ბლოგი

რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?

რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგიერთი ქალისგან, საყვარელი მამაკაცები, სხვებთან შედარებით ხშირად მიდიან...

ზოდიაქოს ყველა ნიშანს, თავისი დამახასიათებელი შტრიხები აქვს. მაგალითად, ზოგიერთ ქალს, განსაკუთრებული ან განსხვავებული ტემპერამენტის გამო, სიყვარულში არ უმართლებს და მამაკაცები ასეთი ქალებისგან უფრო ხშირად მიდიან...

ასტროლოგებმა გამოყვეს ზოდიაქოს რამოდენიმე ნიშნის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომლებსაც ყველაზე მეტად არ გაუმართლებთ სიყვარულში ახალ, 2023 წელს.

ერთად გავარკვიოთ, ვინ არიან ისინი.

 

თევზები

 

მას შემდეგ, რაც თევზები ოჯახურ სტატუსს შეიძენენ, ისინი თავიანთი თანდაყოლილი პასუხისმგებლობითა და მონდომებით იღებენ ვალდებულებას ახალი ცხოვრების ასაშენებლად და რაციონალურად წყვეტენ ცხოვრების ყველა საკითხს. თუ კაცს აქვს საკუთარი აზრი და არ არის მზად იცხოვროს ცოლის რეჟიმის მიხედვით, თევზებთან სერიოზული კავშირის აწყობა და ხანგრძლივად დარჩენა ძალიან გაუჭირდება. თუ სიყვარული ძლიერია, მაშინ მამაკაცსმოუწევს აირჩიოს: გაუძლოს და დაემორჩილოს თევზებს ან წავიდეს.

 

ტყუპები

 

არტისტული და მეოცნებე ქალი ტყუპები მუდმივად ღრუბლებში არიან და პარტნიორისგანაც სიმსუბუქეს ელიან. შეყვარებულობის სტადიაზე მყოფი მამაკაცი, რომელიც რომანტიკულმა გასართობმა გაიტაცა, მისთვის ყველაფრისთვის მზად არის. მაგრამ ძალიან ცოტა ახერხებს „გასართობი პროგრამის“ გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელებას - ოჯახური ყოველდღიურობა, მოგეხსენებათ, შორს არის გართობისგან. ამიტომ, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალები სახლში ხდებიან მოწყენილი, იტანჯებიან და აწუხებენ ქმარს პრეტენზიებით და კაპრიზებით. რომელ კაცს მოეწონება ეს?

 

ლომი

 

ამ ნიშნის წარმომადგენელმა ქალბატონებმა იციან საკუთარი თავის ფასი, დარწმუნებულნი არიან საკუთარ უძლეველობასა და მნიშვნელობაში, ამიტომ ყოველთვის და ყველაფერში დომინირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ სხვებზე და ზუსტად გამოხატავენ რა სურთ ცხოვრებიდგან და რჩეულისგან. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ ბედნიერად იცხოვრონ იმ ადამიანთან, რომელიც თანახმაა იყოს მათ ჩრდილში და შეასრულოს მისი ყველა ახირება მანამ, სანამ თავად არ დაიღლება ამ ყველაფრით. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო სიტყვა ქალ ლომს რჩება, ამიტომ სერიოზული კავშირის აწყობა ასეთ ქალთან, მამაკაცებს ფაქტიურად არ გამოსდით. ხოლო მამაკაცს, რომელიც გადაწყვეტს განშორებას, ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.

 

მორიელი

 

ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი და არაპროგნოზირებადი ნიშანი. ქალი მორიელის ხასიათში შეუთავსებელი კომპონენტების კოქტეილია: გამბედაობა, უმანკოება, აღვირახსნილი სენსუალურობა და კაპრიზულობა. ამას დაუმატეთ კონტროლის სურვილი და ძალაუფლებისკენ ლტოლვა და მიხვდებით, რატომ უჭირს საშუალო სტატისტიკურ მამაკაცს მორიელ ქალთან საერთო ენის გამონახვა. მუდმივი საიდუმლოებით, ეჭვიანობით, პირველობისთვის ბრძოლით -  რაღაც მომენტში მამაკაცი იღალება და მისთვის უფრო მარტივი და გასაგები ქალისკენ მიდის.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსანი ქალი ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა. ის არის მიმზიდველი, ჭკვიანი, საინტერესო და აქვს ბუნებრივი ხიბლი. საპირისპირო სქესი ზოდიაქოს ამ ნიშნის მიმართ დიდ მიზიდულობას გრძნობს. ამ ნიშნის წარმომადგენლები არ არიან ძლიერი ურთიერთობის დამყარების წინააღმდეგი, მაგრამ ერთი პირობით: მათმა რჩეულმა უნდა დაივიწყოს, რომ ქალ მშვილდოსანს შეუძლია სახლის საქმეების კეთება, როგორიცაა: დასუფთავება, საჭმლის მომზადება, დაუთოება და ა.შ. მშვილდოსნები კარგი ცოლები არიან მხოლოდ ისეთ ქმართან, რომელსაც ესმის მათი პრინციპები. დიასახლისობა მათი როლი არ არის, ამის გაგება მამაკაცების უმრავლესობას არ შეუძლია, ამიტომ, ოჯახის შექმნა ხშირ შემთხვევაში უჭირთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
ზოდიაქოს 3 ყველაზე რთული ნიშანი მამაკაცებს შორის
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ორი წუთის წესი
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
6 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მშვილდოსანი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