ბლოგი

გულახდილი ადამიანების 12 ჩვევა

გულახდილი ადამიანების 12 ჩვევა

ფეისბუქზე გაზიარება

ვერავინ იდავებს იმაზე, რომ გულახდილი ადამიანები დადებით გავლენას ახდენენ ნესბისმიერ სხვა ადამიანზე, ვისთანაც შეხება აქვთ.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებული იყო LinkedIn Pulse-ზე, ექიმი ტრევის ბრედბერი ყვება ხასიათის იმ უნიკალურ თვისებებზე, რომლებიც ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს გამოასხივონ ენერგია და თავდაჯერებულობა.

არსებობს უამრავი კვლევა, რომელთა შედეგები აჩვენებს ემოციური ინტელექტის გავლენის დონეს ადამიანის შრომისუნარიანობაზე. სწორედ ასე გააანალიზა კომპანია TalentSmart-მა მილიონზე მეტი ადამიანის ემოციური ინტელექტის გავლენის დონე და აღმოაჩინა, რომ შემთხვევების 58%-ში, ადამიანების მაღალი პროდუქტიულობა სწორედ ამ ფაქტორით განისაზღვრება.

 

«აუთენტურობა მოითხოვს გარკვეული დონის მოწყვლადობას, გახსნილობასა და სიჯანსაღეს», – ჯანეტ ლუიზ სტივენსონი.

 

ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო თემაა და გვინდა წარმოგიდგინოთ გულახდილი ადამიანების დამახასიათებელი 12 თვისება და საშუალება მოგცეთ გადაამოწმოთ, რამდენად პასუხობს თქვენი ხასიათი რომელიმე მათგანს.

1. გულახდილი ადამიანები თავს არავის აწონებენ.

გულახდილი ადამიანები მოჩვენებით არ იქცევიან. მათ იციან, რომ ვიღაცას შეიძლება მოეწონონ, ვიღაცას კი არა და ეს მათთვის სრულიად ნორმალურია. მათთვის სულერთი კი არ არის ეს საკითხი, უბრალოდ ისინი არასოდეს აძლევენ სხვის მიერ გამოხატულ ნეგატივს იმის საშუალებას, რომ ხელი შეუშალოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ადამიანები მზად არიან არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებისა და არაპოპულარული მოსაზრებების მხარდაჭერისთვის, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს.

გულახდილი ადამიანები ყურადღების მიქცევას არ ცდილობენ, შესაბამისად, მათ არაფერში სჭირდებათ ტრაბახი. ამ ადამიანებმა იციან, რომ კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და ლაკონური საუბარი გაცილებით მეტად საინტერესოა და ყურადღების მიმქცევი, ასეთ დროს, მსმენელიც უფრო მობილიზებულია და მისი მხრიდან შენი ნათქვამის მოსმენისა და მიღების დონეც.

2. ისინი არავის განსჯიან.

გულახდილი ადამიანები გახსნილი გონებით გამოირჩევიან, რაც მათ გარემოცვისთვის საინტერესო პიროვნებებად ხდის. არავის მოუნდება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც წინასწარ აქვს ფორმირებული მოსაზრება და არ უსმენს სხვებს.

გონებაგახსნილობა განსაკუთრებით საჭიროა სამსახურში, რადგან ეს აჩვენებს, რომ ადამიანი მზად არის მიიღოს ახალი იდეები, მოსაზრებები, დახმარება და ა.შ. კრიტიკისა და სტანდარტული აზროვნებისგან რომ გათავისუფლდეთ, საჭიროა სამყაროს სხვისი თვალით შეხედოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიჯეროთ ყველაფერი, რისიც სხვებს სჯერათ, ან ისე მოიქცეთ, როგორც სხვები. თქვენ უბრალოდ თავი უნდა შეიკავოთ სხვების ხანგრძლივი და ღრმა განსჯისგან, რათა შეძლოთ მთავარი მიზეზის გაგება, რაც მათ ამოძრავებთ. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ სხვები ისეთებად, როგორიც არიან.

3. ისინი თავად იკვალავენ გზას.

