მათი დღეგრძელობის საიდუმლო მარტივია: ნაკლები სტრესი, მეტი ჰარმონია. რაც ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი რეცეპტია.
დღეგრძელობა დამოკიდებულია არამარტო გენეტიკაზე, არამედ ჩვევებზეც. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს გარკვეულ ნიშნებს გამორჩეულად აქვთ ჯანმრთელობის შენარჩუნების, ზედმეტი სტრესის თავიდან აცილების, აქტიური და მსუყე ცხოვრების ქონის უნარები, რაც ხელს უწყობს მათ დღეგრძელობას.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სოწრედ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომელბიც შედიან ხანგრძლივად მაცხოვრებელთა შორის:
კურო — სტაბილურობისა და ცხოვრების სიყვარულის სიმბოლოა. ეს ადამიანები აფასებენ კომფორტს, შეუძლია მცირედით დაკმაყოფილდნენ და ბედნიერი იყვნენ და იშვიათად იტვირთავენ თავს სტრესით. ისინი ირჩევენ ცხოვრების გაწონასწორებულ რითმს, გემრიელ საკვებს და სიმყუდროვეს — ყველაფერი ეს, ხელს უწყობს მათი ჯანმრთელობის და შინაგანი ბალანსის შენარჩუნებას დიდი ხნის მანძილზე.
როგორ ახერხებენ კუროები ღრმა სიბერემდე მიღწევას: მათი მთავარი საიდუმლო არის საკუთარი სხეულის მოსმენის უნარი. კურო არასოდეს დაიტვირთავს თავს ზედმეტად არც ფიზიკურად და არც მენტალურად. ის ყოველთვის თავიდან იცილებს სტრესულ სიტუაციებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან როგორც მოდუნდნენ, უყვართ დასვენება ბუნებაში და საკუთარი თავისთვის კომფორტული ატმოსფეროს შექმნა. ყველაფერი ეს, ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას.
ქალწულები ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას. ისინი მიდრეკილი არიან დისციპლინისკენ, ირჩევენ სწორ კვებას, უყვართ სხეულზე ზრუნვა, ხოლო ანალიტიკური გონება ეხმარებათ თავი ააროდონ სარისკო სიტუაციებს, ცხოვრებისადმი პრაქტიკული მიდგომა კი ზრდის ღრმა სიბერემდე ცხოვრების შანსს.
რა ეხმარება ქალწულებს: პედანტურობა. ისინი კითხულობენ პროდუქტების შემადგენლობას და ირჩევენ ხარისხიან საკვებს. ქალწულებს ფაქტიურად არ ახასიათებთ მავნე ჩვევები, ამიტომ, მათი სხეული დიდი ხნის მანძილზე რჩება ტონუსში.
თხის რქები — ცნობილი არიან შრომისმოყვარეობით, მაგრამ ამასთან, მათ წარმოუდგენელი ამტანობა და ძალების აღდგენის უნარი აქვთ. მათი ძლიერი ხასიათი და სიმშვიდის შენარჩუნების უნარი რთულ სიტუაციებშიც კი, დღეგრძელ ადამიანებს შორის მათ ლიდერის პოზიციის დაკავებაში უწყობს ხელს.
რატომ ცხოვრობენ თხის რქები დიხანს: ყველაფერი მათი დისციპლინიდან და რესურსების სწორად გადანაწილების უნარიდან გამომდინარეობს. სამუშაო პროცესშიც კი, ისინი ენერგიას ფუჭად არ ხარჯავენ. გარდა ამისა, თხის რქებმა იციან ჯანმრთელობის და დროის ფასი, ამიტომ, არასოდეს ავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა და სამედიცინო პროფილაქტიკა.
სასწორები ცხოვრობენ ჰარმონიისთვის — ურთიერთობებშიც, სახლშიც და საკუთარ თავთანაც. მათ ეხერხებათ კონფლიქტური სიტუაციებისთვის თავის არიდება და ოქროს შუალედის პოვნა, რაც დადებითად აისახება მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
რა არის სასწორების საიდუმლო: მათ არ უყვარს ზღვარსგადასული არაფერი — არც კვებაში და არც ემოციებში. ბალანსისკენ ლტოლვა, სასწორებს ეხმარება თავი აარიდონ ქრონიკულ სტრესს, რომელიც დღეგრძელობის მთავარი მტერია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ირჩევენ ჰობის, როგორც სულიერ საკვებს. ამიტომ, ყველაზე ხშირად, მათი გატაცებაა იოგა, მუსიკა, სეირნობა - რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ემოციური თევზები ხშირად პოულობენ სულიერ და მენტალური სიმშვიდეს შემოქმედებასა და სულიერ პრაქტიკებში, რაც მათ ეხმარება შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებაში. ეს ამცირებს სტრესის დონეს და ამყარებს ჯანმრთელობას, რაც თავის მხრივ, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
რა ხდის თევზებს დღეგრძელებად: მოდუნების ემოციების გამოშვების უნარი. ისინი არასოდეს იტოვებენ ნეგატივს შიგნით და ყოველთვის ცდილობენ მისგან დაცლას ხელოვნების, მედიტაციის და ოცნების დახმარებით. ეს ამცირებს დაავადებების განვითარების რისკს, სტრესს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნებს მთავარი რამ აერთიანებთ: ისინი აფასებენ სიმშვიდეს, შეუძლიათ თავიდან აიცილონ ზედმეტი სტრესი და საკუთარ თავს უქმნიან ისეთ პირობებს, რომელშიც შეასძლებელია ჰარმონიულად ცხოვრება. ჰარმონია კი თავის მხრივ, ჯანმრთელობის და დღეგრძელობის მთავარი მოკავშირეა.