ბლოგი

9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს

9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს

ფეისბუქზე გაზიარება

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ იზიდავენ ძლიერ ქალები ნარცისებს და ფსიქოპათებს? ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს…

 

და ამ ახსნებიდან, მთავარია ის, რომ - მათი სიმტკიცე მომაჯადოვებელია...

თუმცა, მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ და განვიხილოთ ძირითადი მიზეზები:


1. ისინი ასხივებენ თავდაჯერებულობას

ძლიერი ქალები თავდაჯერებულად იქცევიან, რაც გარშემომყოფებს ხიბლავს. სწორედ ასეთმა ქცევამ შეიძლება მიიზიდოს ნარცისები და ფსიქოპათები. მათ უნდათ ისეთ ადამიანებთან ყოფნა, რომლებსაც თვლიან ძლიერ და შემძლე პიროვნებებად.

 

2. მათი დამოუკიდებლობა იზიდავს

ძლიერი ქალები ცნობილები არიან დამოუკიდებლობით და თვითკმაყოფილებით, რამაც შეიძლება ძალიან მოხიბლოს ნარცისები და ფსიქოპათები, რომლებიც ეძებენ ისეთ ადამიანს, ვისზე მანიპულაცია და კონტროლის დამყარებაა საჭირო. დამოუკიდებელ ქალებს ისინი უყურებენ როგორც გამოწვევას ან საკუთარი დომინანტობის დამტკიცების შესაძლებლობას.

 

3. ისინი აწესებენ მაღალ სტანდარტებს

ძლიერი ქალები საკუთარ თავს და სხვებსაც, მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. ეს შესაძლოა საინტერესო იყოს ნარცისებისა და ფსიქოპათებისთვის, რომლებიც ცდილობენ სრულყოფილების მიღწევას და სიამოვნებას იღებენ ამ მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლის პროცესში.

 

4. მათი თანაგრძნობა - მაგნიტია

მიუხედავად მტკიცე და მკაცრი ხასიათისა, ბევრ ძლიერ ქალს აქვს თანაგრძნობის უნარი. ხასიათის ამ ნიშანმა, შესაძლოა მიიზიდოს ნარცისები და ფსიქოპათები, რადგან ისინი ყოველთვის ცდილობენ სიკეთის ექსპლუატაციას, სხვისი ემოციებით მანიპულირებას და თავის სასარგებლოდ გამოყენებას.

 

5. მათი სიმტკიცე - მომაჯადოვებელია

ძლიერი ქალები ხშირად ავლენენ სიმტკიცეს პრობლემების და სირთულეების პირსიპირ და წარუმატებლობას უმკლავდებიან გრაციოზულობითა და სიმშვიდით. სწორედ ეს, შეიძლება გახდეს მიმზიდველი ნარცისებისა და ფსიქოპათებისთვის, რომლებიც ქალში დანახული ძალის დათრგუნვას ან მის გატეხვას ცდილობენ.

 

6. მათი წარმატება მიმზიდველია

ძლიერი ქალები ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, იქნება ეს კარიერა, ურთიერთობები თუ პირადი მიზნები. ასეთი წარმატება, შესაძლოა მიმზიდველი იყოს ნარცისებისა და ფსიქოპათებისთვის, რადგან ისინი მსგავს ქალებს ფასეულ მსხვერპლად აღიქვამენ, რომელსაც შეიძლება დაეუფლონ და დაისაკუთრონ.

 

7. მათი გამძლეობა გამოწვევაა

ნარცისებს და ფსიქოპათებს იზიდავს ძლიერი ქალები, რადგან მასში გამოწვევას ხედავენ და თვლიან, რომ ამით იჩაგრება მათი დომინანტობის სურვილი და კარგავენ კონტროლს. ძლიერი ქალის განადგურებას ისინი უყურებენ როგორც საკუთარი ძალის დემონსტრირების და აღმატებულობის დამტკიცების ერთ-ერთ საშუალებას.

 

8. მათი თავისუფლებისმოყვარეობა დამაინტრიგებელია

ძლიერი ქალები ძალიან დამოუკიდებელი და თვითმყოფადები არიან და სწორედ ამიტომ, ზედმეტად მიმზიდველი ხდებიან ნარცისებისა და ფსიქოპათებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ეძებენ ადამიანებს, რომლებითაც მანიპულაციას შეძლებენ, მოახდენენ მათ ექსპლუატაციას და გამოიყენებენ საკუთარი მიზნებისთვის.

 

9. მათი ინტელექტი ყოვლისმომცველია

ძლიერი ქალები გამოირჩევიან ინტელექტით და მახვილიგონიერებით, რაც ძალიან იზიდავს ნარცისებს და ფსიქოპათებს, რომლებიც უდიდეს სიამოვნებას იღებენ ინტელექტუალური გამოწვევებით და მანიპულაციით. ჭკვიან ქალებს ისინი განიხილავენ როგორც ძლიერ მოწინააღმდეგეს, რომელიც უნდა დაამარცხონ და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
2025 წლის სამოგზაურო ჰოროსკოპი - ვინ სად უნდა წავიდეს დასასვლენებლად?
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
ზოდიაქოს ეს ნიშნები არაფერს ივიწყებენ
ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის საცხოვრებლის სწორი შერჩევისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
თარიღები 2024-ში, რომლებიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს შეეფერება ბავშვის ჩასახვისთვის
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა არის კარმული დაავადებები და რატომ ჩნდება ისინი