კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

გსურთ გაიცნოთ ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა კუთხით? მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. წარმოგიდგენთ ცოტა ავ, თან მხიარულ და ძალიან არასტანდარტულ ანტი-ჰოროსკოპს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. გაიცანით თითეული მათგანი სრულიად სხვა კუთხით...

 

ვერძი

 

უკიდურესობამდე აგრესიული, პრიმიტიული, მეომარი და სასტიკი. გონებრივად შენელებულია და ძალიან უჭირს უმარტივესი ინფორმაციის დამახსოვრებაც კი. მუდმივად ახალ კარს ეძებს შესამტვრევად. ვულგარულია, მშფოთვარე, უყვარს ლუდი და მლაშე ხუმრობები. ოჯახური თანაცხოვრებისას ფინანსები მისგან შორს უნდა გადამალოთ - ყველაფერს წამიერად დახარჯავს, თან ისე, რომ ვერც დაასაბუთებს რაში. საზოგადოებაში მომაბეზრებელია, საათობით შეუძლია საკუთარ თავზე ილაპარაკოს ისე, რომ სხვები ვერც კი შეამჩნიოს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას მიდრეკილია ბუნტისა და სკანდალის მოწყობისკენ. 

კურო

 

მეწვრილმანე, ცოტა უჟმური და ჩამშვებია. დავალებებს კარგად ასრულებს, ბუნებით მსახიობია, გარშემო ყველას მიმართ აუტანლობას გრძნობს, რადგან თვლის, რომ თავად არის დედამიწის ცენტრი. უყვარს მდიდრულად და კომფორტულად ცხვორება. ეგოცენტრისტია, სადისზმისკენ გადახრებით. ოჯახი ბავშვობიდან ღრმა სიბერემდე ტერორში ყავს, თუმცა, გარეგნულად თავაზიანი და თვინიერი ჩანს. არავის ენდობა, საკუთარ თავსაც კი. ნებისმიერი პრივილეგიის უზურპატორია, რომელზეც კი ხელი მიუწვდება. 

ტყუპები

 

მუდმივი ბავშვია - როგორც ინტელექტუალურად, ისე გრძნობებით. გაზრდაზე ოფიციალურად უარს აცხადებს და ძირითადად მთელი ცხოვრების მანძილზე ვინმესზე პარაზიტობს. ერთადერთი რაც ძალიან უყვარს, არის გაუთავებელი ლაპარაკი. ცოტას კითხულობს, მაგრამ ყველაფერზე აქვს მოსაზრება, რომელსაც სხვათა შორის მუდმივად იცვლის. ზრდასრულ ასაკში შედარებით უფრო ვარდება ჭკუაში. პროფესიად მსახიობობას ან მწერლობას ირჩევს. არ უყვარს დაძაბულობა არც გონებრივად და არც ფიზიკურად. უყვარს ხალხმრავლობა და სტუმრიანობა.

კიბო

 

ძირითადად ლუზერია. კონსერვატორი და ოპორტუნისტი. დათმობაზე არ მიდის, მაგრამ კამათი უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცის, რომ სიმართლე მის მხარესაა და მოგებული დარჩება, რაც ეხმარება კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა იქონიოს. შიშის გამო, შესაძლოა თავს პირველი დაესხას, მაგრამ ძირითადად, საფრთხის დროს თავს გაქცევით შველის და თავის სოროში იმალება - ეს ადგილი მისთვის ხელშეუხებელი, ყველაზე ძვირფასი და საყვარელია. ხშირად მბრძანებლობს, თავს წარმოაჩენს ძლიერ და თავდაჯერებულ პიროვნებად. უყვარს მარტოობა და სიმშვიდე. 

ლომი

 

ახალგაზრდობიდანვე მიდრეკილია ალკოჰოლისა და გამომძალველობისკენ. ბავშვობაში ფულს მშობლებს ძალავს, დიდობაში კი მეგობრებს და ნაცნობებს. საქმეში ძალიან ზარმაცია. მისი ჰიპერტროფირებული სიამაყე და თვითკმაყოფილება ნებისმიერ ადამიანს უწამლავს ცხოვრებას, გაუმაძღრობა კი ყველანაირ ფინანსურ შესაძლებლობას სპობს. სურს, რომ მთელი სამყარო მის გარშემო ტრიალებდეს, ამიტომ ცდილობს ყველგან და ყველაფერში იყოს პირველი, თუ ეს არ გამოსდის, ეშმაკობს და თავის მოკატუნებაზეც არ ამბობს უარს. 

