ბლოგი

სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს

სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს

ფეისბუქზე გაზიარება

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც გამოარჩევს სხვებისგან. სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენგანი სრულიად სხვადასხვა ადამიანები ვართ. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი მომენტი - თითოეული ჩვენგანი, ფლობს სუპერძალას, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის.

გაინტერესებთ რა განსაკუთრებული ძალით დაგაჯილდოვათ ვარსკვლავებმა? მაშინ გააგრძელეთ კითხვა და აღმოჩინეთ საკუთარი „სუპერძალა“, რომლის შესახებ შესაძლოა არც კი იცით.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დაბადებიდანვე ფლობენ საკუთარ და გარშემომყოფთა ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენის პოტენციალს. მათ შეუძლიათ თავისი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ არამარტო შთააგონონ სხვები, არამედ მოახდინონ მათი მოტივაცია და დაეხმარონ ყველაზე თამამი ჩანაფიქრისა და სურვილების განხორციელებაში.

ვერძის ნიშის ქვეშ დაბადებულები იმდენად ძლიერები არიან, რომ მათი სწამთ ყველაზე დიდ პესიმისტებსაც კი. ვერძებს განვითარებული აქვთ ინტუიცია და კარგად გრძნობენ მათ გარშემო არსებული ვითარებას.

კურო

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ფლობენ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მოსწრება ჰქონდეთ ნებისმიერ საქმეში, რასაც კი ხელს მოჰკიდებენ. სწორედ ამ სუპერძალის წყალობით, კუროები ხდებიან ლიდერები და ახერხებენ მასები გაიყოლონ და დაიმორჩილონ. ისინი, როგორც წესი, კონცენტრირებული არიან საკუთარ მიზნებზე. არავის და არაფერს არ შეუძლია მათი შეჩერება ან აზრის შეცვლა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ყველაზე მეტად გამოსდით წინსვლა ურთულესი კონკურენციის პირობებშიც კი.

ტყუპები

ისინი შესანიშნავ ძალას ფლობენ დაინახონ როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების სილამაზე. ტყუპებმა კარგად იცის ყველა თავისი ნაკლი და სუსტი წერტილი, მაგრამ ამ ყველაფერს ისე ღირსეულად აწვდის სამყაროს, რომ განუმეორებლად მიმზიდველი და მომხიბვლელი ჩანს.

თავის სუპერძალას ტყუპები იყენებენ იმისათვის, რომ სხვებს ასწავლონ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების სიყვარული და სულიერად გაამხნევონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ეხმარებიან სხვებს ყოველდღიურ რუტინასა და უფერულ ფერებს მიღმა დაინახონ მთავარი - რამდენად მშვენიერი და განუმეორებელია ჩვენი ცხოვრება.

კიბო

ეს ადამიანები არიან თვითნაბადი შემოქმედნი. ისინი ნამდვილ ნიჭს ფლობენ, რაც გულისხმობს წრამოუდგენელზე ოცნებას და მის რეალობად ქცევის შესაძლებლობას. ამასთან, კიბო ძალიან მიზანდასახული და ჟინიანია. ის წლების მანძილზე იქნება საკუთარი ოცნებების რეალიზებისთვის საჭირო გზების ძიებაში და საბოლოოდ მაინც შეძლებს მათ რეალობად ქცევას.

ლომი

ზოდიაქოს ეს ნიშანი - გამომგონებელი და საინტერესო ნატურაა. გარდა ამისა, ლომები ძალიან ძლიერები არიან და მუდმივად მზადყოფნა აქვთ იბრძოლონ ყველაფრისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საყვარელია. ლომების შინაგანი, ცეცხლოვანი ენერგია დაუშვებელს ხდის მარცხს ან უკან დახევას. სწორედ ამიტომ, ამ ნიშნის მატარებელ ადამიანებს შესწევთ სუპერძალა, გაუმკლავდნენ ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდსაც კი.

