ბლოგი

10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს

10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს

ფეისბუქზე გაზიარება

ალბათ გექნებათ ერთხელ მაინც გამოცდილი ის შეგრძნება, რომ ზოგიერთ სახლში ძალიან კარგი აურა, ატმოსფეროა და სუნთქვა თავისუფლად შეიძლება, ხოლო ზოგიერთში ისეთი დამთრგუნველი გარემოა, რომ მიბრუნება არასოდეს მოგინდებათ. არის სახლები ძალიან მშვიდი აურით, სადაც ადამიანი იდუმალებით მოცულ გარემოს აწყდება.

 

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ენერგეტიკული ვიბრაციების დონეზე. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩამონათვალს, რომლებიც მოქმედებენ სწორედ ამ ვიბრაციების დონის ამაღლებასა და დაწევაზე, თქვენს სახლში პოზიტიური და ნეგატიური ენერგეტიკის არსებობაზე.

 

მაშ ასე, მოიმაჯვეთ კალმები და აუცილებლად ჩაინიშნეთ:

 

  1. სალბის არომატი ხელს უწყობს მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობას. მისი სუნი კარგი მომადუნებელი საშუალებაა და ამავდროულად შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას.

  2. მნიშვნელოვანია არ გადატვირთოთ სახლი უსარგებლო ნივთებით. დაგროვილი ნივთებისგან გათავისუფლება შეიძლება ძალიან გაგიჭირდეთ, მაგრამ ამ საკითხს უნდა მიუდგეთ, როგორც მათთვის ახალი ადგილსამყოფელის მიჩენად, ანუ, უმჯობესი იქნება, ისეთი ნივთები, რომლებიც გამოსადეგია კი არ გადაყაროთ, არამედ გააჩუქოთ მათზე, ვისაც ისინი სჭირდება.

  3. ჰიმალაის მარილიანი ლამფები არამარტო ესთეტიკურია, არამედ ეფექტურად წმენდენ სივრცეს უსიამოვნო სუნისგან. გარდა ამისა, ეს ლამფები ასხივებენ უარყოფითად დამუხტულ იონებს, რითაც იზიდავენ პოზიტიური მუხტის იონებს და ქმნიან ბალანსს.

  4. იმღერეთ საქმის კეთების დროს. საკუთარ სახლში სიმღერისთვის არ არის საჭირო მომღერლობა. წაიღიღინეთ ის მელოდია, რომელიც კარგ განწყობაზე გაყენებთ და ისე აკეთეთ საოჯახო საქმე.

  5. საკუთარ სახლში მედიტაცია კარგად ადუნებს და ნეგატიური ენერგიისგან წმენდს სივრცეს.

  6. სხვადასხვა ეთერზეთს, სხვადასხვა არომატი და გავლენა აქვს. ამიტომ კარგად შეარჩიეთ და გამოიყენეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი.

  7. ოთახის მცენარეების ქონა და მოვლა არამარტო ალამაზებს სახლის გარემოს, არამედ ხელს უწყობს სუფთა ჰაერის ქონასაც.

  8. არომატული სანთლები დადებით გავლენას ახდენენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ამიტომ, თამამად აირჩიეთ თქვენი არომატი და გამოიყენეთ.

  9. გახსოვდეთ, ფერი და სუნი საუკეთესო საშუალებაა ენერგეტიკული ვიბრაციების დასაბალანსებლად და ასევე ინტერიერის გასალამაზებლად.

  10. შემოუშვით რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი შუქი სახლში. ნუ დახურავთ ჟალუზებით და ფარდებით სივრცეს. გახსოვდეთ, ბუნებრივი სინათლე ენერგეტიკული ვიბრაციის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
სწორი კვება და დიეტა
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში
2020 წლის ჰოროსკოპი
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022-ში ფინანსური წარმატება ელით
ზოდიაქოს 3 ყველაზე მიმზიდველი ნიშანი
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
10 წესი იმისათვის, რომ იყოთ უბედური
მერკური ჰოროსკოპში
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?