ქალწული

 

მეწვრილმანე, წუწკი, მოსაწყენი და ხისტია. პედანტიზმი მას აუტანელს ხდის როგორც სამსახურში, ისე სახლში. ცხოვრებას და ბიუჯეტს მუდმივად გეგმავს, არაფერს სახალისოს და გასართობს არ აკეთებს და სხვებსაც არ უბამს მხარს. ინტრიგების ხლართვა კარგად ეხერხება, თუ მტრები გაუჩნდება ან ვინმე ცუდად მოექცევა, ვერ მოისვენებს, სანამ სამაგიეროს არ გადაუხდის. 

სასწორი

 

ძალიან არ უნდა გაგიმართლოს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაიბადო. ორივე ხელით ცაციაა. მხედველობა და სმენაც დაჩლუნგებული აქვს. იუმორის გრძნობა და პატივმოყვარეობა უმუშავებს შედარებით უკეთ. არასოდეს აქვს ფული და წარმატება კარიერაში ან პირად ურთიერთობებში. პათოლოგიურად უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ამ ყველაფერს მის ცხოვრებაში სხვა აკეთებს. 

მორიელი

 

ძალიან საშიშია, შორ მანძილზეც კი. მოღალატე, მატყუარა და ინტრიგანია, სხვისი ტანჯვით ან განადგურებით სიამოვნებას იღებს. პათოლოგიური სადო-მაზოხისტია. მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობს. არცერთ ფეხის ნაბიჯზე მისი ნდობა არ შეიძლება. ადამიანი თუ ამოიჩემა, შეუძლია მის გასანადგურებლად ყველაფერზე წავიდეს. 

მშვილდოსანი

 

ყველაზე ხშირად გამოიყურება მხიარულ იდიოტად და ფაქტიურად არის კიდეც ასეთი. მისი კრეტინული ოპტიმიზმი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... მასთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ სურვილი გიჩნდება სწრაფად მოიშორო თავიდან. ბავშვობიდან ცდილობს გარშემომყოფებისთვის თავისი სულელური იდეების თავს მოხვევას. აგრესიული ტიპის ოპტიმისტი ყველას პრობლემებს უქმნის. უყვარს ტყუილები და გამოგონილი ისტორიები და ამტკიცებს, რომ ამას სხვების კეთილდღეობის გამო აკეთებს. უყვარს მასა, ხმაურიანი შეკრებები, სადაც შეძლებს მუქთად გართობას და დანაყრებას. 

თხის რქა

 

სასტიკი, ცივი და უგულოა, როგორც აისბერგი. სახლში ჟანდარმის როლი აქვს, სამსახურში - ტირანის. სხვების მორჩილებასა და შიშში ყოლას თვლის საკუთარი ცხვორების აზრად. ბავშვებთან და ქმართანაც კი იგივე დამოკიდებულებას იჩენს. ფანტაზიის უნარს მოკლებულია, ინტელექტის განვითარებას მუდმივად ცდილობს, რომ სხვების თვალში ჭკვიანი გამოჩნდეს. არასრულფასოვნებისა და განდიდების მანიიის იშვიათი კომპლექსი აქვს. კარიერულ კიბეზე ასასვლელად არ ერიდება უფროსობასთან ლაქუცს. 

მერწყული

 

ფანტაზიორი და მეოცნებეა, რეალობას სრულიად მოწყვეტილი. არასოდეს აბრუნებს ნასესხებ ფულს, რადგან ქარაფშუტაა და ფულის შოვნის შანსს მოკლებული. ახლობლებსა და მეგობრებზე ჭორაობა უყვარს. მუდმივად ახალ საქმეს იგონებს, რომელსაც ძლივს შეკოწიწებულ ან ნასესხებ თანხას ახარჯავს, შედეგი კი არასოდეს აქვს. 

თევზები

 

არ შეუძლია ტყუილისა და მლიქვნელობის გარეშე ცხვორება. საკუთარ ტყუილებში ისე იხლართება, რომ თავად უჭირს სიმართლის გარჩევა. ურთიერთობს ადამიანებთან, ვისგანაც რაიმე გამორჩენა შეიძლება ჰქონდეს. უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. საქმის კეთება ეზარება, ცდილობს სხვის ხარჯზე გამოჩნდეს მშრომელი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პლანეტები ჰოროსკოპში
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
იუპიტერი ჰოროსკოპში
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
„სიყვარულის მეფეები“ - მამაკაც ზოდიაქოს ნიშნებში
ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს