ბლოგი

6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე

6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე

ფეისბუქზე გაზიარება

ყველაფერი არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე...

ალბათ გსმენიათ სხვადასხვა სტერეოტიპები, ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით. საინტერესოა, ყოველთვის შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ის იარლიყები, რომლებსაც მათ აკერებენ?

ამაში გასარკვევად, წარმოგიდგენთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებულ ექვს მითს:


1. ლომიპატივმოყვარე და აგრესიული


ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელი არის თამამი, ჟინიანი ადამიანი, აგრესიის გამოვლენის მოყვარული და თავმომწონე. საქმე იმაშია, რომ ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დიდი ნაწილი, სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის მატარებელია. მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია საკმაოდ რბილი და დამყოლი ხასიათი, ისინი არასოდეს ახვევენ თავს საკუთარ აზრს სხვებს.


2. ტყუპები - ორპირი


ეს ერთ-ერთი ყველაზე მცდარი წარმოდგენაა, რომელიც ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უკავშირდება. სინამდვილეში, ტყუპებს შეუძლიათ მარტივად მოერგონ და შეეთვისონ ახალი გარემო-პირობებს, რასაც ისინი პირველ რიგში საკუთარ ინტელექტს უნდა უმადლოდნენ. ეს ყველაფერი კი, ნამდვილად არანაირ კავშირში არ არის ორპირობასთან.


3. თხის რქა - უხასიათო და მოსაწყენი


ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებთან დაკავშირებით გამყარებულია მითი, თითქოს ისინი მოსაწყენი და ზედმეტად ჩაკეტილები არიან, ხოლო ბიზნესში - გულის არევამდე პედანტურები. სინამდვილეში, ხასიათის ეს ნიშნები, არც თუ ისე ცუდია, თან ცხოვრებაში, თხის რქები იმაზე მეტად მხიარულები არიან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მათ შეუძლიათ გაოცება!


4. ვერძი - პირველობის მოყვარული


ითვლება, რომ ვერძები ყოველთვის ილტვიან პირველობისკენ, უნდათ, რომ ყოველთვის ყველაზე კარგები გამოჩნდნენ, არიან ხმაურიანი, აგრესიული და არასასიამოვნო ადამიანები. ეს ყველაფერი წარმოადგენს სრულიად მცდარ შეხედულებას. ხშირად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილად არიან გამორჩეულად აქტიური და ანერგიულები, ამაყები და ვნებიანები, ვიდრე სხვები, მაგრამ, რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ უარყოფით თვისებებს, ძირითადად განზოგადებული და უსაფუძვლო ბრალდებებია მათ მიმართ.


5. მორიელი - შურისმაძიებელი


ძალიან ხშირად, მორიელებს მიაწერენ ყველაზე ცუდ თვისებებს და ამბობენ, რომ ისინი არიან შურისმაძიებლები, დაუნდობლები, მანიპულატორები, რომელთა ნდობაც შეუძლებელია. ყველაფერი ეს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მითს. მორიელების ახლობლებმა კარგად იციან, რომ რეალურად ისინი სრულიად სხვა პიროვნებები არიან.


6. მერწყული - უგრძნობი


ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აღიქვამენ ემოციებისგან დაცლილ პიროვნებებად, რომლებიც მიზნების მიღწევის გამო, ყველაფერს დათმობენ, რაც ძალიან მცდარი წარმოდგენაა. გარშემომყოფები უბრალოდ ვერ ამჩნევენ და ხვდებიან, რომ მერწყულების ქცევა, წარმოადგენს თავდაცვით რეაქციას, რადგან ისინი ზედმეტად ემოციურები არიან.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
სატურნი ჰოროსკოპში
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
ზოდიაქოს წლის ნიშნები, რომლებსაც სირთულეები ელით 2022-ში
დაიმახსოვრეთ 6 ჯადოსნური ზმნა, რომლებზეც დგას სამყარო
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
სწორი კვება და დიეტა