ქალწული

ისინი უნიკალურ ძალას ფლობენ - ეს არის სხვა ადამიანების დამშვიდების და ნუგეშისცემის შესაძლებლობა. ქალწულები ძალიან კარგად ერკვევიან ადამიანის ბუნებაში და აქვთ შესანიშნავი ინტუიცია. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მომენტალურად არჩევენ ვინ არის ცუდად, ვის სჭირდება დახმარება და მყისვე მის გვერდით ჩნდებიან. ქალწულები ერთგული და უღალატო მეგობრები არიან.

სასწორი

ეს ადამიანები კომუნიკაციისა და ურთიერთობის ხორცშესხმული სახეა. მათ შესწევთ ძალა ყველაფერი ისე მოაწყონ, დააორგანიზონ, მოამზადონ - რომ გაოცებას ვერავინ ვერ მალავს. ანუ თავად ქმნიან რეალობას მათ გარშემო. მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროს ეხება საკითხი, იქნება ეს ბიზნესი, სიყვარული თუ უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობა. ყველაზე ცუდი და არასახარბიელო გარემოც კი, მათი წყალობით ხდება სასიამოვნო, სასარგებლო და კეთილგანწყობილი.

მორიელი

ამ ნიშნის სუპერძალა - ეს არის მისი ინდივიდუალიზმი. მორიელები ფლობენ არარეალურ მაგნეტიზმს და მიზიდულობას. მათი ქარიზმა შეუმჩნეველი არავის რჩება, ამიტომ, მათ გარშემო ყოველთვის მრავლად არიან ადამიანები და თაყვანისმცემლები. ამ შესაძლებლობის წყალობით, მორიელისთვის ადვილია მოიპოვოს ადამიანების ნდობა და დაეუფლოს მათ.

მშვიდლოსანი

ისინი არამარტო ძალიან ჭკვიანები არიან, არამედ შეუძლიათ ეს ნიჭი აქციონ აქტივად და უძლიერეს იარაღად. მშვილდოსნები მშვენივრად აცნობიერებენ საკუთარ პიროვნულ თვისებებს, კარგად ესმით თავისი ქვეცნობიერის და გონივრულად სარგებლობენ იმ სუპერძალით, რომელიც აქვთ, ცხოვრების სხვადასხვა ნაწილში. რაც შეეხება ინტუიციას - ამ დარგში მშვილდოსნები ნამდვილი ჯადოქრები არიან. ისინი გრძნობენ ყველაზე წვრილმანებსაც კი და მოქმედებენ უზუსტესად.

თხის რქა

მათი სუპერძალა - ეს არის ჰარმონიისა და მშვიდობის დამყარების უნარი. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მშვიდობისმყოფელები არიან, რომლებიც ყოველთვის ეძებენ ადამიანებში დადებით მხარეს. თხის რქებს ძალიან კარგად ესმით ადამიანური ბუნება, ამიტომ, ნაადრევ დასკვნებს არასოდეს აკეთებენ და „იარლიყს“ არავის აკრავენ.

მერწყული

ზებუნებრივი შესაძლებლობა, რომელიც ამ ნიშანს აქვს, გულისხმობს ძალების აღდგენას ნებისმიერი წარუმატებლობისა და ყველაზე რთული და ცუდი სიტუაციების შემდეგაც კი. მერწყულებს აქვთ სუპერძალა იმისათვის, რომ შეძლონ ფენიქსივით „ფერფლიდან აღდგომა“ და ცხოვრების გაგრძელება.  ამასთან, ზოდიაქოს ეს ნიშანი უდიდესი სტიმულის მიმცემია სხვებისთვის, საკუთარი მიზანმიმართულობთა და დაუმორჩილებლობით.

თევზები

ჯადოსნური ნიჭი, რომელსაც თევზები ფლობენ - არის მათი ინტუიცია. მათ სწამთ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მხოლოდ გულიდან მოდის. ამიტომ, გონებაზე მეტად, გულს უსმენენ და ენდობიან.

თევზები არასოდეს მოქმედებს საკუთარი რწმენის წინააღმდეგ - მაშინაც კი, თუ ამას მიზანი მოითხოვს. ზოდიაქოს ამ ნიშნის უდიდესი ძალა არის - შინაგანი ჰარმონია.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ სერიოზული ურთიერთობა უნდათ
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები