ბლოგი

სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი

სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი

ფეისბუქზე გაზიარება

გაინტერესებთ როგორ უნდა ისაუბროთ, იფიქროთ, ისუნთქოთ იმისათვის, რომ იცხოვროთ სრულყოფილი, წარმატებული და მშვიდი ცხოვრებით?

 

ცნობილი ფაქტია, რომ წარმატებული ცხოვრების საწინდარია მაქსიმალური თვითკმაყოფილება...

 

ამ სტატიაში წარმოდგენილია სამი ტექნიკა იმისათვის, რო გაიწმინდოთ ქვეცნობიერი ძველი, შემზღუდავი იარლიყებისა და შაბლონებისგან და განეწყოთ სრულყოფილების, წარმატების ა სიმშვიდის მისაღებად.

 

სუნთქვა

ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ საკუთარ სუნთქვაზე, წუთის მანძილზე 16 სუნთქვით ციკლს ასრულებენ, რაც შინაგანი ენერგიის არასწორ ხარჯვას იწვევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იოგაში არის ასეთი დებულება, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი შეზღუდული პრანებით, ანუ შეზღუდული სასიცოცხლო ენერგიით იბადება და ის უნდა გამოიმუშაოს და გააძლიეროს.

 

პრან-ორმოები — სპერციალური სუნთქვითი ვარჯიშებია, რომლებსაც შეუძლიათ არამარტო თვითგანახლების რეჟიმის ჩართვა, არამედ ტვინის მდგომარეობის შეცვლა და მისი პოზიტიურ განწყობაზე დაყენება. კუნდალინი-იოგას ტრადიციაში რეკომენდირებულია შემდეგი ვარჯიში:

 

შესუნთქვა 7 წამი, სუნთქვის შეკავება — 7 წამი, ამოსუნთქვა — 6 წამი.
ეს ვარჯიში უნდა გაიმეოროთ 3 წუთი, ყოველ დღე.

 

საუბარი

წარმატებული და ლაღი ცხოვრების საწინდარი ოველთვის ეფექტურ კომუნიკაციაშია. როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემა, დანაპირების შესრულება და თანამოსაუბრის მოსმენა - ეს უკვე უდიდესი წარმატებაა.

 

იოგაში გამოყოფილია კიდევ სამი წესი, რომელიც ყურადსაღებია, თუკი გსურთ შეზღუდვებს და კომპლექსებს თავი დააღწიოთ და თავისუფლების უფრო მაღალ დონეზე გადახვიდეთ:

არ იჭორაოთ და არ თქვათ ცუდი სხვებზე. არ თქვათ ცუდი საკუთარ თავზე. იყავით კეთილგანწყობილი.

 

მდგომარეობა

არასოდეს დაივიწყოთ რეზონანსის კანონი: რასაც გაუშვებთ სამყაროში, ის დაგიბრუნდებათ. თავიდანვე კარგად იფიქრეთ იმაზე, რისი განხორციელება გსურთ ცხოვრებაში. ხშირად წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვთ. შემდეგ დაუკვირდით, როგორ იგრძნობთ ამ დროს თავს?
ავარჯიშეთ გონება ამ მხრივ - და ყველაფერი აგიხდებათ.

 

გახსოვდეთ: მოთმინება ყოველთვის ჯილდოს მომტანია. დაელოდეთ, სანამ სამყარო თქვენი სურვილების ასრულეაზე მუშაობს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა უნდათ
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ
ყველაზე უემოციო ნიშნები
დაშორების იდეალური მეთოდები
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
ღვინის ჰოროსკოპი: ვარჩევთ სასმელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
ზოდიაქოს ნიშნები - როგორ იყენებს თითოეული Google-ს?