გულახდილი ადამიანები საკუთარი ბედნიერების და კმაყოფილების გრძნობას არ აგებენ სხვების აზრზე დაყრდნობით, რაც მათ საშუალებას აძლევთ იმოძრაონ „შინაგანი კომპასის“ ისრის მიმართულებით. მათთვის ცნობილია რას წარმოადგენენ და არ სჭირდებათ თავის მოჩვენება. ისინი ყოველთვის უსმენენ საკუთარ შინაგან ხმას და ეყრდნობიან მხოლოდ საკუთარ ფასეულობებსა და პრინციპებს. ისინი აკეთებენ იმას, რასაც თავად თვლიან სწორად. სწორედ ამიტომ, არ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტორს, რომ ეს სხვებს არ მოსწონთ.

4. ისინი კეთილი და სანდომიანები არიან.

ყველას გვქონია შემთხვევა, როცა ადამიანები არ გვანდობენ საჭირო ინფორმაციას, მალავენ მას საჭირო დროს, ან თუ გასცემენ მხოლოდ ანგარებით. მათ თითქოს ეშინიათ, რომ ინფორმაციის მიღებით მათ დაჩრდილავთ, მათზე უკეთ შეასრულებთ დავალებას და ა.შ. გულახდილი ადამიანები ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ ახლობლებს და მეგობრებს, იქნება ეს საკუთარი რესურსი თუ ინფორმაციის მიწოდება. ისინი გუნდური მოთამაშეები არიან და ყოველთვის იმაზე ფიქრობენ, რომ კარგი შედეგი დაიდოს ერთიანი ძალით. გარდა ამისა, ამ ადამიანებს არ ეშინიათ იმის, რომ თქვენი წინსვლა ან წარმატება მათ დაჩრდილავს ან რეპუტაციას შეულახავს. სინამდვილეში, მათ მართლა გულახდილად სჯერათ, რომ თქვენი წარმატება, მათი წარმატებაც არის.

5. ისინი ყველას პატივისცემით ეპყრობიან.

გულახდილი ადამიანები ყოველთვის ტაქტიანები არიან და პატივისცემას გამოხატავენ იმის მიუხედავად, თუ ვისთან აქვთ შეხება. მათ ესმით, რომ ადამიანების მიმართ გამოხატული დამოკიდებულება უდიდეს გავლენას ახდენს ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. გულახდილი ადამიანები პატივისცემით ეპყრობიან უკლებლივ ყველას, რადგან თვლიან, რომ არაფრით არ გამოირჩევიან და არც სხვებზე უკეთესი არიან.

6. მატერიალური ნივთები არ წარმოადგენს მათი მოტივაციის წყაროს.

ამაღლებულ ხასიათზე დასადგომად ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ძვირფასი და მოდური ნივთები. საქმე იმაში კი არ არის, რომ მათ შოპინგი არ უყვართ ან საკუთარ სტატუსს არ აქცევენ ყურადღებას, უბრალოდ, ბედნიერება მთთვის სხვა რამეში მდგომარეობს - ის შიგნიდან მოდის და გამოწვეულია უფრო მარტივი ფაქტორებით, როგორიცაა: მეგობრობა, ოჯახი და სიყვარული, რაც ცხოვრებას ავსებს და სრულფასოვანს ხდის.

7. ისინი საიმედონი არიან.

ყველას გვიზიდავს გულახდილი ადამიანები, რადგან მათი ნდობა შეიძლება. ყველა თანხმდება იმაზე, რომ რთულია სიმპათიის ქონა ისეთი ადამიანის მიმართ, თუკი არ იცი რას ფიქრობს ან გრძნობს ის. გულახდილი ადამიანების სიტყვები შეესაბამება მათ აზრებს და როცა ისინი პირობას გასცემენ, აუცილებლად ასრულებენ მას. გულახდილი ადამიანს ბოლომდე და ღრმად სწამს ამის, რასაც ამბობს და აკეთებს.

8. ისინი – «სქელკანიანი» ადამიანები არიან.

