრულიად მიუღებელია თევზებისთვის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ვერძის ქვები
რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს სასწორი
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
რჩევები, რომლებიც ამოაყირავებს თქვენს ცხოვრებას
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე