ბლოგი

რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?

რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?

ფეისბუქზე გაზიარება

 

როგორ ფიქრობთ, რა არის ტყუპების მთავარი პლიუსები?

 

-ოპტიმიზმი

-გატაცება

- ცხოვრების მიმართ ინტერესი

-აქტიურობა

-იუმორის გრძნობა

 

იმის მიუხედავად, რომ ტყუპები სიცოცხლისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანია, და ადამიანებს მათთან ურთიერთობა სურთ, ისინი მათ ენდობიან და გულს გადაუშლიან, ურთიერთობებში პრობლემები მაინც ჩნდება.

 

ზოგჯერ, ისინი ადამიანებში ცდებიან, თუმცა მზად არიან, რომ აბსოლუტურად ყველას დაეხმარონ ურთიერთობებში, გაარკვიონ სიტუაცია, ნახონ პრობლემები და მათი გადაწყვეტილებები, თუმცა თავის ურთიერთობებში მარცხს განიცდიან.

 

- ხასიათის ცვლილებები.

ეს შეიძლება არა კონკრეტულად ხასიათს, არამედ, მთლიანობაში, გადაწყვეტილებებსაც ეხებოდეს. დღეს ტყუპები ერთს ფიქრობენ და გრძნობენ, ხვალ- მეორეს. რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, თუ ისინი შეხვდებიან მეორე ნახევარს, რომელიც მზად იქნება ამ ცვლილებებისთვის, ხოლო თუ არა, პრობლემები გარდაუვალია. ბევრს ასეთ ცვალებად შეხედულებებთან შეგუება უჭირს, ამიტომაც დგება კრიზისული მომენტები.

 

-ტყუპები, ემოციების კუთხით, გაუმაძღრები არიან.

სხვა ნიშნების ურთიერთობების უმეტესობა გარკვეულ სტადიებს გადის, შეყვარება- ვნება- კამათი- ჰარმონია და ა.შ. ტყუპები კი, როდესაც ემოციებს კარგავენ და სიმშვიდის სტადიაში გადადიან, ყოველთვის იკარგებიან, მათ ცხოვრების ჩვეულებრივი სტილი არ აწყობთ, ამიტომაც ისევ თავქუდმოგლეჯილი ეძებენ ახალ შთაბეჭდილებებს, ამისთვის  ახალ პირობებს ქმნიან.

 

- რუტინა პრობლემა გახდება ამ ნიშანთან ურთიერთობებში.

იმ სტადიაზე, როდესაც ურთიერთობები სერიოზული ხდება და ბევრი იწყებს რუტინასთან ბრძოლას, ტყუპები უბრალოდ გარბიან. ისინი არ არიან პრობლემებს მიჩვეული. სახლის საქმეების გადადება შეიძლება, თუ რამე უფრო საინტერესო არსებობს, მაგრამ ყველა ასეთი ცხოვრების სტილს ვერ ეგუება.

 

- თავქარიან ნიშანს ვალდებულებები არ უყვარს, ისინი მის გეგმაში არ შედიან.

თუ იცნობთ ტყუპებს, ადვილად შეამჩნევთ, რამდენად ცვალებადი და თავქარიანი არიან ზოგიერთ საკითხში. ამიტომაც, პასუხისმგებლობას მხოლოდ იმაზე იღებენ, რისთვისაც მზად არიან, რომ აიღონ. ეს საკითხი ამ ნიშნისთვის ძალიან სერიოზულია, გულის სიღრმეში ეს ადამიანები ძალიან პასუხისმგებელი და გაცნობიერებული არიან, მაგრამ ამას არ აჩვენებენ. პარტნიორები ურთიერთობებში ასეთ პოზიციას ხშირად ეწინააღმდეგებიან.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
6 ნიშანი იმისა, რომ სხვების ენერგიას გრძნობ
4 წყვილი, რომლებიც არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს
ორი წუთის წესი
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
თევზები - ყველაზე რთული ადამიანები
იუპიტერი ჰოროსკოპში
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
სამი ყველაზე ამბიციური ნიშანი.
2025 წლის პროგნოზი - რას გვიმზადებს ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!
რა არის ნატალური რუკა ?
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
რა ვაჩუქოთ მორიელს