ბლოგი

რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები

რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები

ფეისბუქზე გაზიარება

ჰოსპისის ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის მოვალეობა იყო შეემსუბუქებინა პაციენტების მდგომარეობა და სიცოცხლის ბოლო წუთებში მათ გვერდით ყოფილიყო, ესაუბრა მათთან ან უბრალოდ მოესმინა მათთვის - შეადგინა ერთგვარი რეიტინგი, რომელშიც შეიტანა 5 რამ, რასაც მომაკვდავი ადამიანები ყველაზე მეტად ნანობენ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სინანულის ხუთეულს

1. “მე ვნანობ, რომ არ მეყო ძალა მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორსაც მე ვთვლიდი სწორად და არა ისეთით, როგორსაც ჩემგან სხვები ელოდნენ”.

ეს ყველაზე გავრცელებული სინანულია, რომელზეც მომაკვდავი ადამიანები საუბრობენ. როცა ისინი ხვდებიან, რომ ცხოვრება ფაქტიურად დასრულებულია, უკან იხედებიან და ადვილად ხედავენ, თუ რომელი ოცნება დარჩათ განუხორციელებელი. ყველაზე მძიმე ამ ადამიანებისთვის იმის გაცნობიერებაა, რომ მათ გააკეთეს ან არ გააკეთეს კონკრეტული არჩევანი.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ოცნებების განხორციელებას ეცადოთ, მათი ნაწილის მაინც, სანამ ცოცხალი ხართ. იმ მომენტიდან, როცა კარგავთ ჯანმრთელობას, უკვე ძალიან გვიანია რაიმეს გაკეთება ან შეცვლა. ჯანმრთელობას მოაქვს ის თავისუფლება, რომელსაც ბევრი ვერ აფასებს მანამ, სანამ საწოლს არ მიეჯაჭვება.

2. „ვნანობ, რომ ამდენს ვმუშაობდი“

სინანულის ეს გრძნობა თითქმის ყველა მამრობით სქესის პაციენტს ჰქონდა. ისინი მისტიროდნენ ახალგაზრდობის წლებს და ურთიერთობებს. ზოგიერთი ქალიც გამოთქვამდა მსგავს სინანულს. ამ ქალების უმრავლესობა ძირითადად მთელი ცხოვრება შრომობდა იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი ეშოვა.

ცხოვრების წესის გამარტივებით შესაძლებელია მოთხოვნების შემცირება და შემოსავლის დაზოგვა. საკუთარ ცხოვრებაში მეტი სივრცის შექმნით, თქვენ უფრო ბედნიერი და თავისუფალი ხდებით ახალი შესაძლებლობებისთვის.

3. „ვნანობ, რომ გრძნობების გამოსახატავად არ მეყო სითამამე“

ბევრი ადამიანი თრგუნავდა საკუთარ გრძნობებს იმისათვის, რომ სხვებთან გარკვეული ურთიერთობები შეენარჩუნებინა. შედეგად, ისინი თანხმდებოდნენ შუამავლურ არსებობაზე და ვერასოდეს ხდებოდნენ ისეთები, როგორიც სურდათ. ბევრი დაავადების გაჩენის მიზეზიც სწორედ დარდი და ნერვიულობა გახლდათ.

ჩვენ არ შეგვიძლია სხვების რეაქციების მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების რეაქცია თავიდან შეიძლება ნეგატიური იყოს თქვენს მიერ ურთიერთობებში შეტანილ ცვლილებებზე, საბოლოოდ ეს ყველაფერი მაინც პოზიტიურად მოქმედებს და ურთიერთობა გადაყავს ახალ, უფრო ჯანსაღ საფეხურზე. საუკეთესო ვარიანტია, რომ ნებისმიერი გზით სცადოთ და თავიდან მოიშოროთ ნეგატიური ურთიერთობები.

4. „ვნანობ, რომ არ მქონდა მჭიდრო ურთიერთობა მეგობრებთან“

ხშირად ეს ადამიანები მართლა ვერ ხვდებოდნენ მეგობრების ყოლისა და მათთან მჭიდრო ურთიერთბის აუცილებლობას მანამ, სანამ სიკვდილამდე რამოდენიმე საათი არ რჩებოდათ. ზოგიერთი მათგანი ითხოვდა დახმარებას, რომ მოეძებნა რომელიმე მეგობარი, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა. ასევე ღრმად წუხდნენ მომაკვდავები იმაზე, რომ მეგობრობას არ დაუთმეს იმდენი დრო და ყურადღება, რამდენსაც იმსახურებდა. ფაქტიურად ყველა ადამიანი დარდობს მეგობრებზე სიკვდილის წინ.

ყველა აქტიური ადამიანისთვის დამახასიათებელია მეგობრული ურთიერთობებისთვის გადამეტებული შეფასების მიცემა. თუმცა, სიკვდილის პირას მყოფისთვის, ყველა მატერიალური ფასეულობა კარგავს მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, ადამიანებს სურთ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მოწესრიგებული იყოს, მაგრამ საბოლოოდ არც ფული და არც სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი. სიკვდილის წინ, ფაქტიურად ყველას უნდა, რომ რაიმე სასარგებლო გაუკეთოს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს, თუმცა, იმ მომენტისთვის ამ საკითხთან გამკლავების თავი აღარ აქვთ.

5. „ვნანობ, რომ საკუთარ თავს არ მივეცი ბედნიერების უფლება“

სინანულის ეს ფორმა საერთო აქვს ყველა მომაკვდავს. ზოგიერთი მათგანი კი ბოლო წუთამდე ვერ ხვდება, რომ ეს არჩევანის საკითხია. ადამიანების უმრავლესობა ემორჩილება წესებს და ჩვევებს, ითვალისწინებს ზოგად წარმოდგენებს და ზღუდავს საკუთარ თავს. ეს ადამიანები ჩვეული ცხოვრებისა და კომფორტის „ტყვეები“ არიან. ცვლილებების შიშის გამო, ისინი მუდმივად თავს აჩვენებდნენ სხვებს და ამავდროულად ატყუებდნენ საკუთარ თავსაც, რომ კმაყოფილები იყვნენ ცხოვრებით.

P.S. ამ სტატიის დასრულება ლოგიკური იქნება მარკ ტვენის სიტყვებით:

ოცი წლის შემდეგ, თქვენ ძალიან ინანებთ იმას, რაც არ გააკეთეთ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ, მოიშორეთ ეჭვები. გაცურეთ რაც შეიძლება შორს უსაფრთხო და წყნარი ჰავანადან. დაიჭირეთ მონაბერი ქარი საკუთარი იალქნებით. შეისწავლეთ. იოცნებეთ. აღმოაჩინეთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას
რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?
რა უნდა გადავყაროთ და გავიტანოთ სახლიდან სანამ 2023 წელი დადგება?
სხეულის ენით გამოვლენლი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
სწორი კვება და დიეტა
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?