გულახდილ ადამიანებს თვითმიმღეობის ძალიან მაღალი დონე აქვთ, ამიტომ, გარშემო მტრების ძიებას არასოდეს იწყებენ. თუ ვინმე მათ იდეებს აკრიტიკებს, პირად შეურაცხყოფად ამას არასოდეს აღიქვამენ. არ გამოაქვთ ნაჩქარევი დასკვნები, არ ბრაზდებიან და არ გეგმავენ შურისძიებას. ამ ადამიანებს აქვთ უნარი ობიექტურად შეაფასონ ნეგატიური, მაგრამ კონსტრუქციული უკუკავშირი, მიიღონ სწორი რჩევები და ყველაფერი დანარჩენი გვერდით გაწიონ.

9. მათ შეუძლიათ მოსმენა.

არაფერი განიზიდავს თანამოსაუბრეს ისე, როგორც მასთან საუბრის დროს ტელეფონით მიმოწერა ან მის ეკრანზე გამუდმებით დახედვა. როცა გულახდილი ადამიანი ვინმეს ესუბრება, ის ახდენს მთელი ყურადრების კონცენტრირებას თანამოსაუბრეზე. ფაქტია, რომ ურთიერთობა და საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ადამიანები მთლიანად ჩართული არიან მასში. საუბრის დროს ტელეფონზე ყურადღების გადატანა და ამგვარად მოკლე წყვეტების გაკეთება, თანამოსაუბრეში იწვევს უარყოფით ემოციებს და ის კარგავს თქვენთან კავშირს. გულახდილი ადამიანები არასოდეს იქცევიან ასე. მთელი ყურადღებით უსმენენ, სცემენ პასუხს და სვამენ კითხვებს.

10. მათ არ ამოძრავებს ეგო.

გულახდილი ადამიანების გადაწყვეტილებები არანაირად არ უკავშირდება მათ ეგოს, რადგან არ საჭიროებენ გარშემომყოფთა აღტაცებას და შექებას იმისათვის, რომ თავი აკრგად იგრძნონ. ანალოგიურად, მათ არ გააჩნიათ ყურადღების ცენტრში ყოფნის ან სხვების მიღწევების მისაკუთრების მოთხოვნილება. ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რაც უნდა აკეთონ და არ ითხოვენ განსაკუთრებულ აღიარებას ამისთვის.

11. მათთვის უცხოა პირფერობა.

გულახდილი ადამიანები იცავენ საკუთარ პრინციპებს. ისინი არასოდეს გეტყვიან ერთს და შემდეგ გააკეთებენ საწინააღმდეგოს. ეს დიდწილად აიხსნება მათი თვითშეცნობით. ბევრი პირფერი ადამიანი ვერც კი ამჩნევს საკუთარ შეცდომებს და სისუსტეებს. გულახდილი ადამიანები პირველ რიგში საკუთარ პრობლემებს აგვარებენ და ნაკლის გამოსწორებაზე მუშაობენ - თუკი აქვთ ასეთი, რა თქმა უნდა.

12. ისინი არასოდეს ტრაბახობენ.

ყველას შეხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც გამუდმებით საკუთარ მიღწევებისა და თავის ქებაშია. გიფიქრიათ რატომ იქცევიან ასე? ეს მხოლოდ მათ თავდაუჯერებლობას მიანიშნებს, რადგან ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ თავად არ ილაპარაკებენ საკუთარი მიღწევებსა და გაკეთებულ საქმეზე, სხვები ვერ შეამჩნევენ. გულახდილ ადამიანს არ სჭირდება ტრაბახი. ის დარწმუნებულია საკუთარ თავში, თუმცა, ამავდროულად კარგად ესმის, რომ როცა ადამიანი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ეს თავისთავად უკვე დანახული და შეფასებულია.

გულახდილი ადამიანები კარგად იცნობენ საკუთარ თავს, არიან საკმაოდ თავდაჯერებულები და შესაბამისად, თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობენ. გულახდილი ადამიანები მყარად დგანან მიწაზე, ცხოვრობენ აწმყოთი, არ არიან დაკავებული სხვისი ცხოვრების განხილვით და არც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილონი არიან.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
6 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელი ყველაზე ბედნიერი იქნება: ვინ მოხვდა სამყაროს თეთრ სიაში
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
თხის რქის ქვები
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ ზოდიაქოს ნიშნები?
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც გამდიდრება ელით 2023-ში
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
რა აბრაზებს ქალწულებს?