ბლოგი

ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“

ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“

ფეისბუქზე გაზიარება

არიან ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან ახლის გაგებისკენ, ზრდისა და განვითარებისკენ.

 

მათთან ყოველთვის საინტერესოა, ურთიერთობას მოაქვს პოზიტიური ემოციები, ახალი იდეები და უბრალოდ ემოციური მუხტი.

 

ხდება სხვაგვარადაც. ადამიანთან ურთიერთობისას გრძნობ, რომ არ გაქვს ენერგია, არაფრის სურვილი არ გაქვს ან უბრალოდ გინდა დაიძინო და გაითიშო.

 

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ როდესღაც რომელიმე დაქალთან ადვილი იყო ურთიერთობა, და ახლა პირიქით გახდა, სიგიჟემდე გართულდა. შესაძლოა, ის დაადგა ისეთ გზას, რომელიც განვითარების პირდაპირ საპირისპიროა- დეგრადაციის გზას, და ეს ნიშნავს, რომ მის ირგვლივ სწორედ ასეთი ატმოსფერო ჩამოყალიბდება- დაცემის, უღონობის, დანგრევის.

 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ არჩეულია სწორედ ასეთი გზა?

 

1. ლაპარაკში ჩნდება ძალიან ბევრი ნეგატივი, განსჯა და უნდობლობა სხვა ადამიანების მიმართ. ის - სამყაროს ცენტრია, და ყველა ირგვლივ ვერ წვდება, ვერ ასწრებს, არ შეუძლია და ათასი სხვა „ვერ“. და თითოეულ მათგანზე არის ჭორი და ნეგატიური კომენტარი. ცხადია, ასეთ შეხედულებაში არ არის და ვერც იქნება დრაივი, ენერგია, ზრდა, მაგრამ არის სხვისი ენერგიის, სხვისი ყურადღების მიქცევის სურვილი.

 

2. გარეგნულად ასეთი ქალი ემგვანება ყველაზე პოპულარულ ბლოგერს ან გლიანცის ყდას. ყველა რეკლამირებულ ბრენდს, რომელიც უნდა იყოს სახლში. ასეთი ქცევა  მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება არ აქვს, არის შენაცვლება- თავის თავზე ცდილობენ მოირგონ „სხვისი კაბა“, შიგნით კი ამავე დროს- დიდი შავი ხვრელია. უნდა იყოთ ფრთხილად, რომ არ ხვრელში არ ჩავარდეთ.

 

3. ურთიერთობაში აღარ იგრძნობა სიღრმე. ლაპარაკი და განსჯა ზედაპირულია, უბრალოდ სიახლეების ან სხვისი ცხოვრების  განხილვაა. რამე საინეტერსო იდეა, აზრი ან გრძნობა აქ აღარაა. სამსახურში ( თუ ის არის) ასევე არაფერია საინტერესო, არ არის ქმნადობა, რამის შეცვლის, გაოცების სურვილი,  და ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ცარიელია.

 

4. ცხოვრებიდან გატაცების, ჰობის და საინტერესო საქმიანობის გაქრობა. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია შემოქმედებასთან და საკუთარი თავის აქტიურად გამოვლენასთან- ქრება, თუ ოდესმე იყო. ამისთვისაც ხომ საჭიროა ძალა და ენერგია, და თუ ქალი დაადგა დეგრადაციის გზას, ის უბრალოდ ვერ იარსებებს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე ფეთქებადი ნიშნები
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები
საიდან მოდის გენია? - ზოდიაქოს ყველაზე ნიჭიერი ნიშნები