ბლოგი

სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში

სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში

ფეისბუქზე გაზიარება

 

წარმოიდგინეთ, რომ საშინელებათა ფილმში მოგდევთ უცნობი ადამიანი საჭრელი ინსტრუმენტით ხელში. როგორ მოიქცევით: კიბეზე აირბენთ თუ გასასვლელი კარებისკენ გაეშურებით? შესაძლოა, ხალიჩას გამოდებთ ფეხს ან ფეხი მოგისრიალდებათ... როდესაც ჩვენს სახალისო ჰოროსკოპს წაიკითხავთ, გაიგებთ, როგორ მოიქცევა თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საშინელებათა ფილმში.

 

ვერძი

სწორედ ვერძი თამაშობს ჭკვიანი ადამიანის როლს, რომელიც სხვებს უბრძანებს, წყვილებად დაიყონ და სიბნელეში იარონ, რათა შუქის მოულოდნელი გამორთვის მიზეზი გაარკვიონ ან უცნაური ხმაურის წყარო განსაზღვრონ. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ სიტუაციაში ერთად ყოფნა ჯობია. რომ არა ვერძი, კინოც არ იქნებოდა- მაშინ, საფრთხის პირველი ნიშნების გამოჩენისას ყველა უბრალოდ გაიქცეოდა, და მორჩა.

 

კურო

ის ფილმის დასაწყისში რომელიმე საიდუმლო ადგილას გრძნობას კარგავს, ყველა მოვლენას ტოვებს და ბოლოს გამოცოცხლდება . და მას შემდეგ, რაც იგებს, თუ რა მოხდა, ისევ ითიშება.

 

ტყუპები

ტყუპები ყველაფერს იყენებენ შეიარაღებისთვის, რაც კი ხელში ხვდებათ, და სახლსა და გარეთ ხაფანგებს აწყობენ მკვლელისთვის, რომლებშიც, საბოლოოდ, მათი მეგობრები ხვდებიან. ამიტომაც, ფილმის ბოლოს ტყუპებს დიდი აფეთქების მოწყობა უწევთ.

 

კირჩხიბი

თქვენ იცნობთ მას, როგორც პერსონაჟს, რომელიც პანიკაში კიბეზე ზემოთ არბის, იმის მაგივრად, რომ კარებში გავიდეს. და მთელი ამ დროის განმავლობაში ის ყვირის და ტირის, შემდეგ სხვენზე ადის და ნახევარი საათის განმავლობაში ფანჯრიდან გადმოხტომას ცდილობს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ამის გაკეთება გამოსდის, მას ფეხი უსრიალდება და ის მინდორზე ეცემა.

 

ლომი

თავდაპირველად, ის პანიკის გრადუსის დაწევას და ყველას რამენაირად ორგანიზებას ცდილობს , მაგრამ სადღაც შუა ფილმში ყველა ხვდება, რომ ისაა ნამდვილი მკვლელი, თუმცა მაყურებლები ამას დასაწყისშივე მიხვდნენ. თუმცა, ბოლო მომენტში, სექსუალურ ქერა გოგოს სიკვდილს გადაარჩენს და გმირი ხდება... მაგრამ მხოლოდ 5 წუთით, იმიტომ რომ სწორედ ამდენი დარჩა ფილმის ბოლომდე.

 

ქალწული

ქალწული- სწორედ ის ადამიანია, რომელიც მარიხუანას და ალკოჰოლს იღებს, როდესაც ყველა კოცონთან ზის, ჩვენ კი ვიცით, რა ხდება ხოლმე ასეთ კინოპერსონაჟებთან. ქალწულს ფილმის პირველ ნახევარში მოკლავენ, სანამ ის სარდაფში სიმპათიურ ბიჭს/გოგოს კოცნის.

 

სასწორი

ისინი, როგორც ბუნებით პანიკიორები, ვერ გადაწყვეტენ, რა ჯობია- უბრალოდ ოთახში ჩაიკეტონ თუ გაიქცნენ. ამიტომაც, ფილმის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ისინი მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ მკვლელს გაურბიან დერეფნებში. სასწორი დრო და დრო გამოჩნდება ხოლმე კადრში, იხტუნავებს და ირბენს, და საკმაოდ მალე გაგიჟდება.

 

მორიელი

ის  პირველი მიხვდება, ვინ არის ნამდვილი მკვლელი... იმიტომ რომ მისით იწყება სიკვდილის ათვლა ფილმში. ის ფეხს გამოჰკრავს კონიაკის ბოთლს, მკვლელს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდება, წინასწარ კი მოშარდვას ეცდება. მაგრამ, ამასთან, ის მთელი ფილმის განმავლობაში სხვა პერსონაჟების მოგონებებში გამოჩნდება.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ჩუმად  იქნება აღფრთოვანებული მკვლელით, მისი გენიალობით და სიმამაცით . მის ბოროტმოქმედებას ის ხელოვნებად მიიჩნევს, ცდილობს რა, ბოროტმოქმედის სამყაროში შეღწევას და მისთვის პირფერობას. მაგრამ მანიაკისთვის მშვილდოსანი მხოლოდ მორიგი მსხვერპლია. ის მოვა და წაიყვანს მას, სანამ ის შხაპს იღებს.

 

თხის რქა

თავიდან, ის ძლიერი პერსონაჟი ჩანდა, მაგრამ მან დაკარგა თავისი სიძლიერე მას შემდეგ, რაც ბატების გროვამ მისი თეთრეული დასვარა, რომელიც რბილ წყალში Ariel-ით იყო გარეცხილი,  ACE-ით გათეთრებული და  Lenor-ით დარბილებული.. რის შემდეგაც ყველას მოკვლა დაიწყო.

 

მერწყული

მერწყული ფილმის ბოლომდე იცოცხლებს, კეთილგონივრულად ჩუმად ყოფნის უნარის წყალობით. ის სხვის კონფლიქტებში არ ერევა და ურჩევნია, ძალიან არ გამოირჩეოდეს- სანამ ფილმის მეორე ნაწილში მკვლელის შესახებ რამეს არ გაიგებს. იმის მიუხედავად, რომ მან საბრძოლო ხელოვნების შესახებ არაფერი იცის, მაინც თავს აარიდებს მკვლელის მიერ დაყენებულ ხაფანგებსა და ჩასაფრებულ ადგილებში მოხვედრას... მაგრამ ამას ბოლო მომენტში აკეთებს- მთლიანად გასისხლიანებული, დაჭრილი, გაოფლილი, ბინძური და სულშეხუთული.

 

თევზები

თევზები- ჩვეულებრივ,  სექსუალური ქერა გოგოა, რომელიც თითოეულ ხმაზე ყვირის და კაცებს ყველაფრის და ყველგან შემოწმებას აიძულებს. ყველაზე დიდი პანიკა ჩნდება მაშინ, როცა მისი თმა ობობის ქსელში ხვდება ან როცა ის დაქცეულ ღვინოს დააბიჯებს, ჰგონია რა, რომ ეს სისხლია.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ბოსები არიან
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
უფალო, მადლობა ყველა გახსნილი კარისთვის
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ
განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ
ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
4 ყველაზე მოუსვენარი ზოდიაქოს ნიშანი
როგორი იქნება 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის თანახმად