კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას

12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას

ფეისბუქზე გაზიარება

რა არის კარმა? სანსკრიტიდან ეს სიტყვა ითარგმნება როგორც "მოქმედება". კარმა არის ნიუტონის კანონის ერთგვარი გამეორება, იმის თაობაზე, რომ ყველა მოქმედებას აქვს შედეგი. როდესაც ვფიქრობთ, ვლაპარაკობთ ან ვმოქმედებთ, ამით ვიწვევთ შესაბამისი ძალის რეაქციას. ეს ძალა შეიძლება შეიცვალოს და შეჩერდეს კიდეც, მაგრამ ადამიანები, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ განეიტრალებას.

მიზეზისა და შედეგის კანონი საერთოდ არ არის სასჯელი. პირიქით, ის ატარებს საგანმანათლებლო და სასწავლო ფუნქციას.

თქვენ ვერ გაექცევით თქვენი ქმედებების შედეგებს, მაგრამ დაზარალდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად შექმნით პირობებს ასეთი ტანჯვისთვის. კანონის იგნორირება არ მოგიხსნით პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, ეს კანონი ერთი ადამიანისთვის შეიქმნა თუ ყველასთვის.

რა უნდა იცოდეთ კარმული კანონების შესახებ, რათა გაიქროთ შიში და გააცნობიეროთ თქვენი პოტენციალი?

მივყვეთ თანმიმდევრობით:

ურთიერთკავშირის კანონი

  • ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ასე რომ, მაშინაც კი, თუ ჩვენი ქმედებები არათანმიმდევრულად გვეჩვენება, დაწყებული სამუშაო მაინც უნდა დასრულდეს.
  • ჩვენ წინ მივდივართ ეტაპობრივად, გამონაკლისის გარეშე.
  • სამუშაოს შესასრულებლად, აუცილებელია, რომ მოქმედება დაიწყოთ.
  • არც პირველ და არც ბოლო საფეხურს არ შეიძლება ეწოდოს უფრო მნიშვნელოვანი, რადგან პირველის შემდეგ ჯერ მეორე უნდა გაკეთდეს დავალების შესასრულებლად.
  • ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: მომავალი, აწმყო და წარსული.

კაცობრიობის კანონი

  • არ არსებობს ცვლილება მიზნების გარეშე.
  • თუ ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს უარყოფითი თვისებები, მაშინ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ყოფიერების უმაღლეს დონეზე.

განვითარების კანონი

  • "სადაც არ უნდა წახვვიდე, ვერ დაშორდები საკუთარ თავს."
  • სულიერი განვითარება ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ და არა ადამიანები, ადგილები და საგნები ჩვენს გარშემო.
  • მხოლოდ ჩვენ თვითონ ვეკუთვნით საკუთარ თავს ამ ცხოვრებაში. ეს არის ფაქტორი, რომლის კონტროლი ნამდვილად შეგიძლიათ.
  • ჩვენში „მე“-ს აღქმის და ამის არსის შეცვლით, ჩვენ ვცვლით საკუთარ ცხოვრებას.

დაბრუნების კანონი

  • გსურს იცხოვრო ბედნიერებაში, სიმშვიდეში, სიყვარულში და მეგობრობაში? მაშინ იყავით მშვიდი, ბედნიერი, მზრუნველი და გულწრფელი.
  • სამყარო ყოველთვის აბრუნებს იმას, რაც მას ეგზავნება.

პასუხისმგებლობის კანონი

  • ჩვენ ვართ ანარეკლი იმისა, რაც ჩვენს გარშემოა, ჩვენი გარემო კი საკუთარი თავის ანარეკლია.
  • ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში.

კონცენტრაციის კანონი

  • რამდენიმე რამეზე ერთდროულად ფიქრი არ შეიძლება.
  • თუ ჩვენ სულიერ ფასეულობებზე ვართ ორიენტირებულნი, მაშინ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი სულმდაბლური ჩვევები, როგორიცაა სიხარბე ან ბრაზი.

სტუმართმოყვარეობისა და კეთილშობილების კანონი

  • თუ გჯერათ რაღაცის სიმართლის, მაშინ თქვენი ცხოვრების გარკვეულ მომენტში მიიღებთ მოწოდებას, რომ ეს სიმართლე სხვებს გაუმხილოთ.
  • ჩვენ პრაქტიკაში ვიყენებთ იმას, რისიც გვჯერა და რაც მივიღეთ ს ვისწავლეთ პირადი გამოცდილებიდან.

აქ და ახლა სამართალი

  • უკან ვიხედებით იმის გასაანალიზებლად, თუ რა იყო წარსულში და რა გველის წინ, ჩვენ არ შეგვიძლია სრულად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც გვაქვს აქ და ახლა.
  • მოძველებული აზრები, ქცევები და ოცნებები ხელს უშლის ახალი აზრების, ქცევებისა და სურვილების გაჩენას.

ცვლილების კანონი

  • ისტორია მეორდება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, რათა ვისწავლოთ გაკვეთილი, რომელიც გვჭირდება ჩვენი გზის შესაცვლელად.

მოთმინებისა და ჯილდოების კანონი

  • ნებისმიერი ჯილდო მოითხოვს თავდაპირველ ძალისხმევას.
  • ღირებული ჯილდო შეუძლებელია მოთმინებისა და შრომის გარეშე.
  • ჭეშმარიტი ბედნიერება მოდის ჩვენს მიერ შესრულებული, წარმატებული საქმიდან და იმის ცოდნით, რომ ბეჯითი და ნაყოფიერი შრომისთვის, მივიღებთ ჯილდოს.

მნიშვნელობისა და მოტივაციის კანონი

  • თქვენს მიერ შეტანილი ნებისმიერი წვლილი და მცდელობა აუცილებლად ანაზღაურდება.
  • რაღაცის ღირებულება თქვენი ენერგიისა და მისწრაფების პირდაპირი შედეგია.
  • ნებისმიერი თქვენი წვლილი არის ყველა ადამიანის მთლიანი წვლილის ნაწილი.
  • მცირე წვლილი არ ამდიდრებს ან ამცირებს საერთო წვლილს.
  • თქვენი სიყვარული ავსებს საერთო წვლილს შთაგონებითა და მნიშვნელობით.

შემოქმედების კანონი

  • ცხოვრება მოითხოვს თქვენს მონაწილეობას საზოგადოდ და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მცდელობას.
  • ჩვენ და სამყარო ერთი ვართ, როგორც გარეთ, ასევე შიგნით.
  • მთელი ჩვენი გარემო მიუთითებს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე.
  • გარშემორტყმული იყავით იმით, რისი ნახვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. იყავით ის, რაც ხართ.
ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
თხის რქის ქვები
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
პლანეტები ჰოროსკოპში
ზოდიაქოს 6 ნიშანი, ვისაც მარტოობა ურჩევნია დაშორებას
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
დაშორების იდეალური მეთოდები
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!
ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით